სომხეთის დედაქალაქ ერევანში მომიტინგეების ნაწილი მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ შენობასთან მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
შეგახსენებთ, „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის საბჭომ“ მოქალაქეებს დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციებისკენ ორი დღის წინ მოუწოდა. საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 5 დეკემბერს გამართული დემონსტრაციის დროს, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა 8 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცა.