სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია" - გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა
"ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია" - გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 76% სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტია. რო­გორც მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 19 636 ტეს­ტი, სა­ი­და­ნაც ან­ტი­გენ­ტის 11 718 ტეს­ტია, ხოლო 7918 პი­სი­ა­რი.

"და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი სა­შუ­ა­ლოდ არის 10.7%. რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ორი კვი­რის მო­ნა­ცე­მებს, ცოტა ტენ­დენ­ცია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბის­კენ მო­დის. 33-34% გვქონ­და და ახლა გვაქვს 28.9 %. თბი­ლის­ში გვაქვს ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვე­ბი, შემ­დეგ გად­მო­ი­ნაც­ვლა მყა­რად იმე­რეთ­მა, ზრდა გვაქვს ქვე­მო ქარ­თლში, აჭარ­ში ქვე­მოთ მო­დის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბა.

დღეს უფრო სწრა­ფად ხდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ან­ტი­გენ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტეს­ტით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 81%. სიმპტო­მე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ზე სწრა­ფი ტეს­ტი­სა და პი­სი­ა­რის დამ­თხვე­ვა მა­ღა­ლია. იმა­ვე დღეს გა­მოვ­ლე­ნა და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სწრა­ფი იზო­ლი­რე­ბა არის კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ან­თა 95% ატა­რებს პირ­ბა­დეს, შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რდე­ბა. "თუ ჩვენ, 95% ვა­ტა­რებთ შინ და გა­რეთ მუდ­მი­ვად პირ­ბა­დეს, გაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ორ -სამ კვი­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რდე­ბა", - ამ­ბობს გამ­ყრე­ლი­ძე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს უკვე აქვს ეფექ­ტი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა, დას­ტა­ბი­ლურ­და.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ვი­ჭი­როთ მო­მა­ვა­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე ვფიქ­რობ, რომ გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ვას­ტა­ბი­ლუ­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით იმ დო­ნე­ზე, რო­გო­რიც გვაქვს ანუ 4 დან 5 000 - მდე ფარ­გლებ­ში, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ხდე­ბა მათი სწრა­ფი გა­მოვ­ლე­ნა და სწრა­ფი იზო­ლი­რე­ბა. გა­მოვ­ლე­ნილ­თა შო­რის გახ­ლავთ შემ­დგომ მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თა იზო­ლი­რე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩვენ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად უფრო ფარ­თო შე­ჯა­მე­ბას მო­გახ­სე­ნებთ ხოლ­მე, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა 24 -ის შემ­დგომ გა­მო­ცხა­დე­ბულ გარ­კვე­ულ შემ­სუ­ბუ­ქე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ ექი­მე­ბი უფრო რა­დი­კა­ლუ­რე­ბი ვართ. მე ვფიქ­რობ, რომ უკვე ეს შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მოქ­მე­დებს, უკვე ეფექტს იძ­ლე­ვა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ეს ჩანს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ტეს­ტი­რე­ბის ზრდი­სა და ასე­ვე ქვე­მოთ და­იძ­რა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ამან უნდა მოგ­ვცეს ოდ­ნა­ვი ოპ­ტი­მიზ­მი, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც და­წე­სე­ბუ­ლია. კარ­გია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავ­ზარ­დეთ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შინ და გა­რეთ, მაგ­რამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექ­ნა გაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ სა­ა­ხალ­წლოდ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს ავიყ­ვანთ 75%-ზე ერთ კვი­რა­ში, მერე 80 და მერე 90%, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ვა­კა­ვებთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. თუ ჩვენ 95% -ში ვა­ტა­რებთ შინ და გა­რეთ მუდ­მი­ვად პირ­ბა­დეს, გა­ნა­ხევ­რდე­ბა მო­მა­ვალ ორ-სამ კვი­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ და შევ­თან­ხმდეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვენ ექი­მე­ბი, რომ ვა­ტა­როთ ყველ­გან ყვე­ლამ პირ­ბა­დე, და­ვიც­ვათ ეს მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცია, გაძ­ლევთ პი­რო­ბას გა­ნა­ხევ­რდე­ბა ორ სამ კვი­რა­ში ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყუ­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დე ხელს შე­უ­წყობს იმას, რომ ინი­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­მო­ვი­დეს 2000-მდე, თუმ­ცა, იმის­თვის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­დეს, სა­ჭი­როა სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაც.

"შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის შირი და­ბა­ნა, პირ­ვე­ლა­დი და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ჯან­დაც­ვა და ტეს­ტი­რე­ბა, ეს გახ­ლავთ სა­ნამ ვაქ­ცი­ნა და პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის წა­მა­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ია­რა­ღი. თუ ყვე­ლა ამ ია­რაღს გა­მო­ვი­ყე­ნებთ წარ­მა­ტე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ვამ­ცი­რებთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელს,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
18

გაიტანეთ გრელანდია!!!

მაი
19

ყელში ხართ უკვე! ხან რას იძახით, ხან - რას! გვაპამპულავებთ ხალხს! არადა როგორ მჯეროდა თქვენი ! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია" - გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა

"ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია" - გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტი, საიდანაც ანტიგენტის 11 718 ტესტია, ხოლო 7918 პისიარი.

"დადებითობის მაჩვენებლი საშუალოდ არის 10.7%. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მონაცემებს, ცოტა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისკენ მოდის. 33-34% გვქონდა და ახლა გვაქვს 28.9 %. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, შემდეგ გადმოინაცვლა მყარად იმერეთმა, ზრდა გვაქვს ქვემო ქართლში, აჭარში ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების ოდენობა.

დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით იდენტიფიცირებულია 81%. სიმპტომებიან პაციენტებზე სწრაფი ტესტისა და პისიარის დამთხვევა მაღალია. იმავე დღეს გამოვლენა და ამ ადამიანების სწრაფი იზოლირება არის კარგი წინაპირობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ადამიანთა 95% ატარებს პირბადეს, შემთხვევათა რაოდენობა განახევრდება. "თუ ჩვენ, 95% ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, გაძლევთ პირობას, რომ ორ -სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება", - ამბობს გამყრელიძე.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვებს უკვე აქვს ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, დასტაბილურდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური ტესტირების მაჩვენებელი დავიჭიროთ მომავალი ორი თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი დავასტაბილურეთ დაახლოებით იმ დონეზე, როგორიც გვაქვს ანუ 4 დან 5 000 - მდე ფარგლებში, ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ხდება მათი სწრაფი გამოვლენა და სწრაფი იზოლირება. გამოვლენილთა შორის გახლავთ შემდგომ მსუბუქად მიმდინარე პაციენტები, რომელთა იზოლირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველკვირეულად უფრო ფართო შეჯამებას მოგახსენებთ ხოლმე, ამას მნიშვნელობა ექნება 24 -ის შემდგომ გამოცხადებულ გარკვეულ შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო.

მოგეხსენებათ ექიმები უფრო რადიკალურები ვართ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს შემზღუდველი ღონისძიებები მოქმედებს, უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციაში, მიუხედავად ტესტირების ზრდისა და ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია. კარგია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნა გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა. თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 75%-ზე ერთ კვირაში, მერე 80 და მერე 90%, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. თუ ჩვენ 95% -ში ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, განახევრდება მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება და ჩვენ ექიმები, რომ ვატაროთ ყველგან ყველამ პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია, გაძლევთ პირობას განახევრდება ორ სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში,“- განაცხადა გამყურელიძემ.

მისივე თქმით, პირბადე ხელს შეუწყობს იმას, რომ ინიფიცირებულთა რაოდენობა ჩამოვიდეს 2000-მდე, თუმცა, იმისთვის, რომ სერიოზულად შემცირდეს, საჭიროა სხვა რეკომენდაციების დაცვაც.

"შემზღუდველი ღონისძიებები, პირბადე, დისტანცია, ხელების შირი დაბანა, პირველადი და ჰოსპიტალური ჯანდაცვა და ტესტირება, ეს გახლავთ სანამ ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი იქნება ჩვენი იარაღი. თუ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ წარმატებით სერიოზულად შევამცირებთ ინფიცირებულთა მაჩვენებელს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრინდებათ

ვის მიიჩნევთ საქართველოში 2020 წლის ადამიანებად?