მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა
მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

9 დე­კემ­ბერს მცხე­თა­ში „ბიბ­ლუ­სის“ ახა­ლი, რი­გით 65–ე ფი­ლი­ა­ლი გა­იხ­სნა. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, რომ ახა­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვას. მცხე­თა­ში მდე­ბა­რე ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის მი­სა­მარ­თია, სამ­ხედ­როს ქ.15 და სა­მუ­შაო დრო 10:00-19:00სთ.ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან წიგ­ნებს, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებს, ხელ­საქ­მის მა­სა­ლებ­სა და სხვა ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას. მა­ღა­ზია ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე იმუ­შა­ვებს.

„ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდაა. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩა ახა­ლი მა­ღა­ზი­ის მდე­ბა­რე­ო­ბა, რა­შიც დიდი როლი მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვილ­მა და მო­თხოვ­ნამ შე­ას­რუ­ლა.

„ბიბ­ლუ­სი“ მკი­თხვე­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მა­ღა­ზი­აა, რო­მე­ლიც მათ სთა­ვა­ზობს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის და ნა­თარ­გმნმხატ­ვრულ, სა­ბავ­შვო და სა­მეც­ნი­ე­რო, უცხო­ე­ნო­ვან და პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. პა­რა­ლე­ლუ­რად კი კომ­პა­ნია არის არა­ერ­თი პრე­მი­უმბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ პრო­დუქ­ცი­ას ექ­სკლუ­ზი­უ­რად სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს. სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, ხელ­საქ­მის მა­სა­ლე­ბი, სუ­ვე­ნი­რე­ბი და კი­დევ სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ახალ ფი­ლი­ალ­ში, ასე­ვე მთელ ქსელ­ში.

„ბიბ­ლუ­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლია და მისი ის­ტო­რია 2008 წელს და­ი­წყო. ქსე­ლის პირ­ვე­ლი, პა­ტა­რა მა­ღა­ზია იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­იხ­სნა და ის, უკვე 12 წლია, ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ერ­თგულ მკი­თხველს მას­პინ­ძლობს.

ავტორი:

მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

9 დეკემბერს მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი, რიგით 65–ე ფილიალი გაიხსნა. წიგნის მაღაზიათა ქსელი ინტენსიურად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე, რომ ახალი ფილიალებით მთელი საქართველო მოიცვას. მცხეთაში მდებარე ახალი ფილიალის მისამართია, სამხედროს ქ.15 და სამუშაო დრო 10:00-19:00სთ.ახალი ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს, ხელსაქმის მასალებსა და სხვა ხარისხიან პროდუქციას. მაღაზია ჩვეულებრივ რეჟიმში, შეზღუდვების გარეშე იმუშავებს.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი, ტრადიციულად, საქართველოს მასშტაბით წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა ახალი მაღაზიის მდებარეობა, რაშიც დიდი როლი მომხმარებლის სურვილმა და მოთხოვნამ შეასრულა.

„ბიბლუსი“ მკითხველის გამორჩეულად საყვარელი წიგნის მაღაზიაა, რომელიც მათ სთავაზობს ქართველი ავტორების და ნათარგმნმხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო, უცხოენოვან და პროფესიულ ლიტერატურას. პარალელურად კი კომპანია არის არაერთი პრემიუმბრენდის წარმომადგენელი საქართველოში და მათ პროდუქციას ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს. საკანცელარიო ნივთები, ხელსაქმის მასალები, სუვენირები და კიდევ სხვა მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ახალ ფილიალში, ასევე მთელ ქსელში.

„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია და მისი ისტორია 2008 წელს დაიწყო. ქსელის პირველი, პატარა მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა და ის, უკვე 12 წლია, ყოველდღიურად უამრავ ერთგულ მკითხველს მასპინძლობს.

#სასწაულიწიგნებშია - 9-15 დეკემბერს გამომცემლობა "პალიტრა L“ მკითხველს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

„მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო“ - ნიკოლოზ ცისკარაშვილის წიგნი მკითხველთან შესახვედრად მზად არის

5 რამ, რაც დაგარწმუნებთ, რომ საქმიან დღიურს ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია