მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)
“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)

"დო­ი­ჩე ვე­ლეს“ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი რე­დაქ­ცია იუ­წყე­ბა, რომ ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი გა­მო­კი­თხეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერ­ლი­ნის ცენ­ტრში ჩეჩ­ნე­თის ყო­ფი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ გერ­მა­ნი­ა­სა და კრემლს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იუ­წყე­ბა, რომ გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოწ­მე­ებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მას სთხო­ვეს კი­დეც, რომ ბერ­ლინ­ში ჩა­სუ­ლი­ყო ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი აცხა­დებს, რომ რუ­ლოვ­სი მკვლე­ლო­ბის დღეს ბერ­ლინ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხან­გოშ­ვი­ლი მას­თან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და. თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, რომ გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს რუ­ლოვ­სის და­ყო­ლი­ე­ბა ბერ­ლინ­ში ჩას­ვლა­სა და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, ამი­ტომ ის ტე­ლე­ფო­ნით გა­მო­კი­თხეს. სან­დრა რუ­ლოვ­სის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვილ­თან სა­ვა­რა­უ­დო შეხ­ვედ­რის მი­ზან­ზე ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის ძმა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­საც ambebi.ge ევ­რო­პა­ში და­უ­კავ­შირ­და.

ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი:

- იმ დღეს, რო­დე­საც ზე­ლიმ­ხა­ნი მოკ­ლეს, სან­დრა რუ­ლოვ­სი მარ­თლაც ჩა­დი­ო­და და ჩა­ვი­და კი­დეც ბერ­ლინ­ში იმ მიზ­ნით, რომ ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას შეხ­ვედ­რო­და. ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ზე­ლიმ­ხან­მა გა­ა­კე­თა. სან­დრას და ზე­ლიმ­ხანს მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ და ჩემი ძმა მას აე­რო­პორ­ტში უნდა დახ­ვედ­რო­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლო­ზე გამ­ჟღავ­ნდა - ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩემი ძმი­სა და სან­დრას მო­მო­წე­რა და ზა­რე­ბი ამო­ი­ღეს, ნა­ხეს, რომ ზე­ლიმ­ხანს წინა დღე­ებ­ში ჰქონ­და სან­დრას­თან კონ­ტაქ­ტი. ზე­ლიმ­ხან­მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა სან­დრას შეხ­ვედ­რას ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას­თან. ამ­ჟა­მად მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ახა­ლი არა­ფე­რია, პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა...

არ ვიცი, რა ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, მე ის ვი­ცო­დი, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე ზე­ლიმ­ხა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი იყო ჩეჩ­ნებ­თან, მას ჰქონ­და ჩემ­თვის ნათ­ქვა­მი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ჩა­მო­დის და უნდა დავ­ხვდე, იჩ­ქე­რი­ის ხალ­ხს ხვდე­ბაო.

- დიდი ხნის ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­დათ სან­დრას და ზე­ლიმ­ხანს?

- მე მგო­ნი, მათ ნა­ნა­ხიც არ ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ტე­ლე­ფო­ნით ურ­თი­ერ­თობ­დნენ. ზე­ლიმ­ხან­მა იმ დღეს სას­ტუმ­რო და რეს­ტო­რა­ნი და­ჯავ­შნა სან­დრას­თვის, ზუს­ტად ვიცი, რომ რუ­ლოვ­სი ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას უნდა შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა არ ვიცი, რა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. როცა ზე­ლიმ­ხა­ნი მოკ­ლეს, სან­დრა ჯერ ჩა­მო­სუ­ლი არ იყო, ჩემი ძმა მას სა­ღა­მოს ელო­დე­ბო­და, უნდა დახ­ვედ­რო­და. იმ სა­ღა­მოს ზე­ლიმ­ხანს სან­დრა მის ვაჟ­თან და რძალ­თან ერ­თად ჰყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი რეს­ტო­რან­ში, სამ­ნი უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ - სან­დრა, ედუ­არ­დი და მისი მე­უღ­ლე. ედუ­არ­დი ბერ­ლინ­ში სწავ­ლობ­და. ზე­ლიმ­ხა­ნი რომ არ დახ­ვდა აე­რო­პორ­ტში, სან­დრა რე­კავ­და და მერე უთხრეს, რაც მოხ­და.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
43

სანდრას თუ უნდა შეხვედროდა, რატომ აქამდე ვერ გავიგეთ ? არავის არაფერს ვაბრალებ მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა

Rezi
66

ააა ნაცებო ბატონის ცოლს... ჯაყო ხოარ გაგახსენდათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)

“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)

"დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოკითხეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.

სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოკითხეს. სანდრა რულოვსის ზელიმხან ხანგოშვილთან სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილის ძმა გვესაუბრება, რომელსაც ambebi.ge ევროპაში დაუკავშირდა.

ზურაბ ხანგოშვილი:

- იმ დღეს, როდესაც ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩადიოდა და ჩავიდა კიდეც ბერლინში იმ მიზნით, რომ ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. ამ შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრას და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. ეს ინფორმაცია სასამართლოზე გამჟღავნდა - ტელეფონიდან ჩემი ძმისა და სანდრას მომოწერა და ზარები ამოიღეს, ნახეს, რომ ზელიმხანს წინა დღეებში ჰქონდა სანდრასთან კონტაქტი. ზელიმხანმა ორგანიზება გაუკეთა სანდრას შეხვედრას ჩეჩნურ დიასპორასთან. ამჟამად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს, ახალი არაფერია, პროცესი გრძელდება...

არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ, მე ის ვიცოდი, რომ ამ შეხვედრაზე ზელიმხანი მოლაპარაკებული იყო ჩეჩნებთან, მას ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სანდრა რულოვსი ჩამოდის და უნდა დავხვდე, იჩქერიის ხალხს ხვდებაო.

- დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ სანდრას და ზელიმხანს?

- მე მგონი, მათ ნანახიც არ ჰყავდათ ერთმანეთი, ტელეფონით ურთიერთობდნენ. ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის, ზუსტად ვიცი, რომ რულოვსი ჩეჩნურ დიასპორას უნდა შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი, რა საკითხებთან დაკავშირებით. როცა ზელიმხანი მოკლეს, სანდრა ჯერ ჩამოსული არ იყო, ჩემი ძმა მას საღამოს ელოდებოდა, უნდა დახვედროდა. იმ საღამოს ზელიმხანს სანდრა მის ვაჟთან და რძალთან ერთად ჰყავდა დაპატიჟებული რესტორანში, სამნი უნდა ჩამოსულიყვნენ - სანდრა, ედუარდი და მისი მეუღლე. ედუარდი ბერლინში სწავლობდა. ზელიმხანი რომ არ დახვდა აეროპორტში, სანდრა რეკავდა და მერე უთხრეს, რაც მოხდა.

ნანა ფიცხელაური

რა ვერსიებზე საუბრობენ ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები - ახალი დეტალები

ბათუმში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა