პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სან­დრა რუ­ლოვ­სი ტე­ლე­ფო­ნით და­კი­თხეს. ამის შე­სა­ხებ „დო­ი­ჩე ვე­ლეს“ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი რე­დაქ­ცია იუ­წყე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერ­ლი­ნის ცენ­ტრში ჩეჩ­ნე­თის ყო­ფი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ გერ­მა­ნი­ა­სა და კრემლს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დიდი ხნის წინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მო­ი­აზ­რე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მათ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვა­დიმ კ.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დო „ქი­ლერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ საქ­მე­ში სულ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

კერ­ძოდ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იუ­წყე­ბა, რომ გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოწ­მე­ებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მას სთხო­ვეს კი­დეც, რომ ბერ­ლინ­ში ჩა­სუ­ლი­ყო ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი აცხა­დებს, რომ რუ­ლოვ­სი მკვლე­ლო­ბის დღეს ბერ­ლინ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხან­გოშ­ვი­ლი მას­თან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და.

თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, რომ გერ­მა­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს რუ­ლოვ­სის და­ყო­ლი­ე­ბა ბერ­ლინ­ში ჩას­ვლა­სა და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე. ამი­ტომ, ის ტე­ლე­ფო­ნით და­კი­თხეს.

„ამ ხან­გრძლი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ში არა­ფე­რი თქმუ­ლა, ისე­ვე რო­გორც რუ­ლოვ­სის სა­ვა­რა­უ­დო შეხ­ვედ­რის მი­ზან­ზე ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვილ­თან“, - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მირ ესი­პო­ვი, რო­მე­ლიც ხან­გოშ­ვი­ლის პრო­ცესს აშუ­ქებს.

რო­გორც დღეს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და, მოს­კო­ვი მზა­დაა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს ბერ­ლინს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში, გერ­მა­ნი­ის მხრი­დან პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

„ყა­ლიბ­დე­ბა აზრი, რომ ბერ­ლინ­ში მი­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სო­კო­ლოვს გა­მო­უ­ტანს, 2019 წელს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში ტე­რო­რის­ტთა ერთ-ერთი მე­თა­უ­რის, შა­მილ ბა­სა­ე­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლის - ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. საქ­მე­ში, რა თქმა უნდა, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და გერ­მა­ნი­ის იუს­ტი­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე იმე­დის დამ­ყა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, ამ დად­გმულ პრო­ცეს­ზე ყვე­ლა როლი წი­ნას­წარ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია.

„არ ჩნდე­ბა ეჭვი, რომ და­წყე­ბულ სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნებ­ზე ხან­გოშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბა მი­ე­წე­რე­ბა, რო­გორც უკვე პრო­ცე­სებ­ზე ით­ქვა, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს. იმის შე­სა­ხებ, რომ საქ­მე თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კუ­რია, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დას­ტურ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ბერ­ლინ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ორი თა­ნამ­შრომ­ლის გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

ბერ­ლინ­ში ოთხშა­ბათს და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე - ვა­დიმ სო­კო­ლო­ვია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
189

გერმანიის გამოძიებამ სანდრა რულოვსს გერმანიაში ჩასვლა Მოთხოვეს ჩვენების მისაცემად და სანდრა არ ჩავიდა? კიმარა ამ ცოლქმარს ასეთი ვინ მფარველობს? მაგათთვის არც სამართალია, არც სასამართლოა და არც არაფერი? ორივე არის რამოდენიმე ქვეყნის ნომრიანი აგენტი და მორჩა რა.

მაიამ
11

Ra kavshirshia rulovsi? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით დაკითხეს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.

მისივე ცნობით, სავარაუდო „ქილერთან“ დაკავშირებული პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ საქმეში სულ უფრო საინტერესო დეტალები იკვეთება.

კერძოდ, მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.

სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.

თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე. ამიტომ, ის ტელეფონით დაკითხეს.

„ამ ხანგრძლივი სატელეფონო ჩვენების დეტალების შესახებ სასამართლოში არაფერი თქმულა, ისევე როგორც რულოვსის სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილთან“, - აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმირ ესიპოვი, რომელიც ხანგოშვილის პროცესს აშუქებს.

როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ბერლინს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, გერმანიის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მიუხედავად.

„ყალიბდება აზრი, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტთა ერთ-ერთი მეთაურის, შამილ ბასაევის თანამებრძოლის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეში, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გერმანიის იუსტიციის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე იმედის დამყარება“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ დადგმულ პროცესზე ყველა როლი წინასწარ განაწილებულია.

„არ ჩნდება ეჭვი, რომ დაწყებულ სასამართლო მოსმენებზე ხანგოშვილზე თავდასხმის ბრალდება მიეწერება, როგორც უკვე პროცესებზე ითქვა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. იმის შესახებ, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის დეკემბერში ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ბერლინში ოთხშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე - ვადიმ სოკოლოვია.

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი მოკლეს

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში