საზოგადოება
პოლიტიკა
მოზაიკა

8

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
მეცნიერება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია
როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ 25 581 გა­ნა­ცხა­დი და­რე­გის­ტრირ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 300-ლა­რი­ა­ნი ერთჯე­რა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო რე­გის­ტრა­ცი­ის წე­სე­ბის შე­სა­ხებ ვი­დეო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მომ­ზად­და.

„ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გაც­ნო­ბებთ, რომ უწყე­ბის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია დე­ტა­ლუ­რი ვი­დე­ო­ინ­სტრუქ­ცია მათ­თვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, თუ ვის ეკუთ­ვნის ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია და რო­გორ ხდე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით გან­ცხა­დე­ბის შევ­სე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლა­დი ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნა 3 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო და 24 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა, ხოლო წარ­დგე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა, 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ 25 581 გა­ნა­ცხა­დი და­რე­გის­ტრირ­და.

აქვე, გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ერთჯე­რა­დი 300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ: და­ქი­რა­ვე­ბულს, თუ ის 2020 წლის 27 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ქი­რა­ვე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და იმ დამ­ქი­რა­ვებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 26 ნო­ემ­ბრის №699 დად­გე­ნი­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე ობი­ექ­ტზე - მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა.

ამას­თან, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პირი აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­დან, ანუ 28 ნო­ემ­ბრი­დან, ამა­ვე დამ­ქი­რა­ვებ­ლი­სა­გან არ უნდა იღებ­დეს ხელ­ფასს (მათ შო­რის, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტის/შე­ჩე­რე­ბის გამო); დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­წარ­მე­ებს, მცი­რე ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მე­წარ­მე ფი­ზი­კურ პი­რებს, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ ფი­ზი­კურ პი­რებ­სა და მიკ­რო­ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე ფი­ზი­კურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში ეწე­ოდ­ნენ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა და რომ­ლე­ბიც არ იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას ბი­უ­ჯე­ტი­დან.

აქვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ­თა კი­დევ ერთ კა­ტე­გო­რი­ას და ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი პირი (თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პირი), რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად ეწე­ო­და ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იმ პი­რის ობი­ექ­ტზე, რო­მელ­საც 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა (ამას­თან, ამ ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი არ უნდა იყოს არა­მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პირი). დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე პა­სუ­ხე­ბი ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე იხი­ლეთ შემ­დეგ ბმულ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია

როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა.

უწყების ინფორმაციით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის წესების შესახებ ვიდეო სახელმძღვანელო მომზადდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ვიდეოინსტრუქცია მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება. შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა.

აქვე, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე - მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ამასთან, დაქირავებული პირი აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 28 ნოემბრიდან, ამავე დამქირავებლისაგან არ უნდა იღებდეს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); დახმარების მიღების შესაძლებლობა, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ კომპენსაციის მიმღებთა კიდევ ერთ კატეგორიას და ეს არის ნებისმიერი ფიზიკური პირი (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება (ამასთან, ამ ობიექტის მფლობელი არ უნდა იყოს არამეწარმე ფიზიკური პირი). დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე იხილეთ შემდეგ ბმულზე", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა?