მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება" - გიგა ბოკერია
"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება" - გიგა ბოკერია

"ამ სა­ბა­ბით ელი­საშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ფი­გუ­რის შეს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში, ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ის­გან ვერ გა­და­არ­ჩენს, ანუ მა­ინც ერ­თპარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა ეს პარ­ლა­მენ­ტი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში", - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თის პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ბო­კე­რი­ას თქმით, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­ბაბს ეძებს და თა­ნაც ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო ფორ­მით.

ამას­თა­ნა­ვე მან აღ­ნიშ­ნა, რომ ელი­საშ­ვი­ლის­თვის არა­ვის არა­ფე­რი და­უბ­რა­ლე­ბია, მათ შო­რის არის ფუ­ლის აღე­ბა და ეს სიც­რუ­ეა, რო­მე­ლიც ელი­საშ­ვილ­მა იკად­რა.

"აშ­კა­რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა, სამ­წუ­ხა­როდ, რომ სა­ბაბს ეძებს. ჩვენ არას­დროს მის­თვის არა­ფე­რი დაგ­ვიბ­რა­ლე­ბია, ეს სიც­რუა მრა­ვალ სიც­რუ­ე­თა შო­რის, რაც მან იკად­რა ად­რეც და ახ­ლაც. არა­ფე­რი არ დაგ­ვიბ­რა­ლე­ბია იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის ამ ვი­თა­რე­ბა­ში მი­ზა­ნი ის კი არ იყო, რომ ვინ­მე მოქ­ცე­უ­ლი­ყო სა­მარ­ცხვი­ნოდ და იმის­თვის ტა­ლა­ხი გვეს­რო­ლა, ან იქამ­დე, ან მერე, არა­მედ სა­სურ­ვე­ლი იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო ერ­თი­ა­ნო­ბა, ამი­ტომ სა­ერ­თოდ არ დავ­სხმი­ვართ თავს. ეძებს სა­ბაბს, ოღონდ ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო ფორ­მით. სამ­წუ­ხა­როა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ, ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ელი­საშ­ვი­ლის ჩათ­ვლი­თაც კი, და ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი სა­ზო­მია ჩემ­თვის, მა­ინც სა­სურ­ვე­ლი იყო და ახ­ლაც სა­სურ­ვე­ლია, რომ ბო­ი­კო­ტი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ამ სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლის ფონ­ზეც კი, მის­გა­ნაც კი სა­სურ­ვე­ლია, რომ ბო­ი­კო­ტი შე­ნარ­ჩუნ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხის მომ­ტა­ნი რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლი ამ მო­მენ­ტში არ აპი­რებს, ამას­თა­ნა­ვე ეს მა­ინც არ ცვლის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი­სად­მი ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

"რე­ა­ლურ რე­ფორ­მას, რაც გარ­და­ტე­ხის მომ­ტა­ნია, ივა­ნიშ­ვი­ლი ამ წამს არ აპი­რებს არც ერთ სა­კი­თხში, ეს არ ცვლის ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მთა­ვარ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით, რაც არის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ან მის­კენ სვლა, ნორ­მა­ლუ­რად მისი ჩა­ტა­რე­ბა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუ ელი­საშ­ვი­ლი სა­ბო­ლო­ოდ ამ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს, სა­მარ­ცხვი­ნო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, ეს ივა­ნიშ­ვილს არ უშ­ვე­ლის იმ პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მა­ში, რაც მას აქვს მი­სი­ვე შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის გამო,“- გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmmm
13

samarcxvino Seni yofna iqneba parlamentSi!mkvlelo!

თამთა
18

სამარცხვინო ხარ შენ! შენ ერისა და ბერის მოღალატე არსებავ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება" - გიგა ბოკერია

"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, სამარცხვინო არჩევანი იქნება" - გიგა ბოკერია

"ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითის პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი საბაბს ეძებს და თანაც ძალიან სამარცხვინო ფორმით.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ შორის არის ფულის აღება და ეს სიცრუეა, რომელიც ელისაშვილმა იკადრა.

"აშკარა შთაბეჭდილებაა, სამწუხაროდ, რომ საბაბს ეძებს. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს სიცრუა მრავალ სიცრუეთა შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და იმისთვის ტალახი გვესროლა, ან იქამდე, ან მერე, არამედ სასურველი იყო, რომ ყოფილიყო ერთიანობა, ამიტომ საერთოდ არ დავსხმივართ თავს. ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით. სამწუხაროა, ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნებულიყო, ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნდეს”, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, რეალური გარდატეხის მომტანი რეფორმის გატარებას ივანიშვილი ამ მომენტში არ აპირებს, ამასთანავე ეს მაინც არ ცვლის რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებას.

"რეალურ რეფორმას, რაც გარდატეხის მომტანია, ივანიშვილი ამ წამს არ აპირებს არც ერთ საკითხში, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მთავარ საკითხთან მიმართებით, რაც არის ვადამდელი არჩევნები ან მისკენ სვლა, ნორმალურად მისი ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ელისაშვილი საბოლოოდ ამ არჩევანს გააკეთებს, სამარცხვინო არჩევანი იქნება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ივანიშვილს არ უშველის იმ პოლიტიკურ პრობლემაში, რაც მას აქვს მისივე შექმნილი კრიზისის გამო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"უგულავამ ენას კბილი დააჭიროს...უკან ვახევინებთ "ქართულ ოცნებას", თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, არც უგულავასი მომერიდება და არც ბოკერიასი" - ელისაშვილი