საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“ - რას წერს რუსული გამოცემა
"რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“ -  რას წერს რუსული გამოცემა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­მე­ფე­ბულ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­საც პან­დე­მია კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს, ასე­ვე იქ არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე, კრი­მი­ნალ­ზე, აქამ­დეც არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია ე,წ, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, რო­გორც იუ­წყე­ბი­ან, ის მოს­კოვ­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და რუ­სე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რებს, სა­დაც დიდი ალ­ბა­თო­ბით, სწო­რედ არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი. შე­გახ­სე­ნებთ, აქამ­დე ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სოჭ­ში 12 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

რუ­სულ გა­ზეთ "ნო­ვიე იზ­ვეს­ტი­ა­ში" («Новые известия») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რა­ტო­მაა გა­მე­ფე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­ში სი­ღა­რი­ბე და ნგრე­ვა: "მოს­კო­ვის­თვის ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნია...“. მა­სა­ლის ავ­ტო­რია რუსი პო­ლი­ტი­კო­სი, რუ­სე­თის პარ­ტია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის“ ლი­დე­რი იგორ დრან­დი­ნი, რო­მე­ლიც ამას წი­ნათ მე­ო­რედ (2001 წლის შემ­დეგ) იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ხუმ­ში.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

"აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლო­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბი­დან თით­ქმის 30 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ დან­გრე­უ­ლი არ აშე­ნე­ბუ­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­ტა­კე არ გამ­ქრა­ლა...

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მე აფხა­ზეთ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა. არ­სე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რა კი­დევ უფრო მოძ­ველ­და და ინ­გრე­ვა.

ოდეს­ღაც პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტ ბიჭ­ვინ­თა­ში ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი ახა­ლი შე­ნო­ბა არ აგე­ბუ­ლა, არ­ცერ­თი ქუჩა არ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლა... ზღვის ნა­პირ­ზე და­გე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ფი­ლა­ქა­ნიც კი არ გა­მოც­ვლი­ლა. კორ­პუ­სე­ბი ფან­ჯრე­ბის გა­რე­შე, და­ჟან­გე­ბუ­ლი, დაფშვნი­ლი ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ბიჭ­ვინ­თა 2020 წელს.

დღეს აფხა­ზე­თი ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა. ომის შემ­დეგ ბევ­რი რუ­სეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში წა­ვიდ­ნენ. მო­სახ­ლე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 250 ათასს აღ­წევს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად ცო­ტაა. რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვარს რომ გა­დაკ­ვეთ, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცია დას­რულ­და: გზის პი­რას ბევ­რია მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი, მო­უვ­ლე­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი... სი­ცო­ცხლის ნიშ­ნებს მხო­ლოდ იქ შე­ნიშ­ნავ, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი მიჰ­ყავთ.

პატ­რი­ო­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი აფხა­ზე­ბი 20 წლის წი­ნათ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სი­ღა­რი­ბის მი­ზე­ზი ომია, რო­მე­ლიც ახალ­ა­ხან დას­რულ­და და დრო გვჭირ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა აე­წყო­სო. დღეს, 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ისი­ნი იგი­ვეს მე­უბ­ნე­ბი­ან - ცოტა კი­დევ მო­ით­მი­ნე და აფხა­ზეთს აყ­ვა­ვე­ბულს ნა­ხა­ვო.

რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია - აფხა­ზეთ­ში ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა, ეს ქვე­ყა­ნა ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოს, გან­სა­კუთ­რე­ბით რი­წის ტბა და ახა­ლი ათო­ნი. მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში სა­ში­შია, რად­გან აქ რთუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბაა და ცუდი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

აფხა­ზე­თი რუსი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა კი­სერ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი: რუ­სუ­ლი ფუ­ლის წილი აფხა­ზე­თის ბი­უ­ჯეტ­ში 50-დან 70%-მდე აღ­წევს, ანუ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აფხა­ზე­თის ძი­რი­თა­დი კრე­დი­ტო­რია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვა­ლე­ბის გა­დახ­და მოს­კოვ­მა სო­ხუმს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უ­ვა­და, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამის სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს არ იღე­ბენ.

ორი­ო­დე სი­ტყვას აფხა­ზუ­რი ღვი­ნო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვი­ტყვი: არა­ნა­ი­რი აფხა­ზუ­რი ღვი­ნო არ არ­სე­ბობს. კას­რე­ბით მო­აქვთ მოლ­და­ვუ­რი კონ­ცენ­ტრა­ტი, წყალ­ში ხსნი­ან და "აფხა­ზუ­რი ღვი­ნის“ ეტი­კე­ტი­ან ბოთ­ლებ­ში ას­ხა­მენ. ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო ძმა­რია და მეტი არა­ფე­რი. მან­და­რი­ნი და სხვა ციტ­რუ­სე­ბი კი ძა­ლი­ან კარ­გია“.

სტა­ტი­ამ მკი­თხველ­თა ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. აი, ზო­გი­ერ­თი კო­მენ­ტა­რი:

"აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან მა­გა­რი ად­გი­ლია, ფრან­გულ "ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­როს“ ბევ­რად სჯო­ბია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს უპატ­რო­ნო­ბის კვა­ლი ამ­ჩნე­ვია... ასე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ დაბ­რუნ­დე­ბა. ქარ­თვე­ლებ­მა აჭა­რა და ბა­თუ­მი კონ­ფე­ტად გა­და­აქ­ცი­ეს...“.

"რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბა არ ადარ­დებს, კრემლს უფრო ბუ­ფე­რუ­ლი ზონა ჭირ­დე­ბა სოჭ­სა და ნა­ტოს პო­ტენ­ცი­ურ წევრ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ბუ­ფე­რუ­ლი ზონა სწო­რედ ასე­თი უნდა იყოს“.

"აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქტს ძნე­ლად თუ ნა­ხავ: ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლია. აფხა­ზუ­რი მხო­ლოდ ლი­მო­ნი და მან­და­რი­ნია“.

"აფხა­ზეთ­ში ბევ­რი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გით ცხოვ­რობს - ელექტრო­ნერ­გი­ას იპა­რა­ვენ და გა­და­სა­ხადს არ იხ­დი­ან. რუ­სეთ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ უნ­დათ - ხელს უშ­ლით ზედ­მე­ტი სი­ა­მა­ყე და გა­ბო­რო­ტე­ბამ­დე მი­სუ­ლი წყე­ნა. მაგ­რამ როცა ჭირ­დე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც კარ­გად მკურ­ნა­ლო­ბენ. ბზის ტყე­ე­ბი უკვე გა­ჩე­ხი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. მუ­შა­ობს კონ­ტრა­ფაქ­ტუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის ფაბ­რი­კა, რო­მელ­საც თურ­ქე­თი მფარ­ვე­ლობს. დას­კვნა: აფხა­ზე­თი არ­შემ­დგა­რი, პა­რო­დი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წარ­მო­ნაქ­მნია, რუ­სე­თის ხარ­ჯზე ცხოვ­რობს და მოს­კო­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლის 95%-ს იპა­რა­ვენ“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
3

ჯერ სადა ხართ...ხომ გინდოდათ დამოუკიდებლობა და რუსეთი? აგაყვავათ პუტინმა? სანამ არ მიხვდებით რომ აფხაზეთი საქართველოა უარესზე უარესი წინა გაქვთ!!!

ანა
18
ჩვენო აფხაზებო, ასე რატომ შეგვიძულეთ, ომის დროს თქვენც არანაკლები სისასტიკე ჩაიდინეთ, მაგრამ ჩვენ პატიება შეგვიძლია, თქვენ როგორც ჩანს არა, განა დღეს ასეთი დანგრეული იქნებოდა აფხაზეთი, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ენა და საერთოდ არ დაიკარგოთ დაუბრუნდით საქართველოს,
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“ - რას წერს რუსული გამოცემა

"რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“ -  რას წერს რუსული გამოცემა

ოკუპირებულ აფხაზეთში გამეფებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, რასაც პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს, ასევე იქ არსებულ კორუფციაზე, კრიმინალზე, აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია. ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე,წ, სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა, როგორც იუწყებიან, ის მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციის და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, სადაც დიდი ალბათობით, სწორედ არსებულ მძიმე ვითარებაზე იქნება ლაპარაკი. შეგახსენებთ, აქამდე ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.

რუსულ გაზეთ "ნოვიე იზვესტიაში" («Новые известия») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“. მასალის ავტორია რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პარტია "დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერი იგორ დრანდინი, რომელიც ამას წინათ მეორედ (2001 წლის შემდეგ) იმყოფებოდა სოხუმში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლობის თვითგამოცხადებიდან თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ დანგრეული არ აშენებულა და მოსახლეობის სიღატაკე არ გამქრალა...

2000-იანი წლების დასაწყისში მე აფხაზეთში სტუდენტების ჯგუფთან ერთად ვიყავი. საკვირველია, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არაფერი არ გაუკეთებია, არაფერი არ შეცვლილა. არსებული საბჭოთა არქიტექტურა კიდევ უფრო მოძველდა და ინგრევა.

ოდესღაც პოპულარულ კურორტ ბიჭვინთაში ბოლო 20 წლის განმავლობაში არცერთი ახალი შენობა არ აგებულა, არცერთი ქუჩა არ გარემონტებულა... ზღვის ნაპირზე დაგებული საბჭოთა ფილაქანიც კი არ გამოცვლილა. კორპუსები ფანჯრების გარეშე, დაჟანგებული, დაფშვნილი ბეტონის ფილები - ასე გამოიყურება ბიჭვინთა 2020 წელს.

დღეს აფხაზეთი ღარიბი ქვეყანაა. ომის შემდეგ ბევრი რუსეთში და სხვა ქვეყნებში წავიდნენ. მოსახლეობა ოფიციალურად 250 ათასს აღწევს, მაგრამ სინამდვილეში ბევრად ცოტაა. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს რომ გადაკვეთ, გეჩვენება, რომ ცივილიზაცია დასრულდა: გზის პირას ბევრია მიტოვებული სახლი, მოუვლელი მიწის ნაკვეთები... სიცოცხლის ნიშნებს მხოლოდ იქ შენიშნავ, სადაც ტურისტები მიჰყავთ.

პატრიოტულად განწყობილი აფხაზები 20 წლის წინათ მეუბნებოდნენ, რომ სიღარიბის მიზეზი ომია, რომელიც ახალახან დასრულდა და დრო გვჭირდება, რომ ცხოვრება აეწყოსო. დღეს, 2020 წლის ნოემბერში, ისინი იგივეს მეუბნებიან - ცოტა კიდევ მოითმინე და აფხაზეთს აყვავებულს ნახავო.

რაც მართალია, მართალია - აფხაზეთში ულამაზესი ბუნებაა, ეს ქვეყანა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით რიწის ტბა და ახალი ათონი. მაგრამ დასვენება აფხაზეთში საშიშია, რადგან აქ რთული კრიმინოგენური ვითარებაა და ცუდი სამედიცინო მომსახურება.

აფხაზეთი რუსი გადასახადის გადამხდელთა კისერზეა ჩამოკიდებული: რუსული ფულის წილი აფხაზეთის ბიუჯეტში 50-დან 70%-მდე აღწევს, ანუ ჩვენი ქვეყანა აფხაზეთის ძირითადი კრედიტორია. იმის მიუხედავად, რომ ვალების გადახდა მოსკოვმა სოხუმს რამდენჯერმე გადაუვადა, რუსეთის მოქალაქეები ამის სანაცვლოდ არაფერს არ იღებენ.

ორიოდე სიტყვას აფხაზური ღვინოების შესახებაც ვიტყვი: არანაირი აფხაზური ღვინო არ არსებობს. კასრებით მოაქვთ მოლდავური კონცენტრატი, წყალში ხსნიან და "აფხაზური ღვინის“ ეტიკეტიან ბოთლებში ასხამენ. ადგილობრივი ღვინო ძმარია და მეტი არაფერი. მანდარინი და სხვა ციტრუსები კი ძალიან კარგია“.

სტატიამ მკითხველთა ფართო გამოხმაურება გამოიწვია. აი, ზოგიერთი კომენტარი:

"აფხაზეთი ძალიან მაგარი ადგილია, ფრანგულ "ლაჟვარდოვან სანაპიროს“ ბევრად სჯობია, მაგრამ ყველაფერს უპატრონობის კვალი ამჩნევია... ასე იქნება, ვიდრე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ქართველებმა აჭარა და ბათუმი კონფეტად გადააქციეს...“.

"რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის განვითარება არ ადარდებს, კრემლს უფრო ბუფერული ზონა ჭირდება სოჭსა და ნატოს პოტენციურ წევრ საქართველოს შორის. ბუფერული ზონა სწორედ ასეთი უნდა იყოს“.

"აფხაზეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ძნელად თუ ნახავ: ყველაფერი რუსულია. აფხაზური მხოლოდ ლიმონი და მანდარინია“.

"აფხაზეთში ბევრი კრიპტოვალუტის მაინინგით ცხოვრობს - ელექტრონერგიას იპარავენ და გადასახადს არ იხდიან. რუსეთში გაერთიანება არ უნდათ - ხელს უშლით ზედმეტი სიამაყე და გაბოროტებამდე მისული წყენა. მაგრამ როცა ჭირდებათ, საქართველოშიც კარგად მკურნალობენ. ბზის ტყეები უკვე გაჩეხილი და განადგურებულია. მუშაობს კონტრაფაქტული სიგარეტების ფაბრიკა, რომელსაც თურქეთი მფარველობს. დასკვნა: აფხაზეთი არშემდგარი, პაროდიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და მოსკოვიდან მიღებული ფულის 95%-ს იპარავენ“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?