ავტორი:

"პირდაპირ ვაფიქსირებ - ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ" - ამირან გამყრელიძე

"პირდაპირ ვაფიქსირებ - ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკოსების მისამართით გაჟღერებული რეკომენდაციები გარკვეულწილად მიღწეული და გათვალისწინებულია.

"იყო რეკომენდაციები, რომლებსაც პოლიტიკოსების მიმართ ვსაუბრობდი - პოლიტიკოსები, რომ ხვდებოდნენ ამომრჩევლებს, ყველას ეტარებინა პირბადე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პირბადის ტარება დაწესებული არ იყო. მერე - არ ყოფილიყო ხვევნა-კოცნა და არ ყოფილიყო აღსანიშნავი სუფრები.

ამას ხშირად ვამბობდი, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ! პირდაპირ ვაფიქსირებ - ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ", - განაცხადა გამყრელიძემ.

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ გინდათ მოლაპარაკება ჩაიშალოს, გაუშვით ირაკლი კობახიძე - ის ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც მომლაპარაკებელმა უნდა გააკეთოს" - ხმალაძე