პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები: როგორ მუშაობს ერთობლიობაში კვება, ვარჯიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა?
ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები: როგორ მუშაობს ერთობლიობაში კვება, ვარჯიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა?

იმუ­ნი­ტე­ტი გახ­და ფარ­თოდ გან­ხილ­ვა­დი თემა, რად­გან ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას. რო­დე­საც საქ­მე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას ეხე­ბა, ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: ჩვენ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ საკ­მა­რი­სად ვა­ხერ­ხებთ დას­ვე­ნე­ბას და გა­მო­ძი­ნე­ბას, ჩვენს სხე­ულს ვაწ­ვდით სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­დარ საკ­ვებს, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვვარ­ჯი­შობთ, ვზრუ­ნავთ ჩვენს ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ვმარ­თავთ ჩვე­ნი სტრე­სის დო­ნეს.

თი­თო­ე­უ­ლი ეს ფაქ­ტო­რი სა­კუ­თარ როლს თა­მა­შობს ჩვენს ზო­გად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მაგ­რამ სა­ი­დან და­ი­წყებთ და სად შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ სა­ი­მე­დო რჩე­ვა ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

იმის­თვის, რომ ვუ­პა­სუ­ხოთ იმუ­ნურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად დას­მულ კი­თხვებს, გა­გი­ზი­ა­რებთ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბებს თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ოპ­ტი­მა­ლურ დო­ნე­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, რომ მან შეძ­ლოს იმის გა­კე­თე­ბა, რის­თვი­საც არის გან­კუთ­ვნი­ლი: და­იც­ვას თქვე­ნი სხე­უ­ლი. ახლა კი გთვა­ზობთ Herbalife Nutrition-ის კვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის დე­ვიდ ჰი­ბე­რის პა­სუ­ხებს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე.

კვე­ბა და იმუ­ნი­ტე­ტი

რო­მელ საკ­ვებს შე­უძ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა?

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ცი­ლე­ბი სა­ჭი­როა კუნ­თო­ვა­ნი მა­სის ზრდი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და რომ ის საკ­ვებს უფრო ნოყი­ერს ხდის. მაგ­რამ ცილა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სი­ჯან­სა­ღის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. თქვენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი - იგი­ვე ცი­ლე­ბია, ასე რომ თქვენს სხე­ულს ესა­ჭი­რო­ე­ბა რა­ცი­ო­ნი­დან ცი­ლე­ბის მი­წო­დე­ბა, იმის­თვის რომ წარ­მოქ­მნას ეს უჯრე­დე­ბი.

ხილი და ბოსტნე­უ­ლი არის ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით A და C ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­რო, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ იმუ­ნურ ფუნ­ქცი­ებს. ჯან­სა­ღი ცეხ­ვი­ლი მარ­ცვლე­უ­ლის გარ­და, ხილი და ბოსტნე­უ­ლიც ასე­ვე შე­ი­ცავს უამ­რავ ბოჭ­კოს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ჯან­მრთე­ლო­ბას - ეს იმუ­ნუ­რი ფუნ­ქცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, ვი­ნა­ი­დან ჩვენ გვაქვს იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ლა­გე­ბუ­ლია ჩვენს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტზე.

ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა იო­გურ­ტი, ბოსტნე­უ­ლის მა­რი­ნა­დე­ბი და ტემ­პე, უზ­რუნ­ველ­ყოფს ბუ­ნებ­რივ პრო­ბი­ო­ტი­კებს (ე.წ. „კარგ ბაქ­ტე­რი­ებს“), რომ­ლე­ბიც საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში ‘ბი­ნად­რო­ბენ’. კარ­გი ბაქ­ტე­რი­ე­ბი ხელს უწყო­ბენ იმუ­ნურ ჯან­მრთე­ლო­ბას სხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­მო­დევ­ნით, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად ავად გაგ­ვხა­დოს.

სწო­რი კვე­ბის რო­მე­ლი ჩვე­ვე­ბი უნდა გვახ­სოვ­დეს, რო­დე­საც და­ვა­პი­რებთ მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად წას­ვლად?

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი არ უნდა იყოს დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ უნდა შე­ი­ცავ­დეს ცი­ლის, ბოსტნე­უ­ლის თუ ხი­ლის, ასე­ვე ცეხ­ვი­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ჯან­საღ წყა­როს და სა­სარ­გებ­ლო ცხი­მებს.

შე­არ­ჩი­ეთ ჯან­სა­ღი ცი­ლე­ბი უცხი­მო მცე­ნა­რე­უ­ლი ან ცხო­ვე­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა თევ­ზი / მო­ლუს­კე­ბი, უცხი­მო ხორ­ცი, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი, კვერ­ცხი, უცხი­მო რძის პრო­დუქ­ტე­ბი და სო­ი­ოს პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტოფუ და ტემ­პი. პრო­ტე­ი­ნის ფხვნი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ სმუ­ზი ან და­ა­მა­ტოთ ის სხვა კერ­ძებ­ში.

ხილი და ბოსტნე­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა მიზ­ნად და­ვი­სა­ხოთ მი­ნი­მუმ ერთი ხი­ლის ან ბოსტნე­უ­ლის შე­ტა­ნა ყო­ვე­ლი ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბის და წა­ხემ­სე­ბის რა­ცი­ონ­ში. ხილ­ში, ბოსტნე­ულ­ში, ლო­ბი­ო­ში, ოსპში და ცეხ­ვილ მარ­ცვლე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი ბოჭ­კო­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ კარ­გი ბაქ­ტე­რი­ე­ბის საკ­ვებს, ამი­ტომ საკ­მაო ოდე­ნო­ბის ბოჭ­კო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის. იმი­სათ­ვის, რომ ამ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უფრო მარ­ტი­ვი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, შო­პინ­გის კა­ლა­თა­ში და­ა­მა­ტეთ კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი ლო­ბიო და აი­ღეთ გა­ყი­ნუ­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად და­ა­მა­ტოთ ბურ­ღუ­ლე­ულს, იო­გურტს, სმუ­ზის, სუ­პებს და ცხლად მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს.

ჯან­სა­ღი ცხი­მე­ბი საკ­ვე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა თხი­ლე­უ­ლი, ავო­კა­დო ან ხილი ან მარ­ცვლებ­ზე (მა­გა­ლი­თად, ზე­თის­ხი­ლის ან კა­ნო­ლა) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ზე­თე­ბი ეხ­მა­რე­ბა სხე­ულს შე­ი­წო­ვოს ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი, მათ შო­რის A ვი­ტა­მი­ნი, და უზ­რუნ­ველ­ყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი თქვე­ნი სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრე­დის მთლი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

დარ­წმუნ­დით, რომ იღებთ საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბით სი­თხეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ჩაი და ყავა ით­ვლე­ბა თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რი სი­თხის მი­ღე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში.

ვარ­ჯი­ში და იმუ­ნი­ტე­ტი

რო­გორ მოქ­მე­დებს ვარ­ჯი­ში იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე?

ე.წ. „ვარ­ჯი­შის სტრე­სი“, რო­დე­საც ის სწო­რად არის მარ­თუ­ლი, ით­ვლე­ბა, რო­გორც ჯან­საღ სტრე­სად, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აი­ძუ­ლებს თქვენს ორ­გა­ნიზმს, რომ ადაპ­ტირ­დეს და უფრო ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი გახ­დეს. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რად­გან მას შე­უძ­ლია და­დე­ბი­თი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნოს თქვე­ნი სხე­უ­ლის უნარ­ზე, რომ სი­ჯან­სა­ღე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს გა­უმკლავ­დეს.

სხვა კვლე­ვე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ გრი­პის სე­ზო­ნის დროს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დრო­ე­ბით აწე­ვა აფერ­ხებს გარ­კვე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზრდას, ხოლო ვარ­ჯი­შის დროს სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი ხელს შე­გი­წყობთ, რომ უკე­თე­სად იგ­რძნოთ თავი.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრე­სის პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში?

ვარ­ჯი­ში აუმ­ჯო­ბე­სებს ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბის შეგ­რძნე­ბას და ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზა სტრეს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ უნდა შე­წყვი­ტოთ მუ­შა­ო­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვარ­ჯი­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­გეხ­მა­რე­ბათ ნორ­მა­ლუ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და ფსი­ქი­კის დაც­ვა­ში, სა­ნამ სახ­ლში ხართ.

ვარ­ჯი­ში ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ივარ­ჯი­შოთ ყველ­გან, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ რამ­ხე­ლა სივ­რცე გაქვთ. თქვენ გჭირ­დე­ბათ თქვე­ნი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის წონა და ვარ­ჯი­შე­ბი, სა­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაა სა­ჭი­რო.

გა­მო­ი­ყე­ნეთ სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი სა­კუ­თა­რი თავ­ზე ზრუნ­ვი­სა და სხე­უ­ლის მოვ­ლის­თვის. ნუ გა­უშ­ვებთ შანსს, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ვარ­ჯიშ­თან. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ თუ ავად ხართ და ვარ­ჯიშს აპი­რებთ, უს­მი­ნეთ თქვენს სხე­ულს და ვარ­ჯი­შის დროს ნუ და­ა­ტანთ თავს ძა­ლას, რად­გან ამ დროს არ­სე­ბობს იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქცი­ის დრო­ე­ბი­თი დაქ­ვე­ი­თე­ბის რის­კი.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და იმუ­ნი­ტე­ტი

მო­ახ­დი­ნა თუ არა სო­ცი­ა­ლურ­მა დის­ტან­ცი­რე­ბამ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნა პა­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში?

ბოლო ხა­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ა.შ.შ.-ში არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის 88%-მა მო­უ­წო­და ან მო­ი­თხო­ვა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან, რომ COVID-19-ის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ; ამის შე­დე­გად მი­ღე­ბულ სო­ცი­ა­ლურ იზო­ლა­ცი­ას კი შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გა­დაღ­ლა, რი­თიც თა­ვის მხრივ იზ­რდე­ბა სტრე­სის დონე.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­იქ­ცნენ სო­ცი­ა­ლურ არ­სე­ბე­ბად, შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ ოჯა­ხით, მე­გობ­რე­ბით და მსგავ­სი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ჯგუ­ფე­ბით, რომ გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სტრე­სე­ბის გა­მომ­წვე­ვებს და ემარ­თათ სა­კუ­თა­რი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ახლა ციფ­რულ ეპო­ქა­ში ვართ, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გია სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ზე ვი­ყოთ, ჩვენ მა­ინც გვსურს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას და პი­რად შეხ­ვედ­რებს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ბევრ ჩვენ­განს აქვს შფოთ­ვა, დეპ­რე­სია და სხვა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

სა­კუ­თარ თავ­ში სტრე­სის არ­სე­ბო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მისი მარ­თვის ცოდ­ნა დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბას და ასუს­ტებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის უნარს, რომ ებ­რძო­ლოს ინ­ფექ­ცი­ებს. სტრეს­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნი­ოს ჩვენს ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

რო­გორ შე­ვუ­წყო ხელი ჩვენს მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას?

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა გზა, რომ გა­უმკლავ­დეთ სტრესს და უკეთ მარ­თოთ გრძნო­ბე­ბი და შე­ამ­ცი­როთ შფოთვის დონე ამ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. გა­სე­ირ­ნე­ბა, მუ­სი­კის მოს­მე­ნა ან დას­ვე­ნე­ბის­თვის მშვი­დი ად­გი­ლის მო­ძებ­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის „გა­დატ­ვირ­თვა­ში“, რომ შემ­დეგ ნორ­მა­ლუ­რად და­უბ­რუნ­დეთ ყო­ველ­დღი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დრო გა­მო­ყოთ გან­ტვირ­თვის­თვის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც მო­გე­წო­ნე­ბათ ან ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ თქვენ­თვის რო­მე­ლი­მე ახალ თე­მა­ზე, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ გა­ნიტ­ვირ­თოთ და ენერ­გი­უ­ლად იგ­რძნოთ თავი.

სტრე­სი და იმუ­ნუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა

რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სტრე­სი ჩვენს იმუ­ნურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

მწვა­ვე სტრე­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სა­სარ­გებ­ლო, ისე სა­ზი­ა­ნო ჩვე­ნი სხე­უ­ლის­თვის. ის შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს, რად­გან გვა­ი­ძუ­ლებს, რომ ვი­ყოთ ფხიზ­ლად სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის დაც­ვა­ში. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზი­ა­ნოც, რად­გან იწ­ვევს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ზრდას და გუ­ლის­ცე­მის მა­ტე­ბას, ხოლო მათ­თვის, ვი­საც გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ სტრეს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფარ­ქტი ან ინ­სულ­ტი.

ამას­თან, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­გან­გა­შოა ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­საც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სხე­უ­ლი მუდ­მი­ვად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, რის შე­დე­გა­დაც მო­მა­ტე­ბუ­ლია არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და არ­სე­ბობს წო­ნა­ში მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია - გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლია, რომ კორ­ტი­ზო­ლი ამ­ცი­რებს ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი დამ­ცა­ვი უჯრე­დე­ბის წარ­მოქ­მნას, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი. მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ზე იყოს ამ უჯრე­დე­ბის ზრდა, მაგ­რამ სტრე­სის უფრო ქრო­ნი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას კორ­ტი­ზო­ლის გა­მო­ყო­ფა ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მგრძნო­ბი­ა­რეს გვხდის ინ­ფექ­ცი­ას­თან არა­ე­ფექ­ტუ­რი ბრძო­ლის მი­მართ.

რო­გორ შეგ­ვიძ­ლია სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა?

ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ სტრე­ი­სის შემ­ცი­რე­ბა­ზე და ჩვე­ნი ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ სა­სარ­გებ­ლო და მარ­ტი­ვი ქმე­დე­ბე­ბით. ესე­ნია:

  • დას­ვე­ნე­ბა
  • გან­ტვირ­თვის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა
  • რეკ­რე­ა­ცია (აქ­ტი­ვო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა)
  • ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი (ეკონ­ტაქ­ტეთ ადა­მი­ა­ნებს)
  • რუ­ტი­ნა
  • ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბა (აღ­ქმუ­ლი სტრე­სის ახ­ლე­ბუ­რად შე­ფა­სე­ბა, ისე რომ ის აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს საფრ­თხის შემ­ცვე­ლად)

დოქ­ტო­რი დე­ვიდ ჰე­ბე­რი არის Herbalife Nutrition Institute-ის (HNI) დი­რექ­ტო­რი. ინ­სტი­ტუ­ტი ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის სრულ­ყო­ფას და ას­პონ­სო­რებს სა­მეც­ნი­ე­რო სიმ­პო­ზი­უ­მებს. HNI-ის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო­ში შე­დი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის წამ­ყვა­ნი ლი­დე­რე­ბი კვე­ბის, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის, ფი­ზი­ო­ლო­გი­ის, ქცე­ვი­თი მე­დი­ცი­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ებ­ში.

ავტორი:

ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები: როგორ მუშაობს ერთობლიობაში კვება, ვარჯიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა?

ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები: როგორ მუშაობს ერთობლიობაში კვება, ვარჯიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა?

იმუნიტეტი გახდა ფართოდ განხილვადი თემა, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობაში ცხოვრებას. როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ეხება, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისად ვახერხებთ დასვენებას და გამოძინებას, ჩვენს სხეულს ვაწვდით საჭირო ნივთიერებებით მდიდარ საკვებს, რეგულარულად ვვარჯიშობთ, ვზრუნავთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ვმართავთ ჩვენი სტრესის დონეს.

თითოეული ეს ფაქტორი საკუთარ როლს თამაშობს ჩვენს ზოგად კეთილდღეობაზე. მაგრამ საიდან დაიწყებთ და სად შეგიძლიათ იპოვოთ საიმედო რჩევა ამ თემებთან დაკავშირებით?

იმისთვის, რომ ვუპასუხოთ იმუნურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს, გაგიზიარებთ საუკეთესო საშუალებებს თქვენი იმუნური სისტემის ოპტიმალურ დონეზე ფუნქციონირებისთვის, რომ მან შეძლოს იმის გაკეთება, რისთვისაც არის განკუთვნილი: დაიცვას თქვენი სხეული. ახლა კი გთვაზობთ Herbalife Nutrition-ის კვების ინსტიტუტის დირექტორის დევიდ ჰიბერის პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

კვება და იმუნიტეტი

რომელ საკვებს შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება?

ადამიანების უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ცილები საჭიროა კუნთოვანი მასის ზრდისა და შენარჩუნებისთვის და რომ ის საკვებს უფრო ნოყიერს ხდის. მაგრამ ცილა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი იმუნური სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. თქვენს იმუნურ სისტემაში არსებული სპეციალიზებული უჯრედები - იგივე ცილებია, ასე რომ თქვენს სხეულს ესაჭიროება რაციონიდან ცილების მიწოდება, იმისთვის რომ წარმოქმნას ეს უჯრედები.

ხილი და ბოსტნეული არის ვიტამინებისა და მინერალების, განსაკუთრებით A და C ვიტამინების წყარო, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნურ ფუნქციებს. ჯანსაღი ცეხვილი მარცვლეულის გარდა, ხილი და ბოსტნეულიც ასევე შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას - ეს იმუნური ფუნქციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს იმუნური უჯრედები, რომლებიც განლაგებულია ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, ბოსტნეულის მარინადები და ტემპე, უზრუნველყოფს ბუნებრივ პრობიოტიკებს (ე.წ. „კარგ ბაქტერიებს“), რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ‘ბინადრობენ’. კარგი ბაქტერიები ხელს უწყობენ იმუნურ ჯანმრთელობას სხვა ბაქტერიების გამოდევნით, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად ავად გაგვხადოს.

სწორი კვების რომელი ჩვევები უნდა გვახსოვდეს, როდესაც დავაპირებთ მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად წასვლად?

დაბალანსებული საკვები არ უნდა იყოს დეტალურად გათვლილი, მაგრამ უნდა შეიცავდეს ცილის, ბოსტნეულის თუ ხილის, ასევე ცეხვილი მარცვლეულის ჯანსაღ წყაროს და სასარგებლო ცხიმებს.

შეარჩიეთ ჯანსაღი ცილები უცხიმო მცენარეული ან ცხოველური წყაროებიდან, როგორიცაა თევზი / მოლუსკები, უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, უცხიმო რძის პროდუქტები და სოიოს პროდუქტები, როგორიცაა ტოფუ და ტემპი. პროტეინის ფხვნილების საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ სმუზი ან დაამატოთ ის სხვა კერძებში.

ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებას, ამიტომ კარგი იქნება მიზნად დავისახოთ მინიმუმ ერთი ხილის ან ბოსტნეულის შეტანა ყოველი ძირითადი საკვების და წახემსების რაციონში. ხილში, ბოსტნეულში, ლობიოში, ოსპში და ცეხვილ მარცვლეულში შემავალი ბოჭკოები წარმოადგენენ კარგი ბაქტერიების საკვებს, ამიტომ საკმაო ოდენობის ბოჭკოვანი ნივთიერებებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. იმისათვის, რომ ამ ჯანსაღი საკვების მიღება უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს, შოპინგის კალათაში დაამატეთ კონსერვირებული ლობიო და აიღეთ გაყინული ხილი და ბოსტნეული, რომლებიც შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ბურღულეულს, იოგურტს, სმუზის, სუპებს და ცხლად მომზადებულ კერძებს.

ჯანსაღი ცხიმები საკვებიდან, როგორიცაა თხილეული, ავოკადო ან ხილი ან მარცვლებზე (მაგალითად, ზეთისხილის ან კანოლა) დამზადებული ზეთები ეხმარება სხეულს შეიწოვოს ცხიმში ხსნადი ვიტამინები, მათ შორის A ვიტამინი, და უზრუნველყოს აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები თქვენი სხეულის ყველა უჯრედის მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი ოდენობით სითხეს მთელი დღის განმავლობაში და გაითვალისწინეთ, რომ ჩაი და ყავა ითვლება თქვენს ყოველდღიური სითხის მიღების რაოდენობაში.

ვარჯიში და იმუნიტეტი

როგორ მოქმედებს ვარჯიში იმუნურ სისტემაზე?

ე.წ. „ვარჯიშის სტრესი“, როდესაც ის სწორად არის მართული, ითვლება, როგორც ჯანსაღ სტრესად, რადგან დროთა განმავლობაში აიძულებს თქვენს ორგანიზმს, რომ ადაპტირდეს და უფრო ძლიერი და ეფექტური გახდეს. ზოგიერთი კვლევის თანახმად რეგულარული ვარჯიში დადებითად მოქმედებს იმუნურ ჯანმრთელობაზე, რადგან მას შეუძლია დადებითი ეფექტი მოახდინოს თქვენი სხეულის უნარზე, რომ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და გავრცელებულ დაავადებებს გაუმკლავდეს.

სხვა კვლევებით გამოვლინდა, რომ გრიპის სეზონის დროს სხეულის ტემპერატურის დროებით აწევა აფერხებს გარკვეული ბაქტერიების ზრდას, ხოლო ვარჯიშის დროს სტრესისგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი ხელს შეგიწყობთ, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი.

რატომ არის მნიშვნელოვანი სტრესის პერიოდში რეგულარული ვარჯიში?

ვარჯიში აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას და კეთილდღეობის შეგრძნებას და ეს არის შესანიშნავი გზა სტრესთან საბრძოლველად. სოციალური დისტანცირება არ ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტოთ მუშაობა. სინამდვილეში, ვარჯიში, სავარაუდოდ, დაგეხმარებათ ნორმალური განწყობის შენარჩუნებაში და ფსიქიკის დაცვაში, სანამ სახლში ხართ.

ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ კონცენტრირებული და უფრო რაციონალური აზროვნების შენარჩუნებაში. თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამხელა სივრცე გაქვთ. თქვენ გჭირდებათ თქვენი საკუთარი სხეულის წონა და ვარჯიშები, სადაც მინიმალური სავარჯიშო აღჭურვილობაა საჭირო.

გამოიყენეთ სახლში ყოფნის პერიოდი საკუთარი თავზე ზრუნვისა და სხეულის მოვლისთვის. ნუ გაუშვებთ შანსს, რომ გამოიყენოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, შესანიშნავი სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია ვარჯიშთან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ავად ხართ და ვარჯიშს აპირებთ, უსმინეთ თქვენს სხეულს და ვარჯიშის დროს ნუ დაატანთ თავს ძალას, რადგან ამ დროს არსებობს იმუნოლოგიური ფუნქციის დროებითი დაქვეითების რისკი.

ფსიქიკური ჯანმრთელობა და იმუნიტეტი

მოახდინა თუ არა სოციალურმა დისტანცირებამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენა პადემიის პერიოდში?

ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ა.შ.შ.-ში არსებული ორგანიზაციების 88%-მა მოუწოდა ან მოითხოვა საკუთარი თანამშრომლებისგან, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სახლიდან მუშაობაზე გადასულიყვნენ; ამის შედეგად მიღებულ სოციალურ იზოლაციას კი შეუძლია გამოიწვიოს ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, რითიც თავის მხრივ იზრდება სტრესის დონე.

დროთა განმავლობაში ადამიანები გადაიქცნენ სოციალურ არსებებად, შემოიფარგლნენ ოჯახით, მეგობრებით და მსგავსი ინტერესების მქონე ჯგუფებით, რომ გამკლავებოდნენ ცხოვრებისეული სტრესების გამომწვევებს და ემართათ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ციფრულ ეპოქაში ვართ, სადაც ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ ერთმანეთთან კავშირზე ვიყოთ, ჩვენ მაინც გვსურს ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შეხებას და პირად შეხვედრებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ჩვენგანს აქვს შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

საკუთარ თავში სტრესის არსებობის გაცნობიერება და მისი მართვის ცოდნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქრონიკული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობას და ასუსტებს იმუნური სისტემის უნარს, რომ ებრძოლოს ინფექციებს. სტრესმა შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

როგორ შევუწყო ხელი ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას?

არსებობს სხვადასხვა გზა, რომ გაუმკლავდეთ სტრესს და უკეთ მართოთ გრძნობები და შეამციროთ შფოთვის დონე ამ პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის პერიოდში. გასეირნება, მუსიკის მოსმენა ან დასვენებისთვის მშვიდი ადგილის მოძებნა დაგეხმარებათ ფსიქიკური მდგომარეობის „გადატვირთვაში“, რომ შემდეგ ნორმალურად დაუბრუნდეთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებას.

ასევე მნიშვნელოვანია, დრო გამოყოთ განტვირთვისთვის, მონაწილეობა მიიღოთ იმ საქმიანობაში, რომელიც მოგეწონებათ ან ფოკუსირება მოახდინოთ თქვენთვის რომელიმე ახალ თემაზე, რაც დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და ენერგიულად იგრძნოთ თავი.

სტრესი და იმუნური ჯანმრთელობა

რა ზეგავლენას ახდენს სტრესი ჩვენს იმუნურ ჯანმრთელობაზე?

მწვავე სტრესი შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე საზიანო ჩვენი სხეულისთვის. ის შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან გვაიძულებს, რომ ვიყოთ ფხიზლად საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვაში. თუმცა შეიძლება იყოს საზიანოც, რადგან იწვევს არტერიული წნევის ზრდას და გულისცემის მატებას, ხოლო მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი ან ინსულტი.

ამასთან, ყველაზე მეტად საგანგაშოა ქრონიკული სტრესის მდგომარეობა, რასაც პანდემიის პერიოდში ბევრი ადამიანი განიცდის. ამ მდგომარეობაში სხეული მუდმივად გააქტიურებულია, რის შედეგადაც მომატებულია არტერიული წნევა და არსებობს წონაში მატების ტენდენცია - გულსისხლძარღვთა დაავადებების მთავარი ფაქტორები.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ კორტიზოლი ამცირებს ჩვენი იმუნური დამცავი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ცნობილია როგორც ლიმფოციტები. მწვავე ფაზაში შეიძლება სახეზე იყოს ამ უჯრედების ზრდა, მაგრამ სტრესის უფრო ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლისას კორტიზოლის გამოყოფა ლიმფოციტების დაქვეითებამდე მიგვიყვანს, რაც პოტენციურად უფრო მგრძნობიარეს გვხდის ინფექციასთან არაეფექტური ბრძოლის მიმართ.

როგორ შეგვიძლია სტრესის შემცირება?

ფოკუსირება მოვახდინოთ სტრეისის შემცირებაზე და ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მივაღწიოთ სასარგებლო და მარტივი ქმედებებით. ესენია:

  • დასვენება
  • განტვირთვის ტექნიკის გამოყენება
  • რეკრეაცია (აქტივობის შენარჩუნება)
  • ურთიერთობები (ეკონტაქტეთ ადამიანებს)
  • რუტინა
  • ახლებური გააზრება (აღქმული სტრესის ახლებურად შეფასება, ისე რომ ის აღარ განიხილებოდეს საფრთხის შემცველად)

დოქტორი დევიდ ჰებერი არის Herbalife Nutrition Institute-ის (HNI) დირექტორი. ინსტიტუტი ხელს უწყობს საზოგადოებრივ და სამეცნიერო საზოგადოებაში კვების პროდუქტების სრულყოფას და ასპონსორებს სამეცნიერო სიმპოზიუმებს. HNI-ის სამეცნიერო საბჭოში შედიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო მიმართულებების წამყვანი ლიდერები კვების, ფიზიკური დატვირთვის, ფიზიოლოგიის, ქცევითი მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში.

თქვენი ონლაინ აფთიაქი

ფინკა ბანკში ზამთრის აქცია დაიწყო-აიღეთ სესხი დღეს, ხოლო გადახდა აპრილში დაიწყეთ!

რა არის ორმხრივი ეტიკეტი და რატომ არის ის ბიზნესისთვის შეუცვლელი?