სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ
4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ

რა ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ხდე­ბა სა­ჭი­რო კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს? - ამ სა­კი­თხზე ​ექი­მი რე­ზი­დენ​ტი ნანა სხი­ლა­ძეთა­ვის ბლოგ­ში წერს. რო­გორც ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის დროს სა­ჭი­როა შემ­დე­გი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა:

  • სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი
  • C-რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა
  • D-დი­მე­რი
  • კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა

​სის­ხლის სა­ერ­თო:​ სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზ­ში კო­ვიდ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმე­ტე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:​

ლე­ი­კო­ცი­ტუ­რი - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (4.4 - 11.3 )

თრომ­ბო­ცი­ტუ­რი ფორ­მუ­ლა - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (177 - 393)​

ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი სის­ხლში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხით:​ ესე­ნია:​ ნე­იტრო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (50 - 70) ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H (0 - 5) ბა­ზო­ფი­ლე­ბით - ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (0 - 1)აგ­რა­ნუ­ლო­ცი­ტე­ბით (ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი ნორ­მის სა­ზღვრე­ბი N (20 - 40) და მო­ნო­ცი­ტე­ბი ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - N (4 - 10).​თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს მათი რა­ო­დე­ნო­ბა იც­ვლე­ბა.

​​ნე­იტრო­ფი­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა ინ­ფექ­ცი­ე­ბის, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მათი ახალ­გაზ­რდა ფორ­მე­ბის მო­მა­ტე­ბას ფორ­მუ­ლის მარ­ცხნივ გა­დახ­რას უწო­დე­ბენ. რაც უფრო მწვა­ვეა პრო­ცე­სი, მით უფრო მკვეთ­რია გა­დახ­რა.

​ნე­იტ­რო­პე­ნი­ას - (ნე­იტრო­ფი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას) იწ­ვევს ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი და სხვა.

​ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბი - იმა­ტებს ალერ­გი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის, ჰელ­მინ­თო­ზე­ბის დროს. ტრავ­მი­სა და სტრე­სის ფონ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა ანე­ო­ზი­ნო­ფი­ლია (სის­ხლში ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა).

​ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლში გად­მოს­ვლა ხდე­ბა ვირუ­სუ­ლი პრო­ცე­სე­ბის, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დროს და სხვა.

​ლიმ­ფო­ცი­ტო­პე­ნია (ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა) ვი­თარ­დე­ბა იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად.

​მო­ნო­ცი­ტე­ბი - სის­ხლის ყვე­ლა­ზე დიდი უჯრე­დე­ბია. ისი­ნი ანად­გუ­რე­ბენ ცო­ცხალ და მკვდარ მიკ­რო­ბებს, ან­ტი­გენ-ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კომ­ლექ­სებს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სებ­თან, ბაქ­ტე­რი­ებ­სა და მათ ტოქ­სი­ნებ­თან ბრძო­ლი­სას წარ­მო­იქ­მნე­ბა. მათი რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს სეპ­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის, ლორ­წო­ვა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის დროს.

​მო­ნო­ცი­ტო­პე­ნია (მო­ნო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა) ყა­ლიბ­დე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის უკა­ნას­კნელ ეტაპ­ზე.

​თრომ­ბო­ცი­ტე­ბი სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე უჯრე­დე­ბია. წარ­მო­იქ­მნე­ბა ძვლის ტვინ­ში და ცო­ცხლობს 7-10 დღე. მო­ნა­წი­ლე­ობს სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში, აქვს ან­გი­ოტრო­ფუ­ლი ფუნ­ქცია, ახ­დენს შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ხლძარ­ღვის სპაზმს.

​თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია - (თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა) თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

​თრომ­ბო­ცი­ტო­პა­თია - მათი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა სის­ხლდე­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

​თრომ­ბო­ცი­ტო­ზი არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მი წარ­მოქ­მნის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით თრომ­ბი­ცი­ტებს. თრომ­ბო­ცი­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ში. თუ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა და­ა­ვა­დე­ბით, მა­გა­ლი­თად ინ­ფექ­ცი­ით, მას რე­აქ­ტი­უ­ლი თრომ­ბო­ცი­ტო­ზი ანუ მე­ო­რა­დი თრომ­ბო­ცი­ტე­მია ეწო­დე­ბა.

​ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბო­ცი­ტო­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნოს სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის შე­დე­გად. თუ სის­ხლის ანა­ლი­ზი გიჩ­ვე­ნებთ თრომ­ბო­ცი­ტოზს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გე­ნა რე­აქ­ტი­უ­ლია თრომ­ბო­ცი­ტო­ზი თუ ესენ­ცი­უ­რი, რომ­ლის დრო­საც უფრო დიდი რის­კია თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის.

  • ​C რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა (CRP)

​CRP არის მწვა­ვე ფა­ზის რე­აქ­ტან­ტი, რო­მე­ლიც სინ­თე­ზირ­დე­ბა ღვიძ­ლში და გა­მო­ი­ყო­ფა ან­თე­ბის დროს. ან­თე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ყო­ფი­ლი CRP ააქ­ტი­უ­რებს კომ­პლე­მენტს, რა­საც შემ­დგომ­ში მოყ­ვე­ბა ფა­გო­ცი­ტო­ზი მაკრო­ფა­გე­ბის მიერ.

​რა­ტომ კეთ­დე­ბა CRP-ს ტეს­ტი?

​CRP-ს ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად. CRP აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად (მაგ; რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ვას­კუ­ლი­ტე­ბი), ასე­ვე ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად.

​რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ანა­ლი­ზის­თვის და რა არის სა­ჭი­რო ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად?

​სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ჭი­როა ვე­ნუ­რი სის­ხლი. X

​რას ნიშ­ნავს მო­მა­ტე­ბუ­ლი CRP?

​ტეს­ტის და­დე­ბი­თი შე­დე­გი ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

​CRP მა­ტუ­ლობს შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს:

ინ­ფექ­ცი­ე­ბი­ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ან­თე­ბა­რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ცხე­ლე­ბა

​(სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია) - CRP მა­ტუ­ლობს ორ­სუ­ლო­ბის ბოლო ტრი­მესტრში და კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ. ნორ­მის სა­ზღვრე­ბია: CRP mg/L H(<5)

  • ​D-დი­მე­რი

​D-დი­მე­რი არის ფიბ­რი­ნის დეგ­რა­და­ცი­ის პრო­დუქ­ტი, პა­ტა­რა ზო­მის ცი­ლის ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სის­ხლში კოლ­ტის დაშ­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა.

​D-დი­მე­რი მი­უ­თი­თებს ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა არ მი­უ­თი­თებს თრომ­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას.

​რა­ტომ კეთ­დე­ბა D-დი­მე­რის ტეს­ტი?

​D-დი­მე­რის ტეს­ტი კეთ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო­სა­რი­ცხად.

​D-დი­მე­რის ტეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში (თრომ­ბის გან­ვით­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით) პულ­მო­ნუ­რი ემ­ბო­ლი­ი­სა და ღრმა ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზის გა­მო­სა­რი­ცხად.

​რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ანა­ლი­ზის­თვის და რა არის სა­ჭი­რო ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად?

​სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ჭი­როა ვე­ნუ­რი სის­ხლი.

​რას ნიშ­ნავს მო­მა­ტე­ბუ­ლი D-დი­მე­რი?​ D-დი­მე­რი ნორ­მა­ში <400ng/ml

​მო­მა­ტე­ბუ­ლი D-დი­მე­რი მი­უ­თი­თებს ორ­გა­ნიზ­მში თრომ­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა არ მი­უ­თი­თებს თრომ­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას.

​D-დი­მე­რი მა­ტუ­ლობს შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს:​

ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია; ღრმა ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზი; DIC - სინ­დრო­მი (დი­სე­მი­ნე­ბუ­ლი, ინ­ტრა­ვას­კუ­ლუ­რი კო­ა­გუ­ლა­ცია) – და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს სის­ხძარ­ღვებ­ში სი­სიხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვა, ფიბ­რი­ნო­ლი­ტი­კუ­რი და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­მო­ფიტ­ვა, თრომ­ბო­ზის­კენ და სის­ხლის შე­დე­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ორ­გა­ნო­ებ­ში მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რა­საც მივ­ყა­ვართ მისი დის­ტრო­ფი­ი­სა და დის­ფუნ­ქცი­ის­კენ.აორ­ტის განშრე­ვე­ბა; ღვიძ­ლის კა­რის ვე­ნის თრომ­ბო­ზი​ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა​ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­წვდის: სის­ხლდე­ნე­ბის,ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის,თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­სულ­ტე­ბი­სა და ინ­ფარ­ქტე­ბის დროს.

​გარ­და ამი­სა, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ის ეხ­მა­რე­ბა ექიმს, სწო­რად შე­ურ­ჩი­ოს პა­ცი­ენტს ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტის დოზა. ასე­ვე კო­ა­გუ­ლოგ­რა­მით ფას­დე­ბა თრომ­ბო­ზის რის­კი ორ­სუ­ლო­ბი­სა და პე­რო­რა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში. ამ დროს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვლე­ვის 3 თვე­ში ერთხელ ჩა­ტა­რე­ბა. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით კო­ა­გუ­ლო­გუ­ლოგ­რა­მის ჩა­ტა­რე­ბის სიხ­ში­რე პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის - 6 თვე­ში ერთხელ.​

  • რა მაჩ­ვე­ნებ­ლებს მო­ი­ცავს კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა?​

კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა მო­ი­ცავს:

​აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პარ­ცი­ა­ლუ­რი თრომ­ბოპ­ლას­ტი­ნის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტეს­ტია სის­ხლის შე­დე­დე­ბის სის­ტე­მა­ზე წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად. ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - L (24.3 - 36.9)პროთ­რომ­ბი­ნის დროს (PT); (ნორ­მის სა­ზღვრე­ბი) H (9.1 - 12.1)პროთ­რომ­ბი­ნის ინ­დექსს (PI); ნორ­მის სა­ზღვრე­ბი - L (>70)(INR); ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H(0.9 - 1.2)ფიბ­რი­ნო­გე­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას; ნორ­მის სა­ზღვრე­ბი H(2.2 - 4.9).

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
5

ამ გოგოს ნებისმიერ რჩევას გავითვალისწინებ.

მომო
0

რᲩევა და აზრზე მოყვანა კი გვᲭირდება მაგრამ ვინ გადაიხდის ამ ოᲗხი ანალიზის პასუხს დაახლობებიᲗ 170 ლარი მაინც იქნება ნებისმიერ კლინიკაᲨი....Თუ ამ გოგოს ყველა რᲩევას გაიᲗვალისწინებᲗ ,იქნებ ისისც გვირᲩიოს როგორ გავიკეᲗოᲗ და ვინ დაგვაფინანსებს...5 ვარᲗ ოჯახᲨი 1000 ლარამდე მომიწევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ

4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ

რა ანალიზების გაკეთება ხდება საჭირო კორონავირუსით ინფიცირების დროს? - ამ საკითხზე ​ექიმი რეზიდენ​ტი ნანა სხილაძე თავის ბლოგში წერს. როგორც ექიმი აღნიშნავს, კოვიდინფიცირების დროს საჭიროა შემდეგი ანალიზების გაკეთება:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • C-რეაქტიული ცილა
  • D-დიმერი
  • კოაგულოგრამა

​სისხლის საერთო:​ სისხლის საერთო ანალიზში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით უმეტესად მნიშვნელოვანია:​

ლეიკოციტური - ნორმის საზღვრები N (4.4 - 11.3 )

თრომბოციტური ფორმულა - ნორმის საზღვრები N (177 - 393)​

ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია სხვადასხვა სახით:​ ესენია:​ ნეიტროფილებით - ნორმის საზღვრები N (50 - 70) ეოზინოფილებით - ნორმის საზღვრები H (0 - 5) ბაზოფილებით - ნორმის საზღვრები N (0 - 1)აგრანულოციტებით (ლიმფოციტები ნორმის საზღვრები N (20 - 40) და მონოციტები ნორმის საზღვრები - N (4 - 10).​თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.

​​ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა.

​ნეიტროპენიას - (ნეიტროფილების ნაკლებობას) იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა.

​ეოზინოფილები - იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).

​ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა.

​ლიმფოციტოპენია (ლიმფოციტების შემცირება) ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.

​მონოციტები - სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.

​მონოციტოპენია (მონოციტების შემცირება) ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.

​თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.

​თრომბოციტოპენია - (თრომბოციტების ნაკლებობა) თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.

​თრომბოციტოპათია - მათი ფუნქციის დარღვევა სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.

​თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.

​ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.

  • ​C რეაქტიული ცილა (CRP)

​CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. ანთების დროს ორგანიზმში გამოყოფილი CRP ააქტიურებს კომპლემენტს, რასაც შემდგომში მოყვება ფაგოციტოზი მაკროფაგების მიერ.

​რატომ კეთდება CRP-ს ტესტი?

​CRP-ს ძირითადად იყენებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესის მიმდინარეობის დასადგენად. CRP აგრეთვე გამოიყენება სისტემური დაავადებების მიმდინარეობის შესაფასებლად (მაგ; რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები), ასევე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად.

​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. X

​რას ნიშნავს მომატებული CRP?

​ტესტის დადებითი შედეგი ორგანიზმში ანთების მანიშნებელია.

​CRP მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:

ინფექციებინაწლავის ანთებითი დაავადებებირევმატოიდული ანთებარევმატოიდული ცხელება

​(საჭირო ინფორმაცია) - CRP მატულობს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ. ნორმის საზღვრებია: CRP mg/L H(<5)

  • ​D-დიმერი

​D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში კოლტის დაშლის შედეგად ჩნდება.

​D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

​რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?

​D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.

​D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.

​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.

​რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?​ D-დიმერი ნორმაში <400ng/ml

​მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

​D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:​

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; ღრმა ვენური თრომბოზი; DIC - სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, თრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.აორტის განშრევება; ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი​ კოაგულოგრამა​ კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის: სისხლდენების,ქირურგიული ჩარევების,თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ღვიძლის დაავადებების, ინსულტებისა და ინფარქტების დროს.

​გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. ასევე კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში. ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგულოგრამის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის - 6 თვეში ერთხელ.​

  • რა მაჩვენებლებს მოიცავს კოაგულოგრამა?​

კოაგულოგრამა მოიცავს:

​აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. ნორმის საზღვრები - L (24.3 - 36.9)პროთრომბინის დროს (PT); (ნორმის საზღვრები) H (9.1 - 12.1)პროთრომბინის ინდექსს (PI); ნორმის საზღვრები - L (>70)(INR); ნორმის საზღვრები H(0.9 - 1.2)ფიბრინოგენის კონცენტრაციას; ნორმის საზღვრები H(2.2 - 4.9).

ჯანმრთელობას გისურვებთ!

"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

"თავს კარგად ვგრძნობ, "სინოფარმით" ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა!" - ნათია თურნავა

"მას ვაქცინებისგან განსხვავებით, ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ჯანმოს ექსპერტთა პირველადი შეფასებაც საკმაოდ კარგია" - ამირან გამყრელიძე "სინოვაკზე"