პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი" - ხათუნა ლაგაზიძე
"ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი" - ხათუნა ლაგაზიძე

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის არ­გუ­მენ­ტი, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო, არის უბ­რა­ლოდ ბლე­ფი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­რა პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ის და­თან­ხმდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” რა­საც არ უნდა და­პირ­დეს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ელი­საშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას” აქვს ხმე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა იმი­სათ­ვის, რომ მი­ი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში. არ­გუ­მენ­ტი, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბის­თვის შე­დის, სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ის პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წესს, მე­სა­მე-მე­ო­თხე პუნ­ქტად არის გა­წე­რი­ლი იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია გა­ნი­ხი­ლავს. ეს პუნ­ქტე­ბი უნდა დავ­ყოთ ორ ნა­წი­ლად იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი ხმა სჭირ­დე­ბა ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მე­სა­მე პუნ­ქტი, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ პარ­ლა­მენ­ტი უნდა აირ­ჩეს პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით და ბა­რი­ე­რი უნდა იყოს 0-დან 3%-მდე, სა­პარ­ლა­მენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბის ნე­ბის­მი­ერ ცვლი­ლე­ბას სჭირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ელი­საშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შევა თუ არ შევა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ამი­ტო­მაც ელი­საშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას აზრი არ აქვს. და­ნარ­ჩენ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ცლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნით და ყვე­ლა ამ ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” შე­უძ­ლია თა­ვი­სი­ვე ხმე­ბით, ისე, რომ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ხმაც არ დას­ჭირ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წილ­შიც ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის იქ ყოფ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ არის.

თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” აყე­ნებს სა­კითხს, რომ თუ არ შე­მოხ­ვალ მე ამ ცვლი­ლე­ბებს არ მი­ვი­ღე­ბო, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს სა­კუ­თარ დიქ­ტა­ტო­რულ სა­ხეს. ელი­საშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არც იმ შემ­თხვე­ვა­ში აქვს აზრი, თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას და­პირ­დე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” იმი­ტომ, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია მათ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ, ამის­თვის მათ არ ეყო­ფათ რა­ო­დე­ნო­ბა, სულ რომ ათზე გა­ამ­რავ­ლონ ელი­საშ­ვი­ლი და არც იმ შემ­თხვე­ვა­ში არის ელი­საშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თუკი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ცვლი­ლე­ბებს მი­ი­ღებს იმი­ტომ, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა თა­ვი­სი­ვე ხმე­ბით შე­უძ­ლია. ასე რომ არ­გუ­მენ­ტი, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო არის უბ­რა­ლოდ ბლე­ფი”, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

ამას­თან, პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ სხვე­ბის ჯი­ნა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე და სი­ყალ­ბეა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მიერ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მოხ­სე­ნი­ე­ბას - ესეც ჰგო­ნია, რომ მის საქ­ცი­ელს გა­ა­მარ­თლებს. გა­სა­გე­ბია, რომ შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს სხვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი, აზ­რე­ბი და პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ სხვის ჯი­ნა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე და სრუ­ლი სი­ყალ­ბეა. თუ ვინ­მე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია, ამით სა­ერ­თო საქ­მეს აზა­რა­ლებს და სა­კუ­თარ იმიჯს ინ­გრევს?!”, - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

ასე­ვე დღეს ელი­საშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბო­კე­რია და უგუ­ლა­ვა პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ და ამი­ტომ უნ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი არი­ონ და სა­ბო­ტა­ჟით და­კავ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო"
14

რა საინტერესოა ეს ლაგაზიძე ვინ ან რამ გაამწარა და გადააკეთა.

ქეთი
14

ეს რა უნამუსო ქალია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი" - ხათუნა ლაგაზიძე

"ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი" - ხათუნა ლაგაზიძე

ალეკო ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმარა პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” რასაც არ უნდა დაპირდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისთვის, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა აუცილებელი არ არის.

„ქართულ ოცნებას” აქვს ხმების საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ცვლილება ორგანულ კანონში. არგუმენტი, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის შედის, საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ის პუნქტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ეხება და არჩევნების ჩატარების წესს, მესამე-მეოთხე პუნქტად არის გაწერილი იმ დოკუმენტებში, რომლებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია განიხილავს. ეს პუნქტები უნდა დავყოთ ორ ნაწილად იმის მიხედვით, რამდენი ხმა სჭირდება ამ ცვლილებების მიღებას. მესამე პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი უნდა აირჩეს პროპორციული წესით და ბარიერი უნდა იყოს 0-დან 3%-მდე, საპარლამენტო ცვლილებების ნებისმიერ ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, შესაბამისად ელისაშვილი პარლამენტში შევა თუ არ შევა, „ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებას ვერ განახორციელებს. ამიტომაც ელისაშვილის პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. დანარჩენ ცვლილებებზე, რაზეც არის საუბარი ყველა ის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში ცლილებების შეტანით და ყველა ამ ცვლილების მიღება „ქართულ ოცნებას” შეუძლია თავისივე ხმებით, ისე, რომ ერთი ოპოზიციონერის ხმაც არ დასჭირდეს, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ალეკო ელისაშვილის იქ ყოფნის საჭიროება საერთოდ არ არის.

თუ „ქართული ოცნება” აყენებს საკითხს, რომ თუ არ შემოხვალ მე ამ ცვლილებებს არ მივიღებო, მაშინ ხელისუფლება ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ დიქტატორულ სახეს. ელისაშვილის პარლამენტში შესვლას არც იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დაპირდება “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ გამორიცხულია მათ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ, ამისთვის მათ არ ეყოფათ რაოდენობა, სულ რომ ათზე გაამრავლონ ელისაშვილი და არც იმ შემთხვევაში არის ელისაშვილის პარლამენტში შესვლის აუცილებლობა თუკი “ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიიღებს იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებების მიღება თავისივე ხმებით შეუძლია. ასე რომ არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო არის უბრალოდ ბლეფი”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, შესაძლებელია სხვისი პოზიციები არ მოგწონდეს, მაგრამ სხვების ჯინაზე პარლამენტში შესვლა სრული სისულელე და სიყალბეა.

„რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ ოპოზიციონერების მოხსენიებას - ესეც ჰგონია, რომ მის საქციელს გაამართლებს. გასაგებია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს სხვისი მოქმედებები, აზრები და პოზიციები, მაგრამ სხვის ჯინაზე პარლამენტში შესვლა სრული სისულელე და სრული სიყალბეა. თუ ვინმე ოპოზიციის წარმომადგენელზე განაწყენებულია, ამით საერთო საქმეს აზარალებს და საკუთარ იმიჯს ინგრევს?!”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ასევე დღეს ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და საბოტაჟით დაკავდნენ.