სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება
"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 11 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი პირ­ველ სხდო­მას გა­მარ­თავს და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ბოლო წუ­თამ­დე უარს იტყვის მან­და­ტებ­ზე და ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში დარ­ჩე­ბა, სხდო­მას ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სი წევ­რის - ბუბა კი­კა­ბი­ძის ნაც­ვლად, წა­იყ­ვანს ლადო კა­ხა­ძე, რო­მე­ლიც kvirispalitra.ge-სთან პარ­ლა­მენტზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "ჰუ­მა­ნურ 8 წელ­სა" და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს:

- რო­გორც იცით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში არ შე­მო­ვა, სხდო­მას მე წარ­ვუ­ძღვე­ბი, რო­გორც ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი წევ­რი. ოპო­ზი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ. ჯერ ერთი, იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას უნდა გა­უ­ძღვნენ, რო­მე­ლიც მათ ხალ­ხმა აღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით და­ა­კის­რა, მე­ო­რეც, ის რი­ტო­რი­კა არ მომ­წონს, რო­დე­საც ყველ­გან გა­ი­ძა­ხი­ან, მო­ნო­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბაო. ეს ტყუ­ი­ლია, სიც­რუ­ეა და მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც კარ­გად იცის - პარ­ლა­მენ­ტი, დე იურე არის მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი და 9 პარ­ტი­აა არ­ჩე­უ­ლი, უბ­რა­ლოდ, პირ­ველ სხდო­მას ასე­თი მო­დი­ფი­კა­ცია ექ­ნე­ბა: მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ორ ნა­წი­ლად იქ­ნე­ბა გა­ყო­ფი­ლი, ერთი - ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გა­ექ­ცა და ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი მიკრო­ფო­ნი და­ტო­ვა. ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია.

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბო­და, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით, ოღონ­დაც, ხაზს ვუს­ვამ, რომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებს, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, ხარ­ვე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. და­უ­ბა­ლან­სებ­ლო­ბა გა­ყალ­ბე­ბას არ ნიშ­ნავს! ყვე­ლა ოქმს თან ახ­ლავს შეს­წო­რე­ბის ოქმი და თუ რამე ტექ­ნი­კუ­რი გა­დაც­დე­ნა იყო, ყვე­ლა­ფე­რი გას­წორ­და. ეს არის ის, რი­თაც ოპო­ზი­ცია, ჩიხ­ში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, თა­ვის დაძ­ვრე­ნას ცდი­ლობს. ეს არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, სხვის­გან ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რომ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

ხალ­ხს კარ­გად ახ­სოვს, არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, დღის 12 სა­ათ­ზე უკვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია რომ და­გეგ­მეს. ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნემ იცის, რომ ეს ოპო­ზი­ცია დესტრუქ­ცი­უ­ლია. ის სა­ხელ­მწი­ფოს ებ­რძვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი ხა­რის­ხით გან­ვი­თა­რე­ბა ერ­თა­დერთ ქვე­ყა­ნას არ აძ­ლევს ხელს - ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს, რუ­სეთს და, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცია რუ­სე­თის უშუ­ა­ლო დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mono
14

x0ax0a0xa0xa0x0ax0ax00xa0xa0xa0 ამას შეახსენეთ გასპრომში წილი ვის აქვს 

suxo
15

შენ ვის დაკვეთას ასრულებ)))?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება

"ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - რას ამბობს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესი წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, პირველ სხდომას წარუძღვება

როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია ბოლო წუთამდე უარს იტყვის მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, სხდომას ყველაზე უხუცესი წევრის - ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, წაიყვანს ლადო კახაძე, რომელიც kvirispalitra.ge-სთან პარლამენტზე, "ქართული ოცნების" "ჰუმანურ 8 წელსა" და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს:

- როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, სხდომას მე წარვუძღვები, როგორც ასაკით ყველაზე უფროსი წევრი. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, კმაყოფილი არ ვარ. ჯერ ერთი, იმ ვალდებულებას უნდა გაუძღვნენ, რომელიც მათ ხალხმა აღებული ხმების მიხედვით დააკისრა, მეორეც, ის რიტორიკა არ მომწონს, როდესაც ყველგან გაიძახიან, მონოპარტიული პარლამენტი იქნებაო. ეს ტყუილია, სიცრუეა და მოსახლეობამაც კარგად იცის - პარლამენტი, დე იურე არის მრავალპარტიული და 9 პარტიაა არჩეული, უბრალოდ, პირველ სხდომას ასეთი მოდიფიკაცია ექნება: მრავალპარტიული პარლამენტი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, ერთი - ვალდებულების შემსრულებელი, ანუ ხელისუფლება და მეორე ნაწილი, რომელიც ამ ვალდებულებას გაექცა და ცარიელი სკამები და გამოუყენებელი მიკროფონი დატოვა. ეს მათი გადასაწყვეტია.

ყველა ადამიანი, ვინც ამ არჩევნებს აკვირდებოდა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრატეგიული მოკავშირეები, ერთხმად აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თავისუფალი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ოღონდაც, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა არჩევნებს, ნებისმიერ ქვეყანაში, ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს. დაუბალანსებლობა გაყალბებას არ ნიშნავს! ყველა ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და თუ რამე ტექნიკური გადაცდენა იყო, ყველაფერი გასწორდა. ეს არის ის, რითაც ოპოზიცია, ჩიხში ჩაყენებული, თავის დაძვრენას ცდილობს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი, სხვისგან ნაკარნახევი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ხალხს კარგად ახსოვს, არჩევნების მიმდინარეობისას, დღის 12 საათზე უკვე საპროტესტო აქცია რომ დაგეგმეს. ყველა საღად მოაზროვნემ იცის, რომ ეს ოპოზიცია დესტრუქციულია. ის სახელმწიფოს ებრძვის, რადგან საქართველოს ასეთი ხარისხით განვითარება ერთადერთ ქვეყანას არ აძლევს ხელს - ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს და, ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს. გააგრძელეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მისი პირმშო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - სააკაშვილი