მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა
როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ის და­თან­ხმდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

"ეს არის მდა­ბიო, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა სერ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კა­პა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლას, ვინც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლას აპი­რებს, უნდა ეყოთ ვაჟ­კა­ცო­ბა, გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარ­ლა­მენ­ტი „გა­უპ­რა­ვეს“.

„მე მგო­ნია, რომ ეს არის მცდა­რი პო­ზი­ცია, ეს არის ამ პარ­ლა­მენ­ტის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მი­ცე­მა. თან კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს ასე­თი რამე ვინ­მემ. თან კო­ბა­ხი­ძემ ასე­ვე ისიც თქვა, ელ­ჩებ­თან რა­ზეც შევ­თან­ხმდე­ბით, ამას მა­ინც გა­ვა­კე­თებთ, შე­მოვ­ლენ თუ არაო. ამ ყვე­ლაფ­რის მერე თუ მა­ინც აპი­რე­ბენ შეს­ვლას, ყო­ჩაღ მათ! ოღონდ ეყოთ ვაჟ­კა­ცო­ბა, გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ „გა­უპ­რა­ვეს“ პარ­ლა­მენ­ტი. ჩვენ ნუ გვეს­ვრი­ან აქეთ ტა­ლახს. რა­ღაც ბოდ­ვა დაგ­ვაბ­რა­ლა დღეს, რომ ჩვენ სა­ბო­ტა­ჟით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით და და­ვი­ცავთ ბო­ლომ­დე.

ელი­საშ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ ეძებს სა­ბაბს და ის­ვრის ტა­ლახს. სხვა ახ­სნა ამას არ აქვს. ეს არის მდა­ბიო, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­ცი­ე­ლი. როცა ადა­მი­ან­მა იცის, რომ ცუდ საქ­ცი­ელს ჩა­დის, ცდი­ლობს იპო­ვოს სა­ბა­ბი და ახლა იპო­ვა ეს სა­ბა­ბი. სა­მარ­ცხვი­ნოა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. უგუ­ლა­ვას პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა რომ სდო­მო­და, 49-ე არ იქ­ნე­ბო­და ჩვენ სი­ა­ში. იქ­ნე­ბო­და მე­ო­რე, პირ­ვე­ლი, ან მე­სა­მე და არა 49-ე. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ი­ლი, რა­საც ახლა არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. უბ­რა­ლოდ, ამ ადა­მი­ან­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს და თქვას საით მხა­რეს არის. რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხა­რეს ყოფ­ნა უნდა. თქვას ეს ღიად და არა ქვე­და ზრახ­ვე­ბით. ტა­ლა­ხის სრო­ლა აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლია ეს მისი მხრი­დან. მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? თქვას ვაჟ­კა­ცუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

„ლე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და. ხა­ზა­რა­ძის თქმით, ახლა და­პი­რის­პი­რე­ბის დრო არ არის. მან ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმის­გან.

„მთა­ვა­რი იდეა რის გა­მოც შე­იკ­რი­ბა ოპო­ზი­ცია, იყო რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას ჯერ ვერ ვხე­დავთ. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვგუ­ლის­ხმობ ოპო­ზი­ცი­ას, თავი შე­ი­კა­ვოს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ თავ­დას­ხმის­გან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ტი­პის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ამი­სათ­ვის. ყვე­ლამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მოთ­მი­ნე­ბა და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმა კი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ სა­ერ­თო საქ­მის გა­კე­თე­ბა," - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

"იმე­დია, ბა­ტო­ნი ელი­საშ­ვი­ლი გა­და­ი­ფიქ­რებს და კარ­გად და­ფიქ­რდე­ბა, რომ ამით ის, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს და­ა­ზა­რა­ლებს და ძა­ლი­ან გა­უ­ტე­ხავს გულს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი მომ­ხრე იყო და ვი­საც მის სჯე­რო­და", - ასე აფა­სებს „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. ბურ­ჯა­ნა­ძე ფიქ­რობს, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბა მძი­მედ არ და­ზა­რალ­დე­ბა.

„ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა მძი­მედ არ და­ზა­რალ­დე­ბა, თუ ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, რად­გან პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა - ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ამ ვი­თა­რე­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს რა­ღაც ილუ­ზო­რულ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აღარ არის იმ დღი­დან - როცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და შე­დის „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"ელი­საშ­ვილს ვუ­პა­სუ­ხებ, რომ ნუ შევა პარ­ლა­მენ­ტში, თავს ნუ მო­იჭ­რის და რაც უნდა ის ილა­პა­რა­კოს, თუ უნდა, ბომ­ბე­ი­დან ლონ­დო­ნამ­დე გვი­რა­ბის გა­თხრა და­მაბ­რა­ლოს", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რი გიგი უგუ­ლა­ვა პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი სა­ბო­ტა­ჟით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 11 დე­კემ­ბერს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტო იქ­ნე­ბა.

„კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა აღა­რაა, „პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­რა­კი­რია“ სა­ერ­თოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­გან. მე­ო­რე, ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლია და ბო­ი­კო­ტი აუ­ცი­ლებ­ლად შედ­გე­ბა, ვინც გა­მო­აკ­ლდე­ბა ეს მისი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. ჩვენ დავ­ტო­ვებთ პარ­ლა­მენტს და რო­გორც ბა­ტონ­მა კო­ბა­ხი­ძემ გა­ჯი­უ­ტე­ბულ­მა, ცოტა ამაყ­მა გვი­თხრა, რომ ცეს­კოს რე­ფორ­მას მა­ინც ჩა­ვა­ტა­რებ­თო. ზუს­ტად ის ხდე­ბა, რა­საც ვვა­რა­უ­დობ­დით, თუ ბო­ი­კო­ტი იქ­ნე­ბა, იმას, რა­საც 76 ხმა სჭირ­დე­ბა ისი­ნი ისე­დაც გა­ა­კე­თე­ბენ, ამი­ტომ გა­კოპ­წი­ე­ბა, გა­წი­კწი­კე­ბა და ამის გამო პარ­ლა­მენ­ტში შე­ცუნ­ცუ­ლე­ბა და სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე გა­და­ბი­ჯე­ბა, ამ ვი­თომ და­პი­რე­ბის გამო, მემ­გო­ნი არ ღირს. თოკს ხომ არა­ვის არ გა­მოვ­კი­დებთ, ვი­საც უნდა ბო­ლო­ბო­ლო შევა. მა­ინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 11 დე­კემ­ბერს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტო იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

ამას­თან, რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რებს - გიგა ბო­კე­რი­ა­სა და გიგი უგუ­ლა­ვას სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბა და ყვე­ლა­ფე­რის არე­ვა იმი­ტომ სურთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaa
128

მაინც ყოჩაღ ელისაშვილს, მართლა ტერორისტ უგულავას, დეკანოიძეს, ხოშტარიას და მისთანებს რომ არ შეეპუა.

თამარი
24

ელისაშვილის ქონება ნახეთ ერთ წელიწადში.დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა

როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა

ოპოზიციის ლიდერები პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

"ეს არის მდაბიო, არასერიოზული საქციელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ყველას, ვინც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპირებს, უნდა ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტი „გაუპრავეს“.

„მე მგონია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ეს არის ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. თან კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ უნდა გააკეთოს ასეთი რამე ვინმემ. თან კობახიძემ ასევე ისიც თქვა, ელჩებთან რაზეც შევთანხმდებით, ამას მაინც გავაკეთებთ, შემოვლენ თუ არაო. ამ ყველაფრის მერე თუ მაინც აპირებენ შესვლას, ყოჩაღ მათ! ოღონდ ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ „გაუპრავეს“ პარლამენტი. ჩვენ ნუ გვესვრიან აქეთ ტალახს. რაღაც ბოდვა დაგვაბრალა დღეს, რომ ჩვენ საბოტაჟით ვართ დაკავებული. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციას, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციის შიგნით და დავიცავთ ბოლომდე.

ელისაშვილი უბრალოდ ეძებს საბაბს და ისვრის ტალახს. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ეს არის მდაბიო, არასერიოზული საქციელი. როცა ადამიანმა იცის, რომ ცუდ საქციელს ჩადის, ცდილობს იპოვოს საბაბი და ახლა იპოვა ეს საბაბი. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. უგულავას პარლამენტში მოხვედრა რომ სდომოდა, 49-ე არ იქნებოდა ჩვენ სიაში. იქნებოდა მეორე, პირველი, ან მესამე და არა 49-ე. ეს არის სამარცხვინო ტყუილი, რასაც ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და თქვას საით მხარეს არის. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს ყოფნა უნდა. თქვას ეს ღიად და არა ქვედა ზრახვებით. ტალახის სროლა აჩვენებს, რამდენად მდაბიო საქციელია ეს მისი მხრიდან. მიიღო გადაწყვეტილება? თქვას ვაჟკაცურად“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხაზარაძის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ ერთმანეთზე თავდასხმისგან.

„მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"იმედია, ბატონი ელისაშვილი გადაიფიქრებს და კარგად დაფიქრდება, რომ ამით ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს და ძალიან გაუტეხავს გულს იმ ადამიანებს, ვინც მისი მომხრე იყო და ვისაც მის სჯეროდა", - ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ერთობა მძიმედ არ დაზარალდება.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის ერთიანობა მძიმედ არ დაზარალდება, თუ ერთეული ადამიანები ასეთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა - ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლაზე განცხადებას გააკეთებს რაღაც ილუზორულ საარჩევნო რეფორმიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი აღარ არის იმ დღიდან - როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და შედის „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ელისაშვილს ვუპასუხებ, რომ ნუ შევა პარლამენტში, თავს ნუ მოიჭრის და რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ უნდა, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა დამაბრალოს", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საბოტაჟით არიან დაკავებულები.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება.

„კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ, უთავმოყვარეობა აღარაა, „პოლიტიკური ხარაკირია“ საერთოდ პარლამენტში შესვლა ნებისმიერი პირისგან. მეორე, ვხედავთ, რომ ხელისუფლება სასოწარკვეთილია და ბოიკოტი აუცილებლად შედგება, ვინც გამოაკლდება ეს მისი პრობლემა იქნება. ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს და როგორც ბატონმა კობახიძემ გაჯიუტებულმა, ცოტა ამაყმა გვითხრა, რომ ცესკოს რეფორმას მაინც ჩავატარებთო. ზუსტად ის ხდება, რასაც ვვარაუდობდით, თუ ბოიკოტი იქნება, იმას, რასაც 76 ხმა სჭირდება ისინი ისედაც გააკეთებენ, ამიტომ გაკოპწიება, გაწიკწიკება და ამის გამო პარლამენტში შეცუნცულება და საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება, ამ ვითომ დაპირების გამო, მემგონი არ ღირს. თოკს ხომ არავის არ გამოვკიდებთ, ვისაც უნდა ბოლობოლო შევა. მაინც დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"