სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა
ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

2020 წელს კო­რო­ნა­ვირუს­მა მსოფ­ლი­ოს დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი შე­ი­წი­რა. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, რომ ბო­ლომ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სუ­რამ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვილ­მა (იგი­ვე იცხაკ ილან­მა) უამ­რა­ვი სა­ი­დუმ­ლო წა­ი­ყო­ლა სა­მუ­და­მოდ თან. იცხაკ ილა­ნის ცხოვ­რე­ბა მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ უნდა ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს - ის­რა­ელს.

ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვი­ლი 1956 წელს სუ­რამ­ში, ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იგი გახ­ლდათ რა­ბინ გაბ­რი­ელ და­ვა­რაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი. ხოლო პა­პის ძმა, რა­ბი­ნი მოშე და­ვა­რაშ­ვი­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო და 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზეც აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. მე­ო­რე პა­პის ძმა, ია­კობ და­ვა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მთა­ვა­რი რა­ბი­ნი იყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში.

ავთო წი­წუ­აშ­ვილ­მა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა თბი­ლის­ში კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა, მისი დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 1973 წელს ოჯახ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა. სწავ­ლობ­და იე­რუ­სა­ლი­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და თით­ქმის ორ­მოც­და­ა­თი წელი ემ­სა­ხუ­რა მის თავ­დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას. 1976-1980 წლებ­ში იგი მსა­ხუ­რობ­და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში, სა­დაც ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდა ავ­თან­დილ-იცხა­კი თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ხუთ ენას: ქარ­თულს, რუ­სულ, ინ­გლი­სურს, არა­ბულ­სა და ივ­რითს. ჩემი აზ­რით, ამ გა­რე­მო­ე­ბამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი მის მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში.

1982 წელს, უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო ყო­ფას შეჩ­ვე­უ­ლი იცხა­კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში (ანუ "შა­ბაკ­ში") და­ი­ბა­რეს და ხან­გრძლი­ვი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ "საბ­ჭო­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში" (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შპი­ო­ნა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი და­ნა­ყო­ფი) სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. აქ მცი­რე გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ, რათა ერ­თად გა­ვიხ­სე­ნოთ. ის­რა­ელ­მა, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის პირ­ველ წლებ­ში სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი და სტრუქ­ტუ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ანა­ლო­გი­უ­რად ააგო. სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა ("მო­სა­დი"), კონ­ტრდაზ­ვერ­ვა ("შა­ბა­კი") და სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა ("ამა­ნი") ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქცა. მა­ში­ნაც და დღე­საც ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ო­და და გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან. იგი არის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, არც ის უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­შობ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ნა­ტი­კუ­რე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მსოფ­ლი­ოს უმძლავ­რეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ებ­რა­ე­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ღა­ლა­ტე ჰყავთ!

აი, სწო­რედ ასეთ სტრუქ­ტუ­რა­ში მი­იწ­ვი­ეს "სუ­რა­მე­ლი ჭა­ბუ­კი", რო­მე­ლიც 2011 წლის სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოც­და­თხუთ­მე­ტი წელი, ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზეზვა
15

კარგია, რომ გაგვაცანით ეს დამსახურებული ადამიანი. ყველა თავისი საქმიანობით გამორჩეული ჩვენი თანამემამულე საამაყოა. დასანანია მისი უდროოდ გარდაცვალება. 

მახო
1

წააკითხეთ იმ იდიოტებს რომლებიც ერთმანეთს სუსის აგენტებს ეძახიან და იქნება მიხვდნენ რომ ასეთი სამსახურის გარეშე ქვეყნის არსებობა ნულის ტოლია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

2020 წელს კორონავირუსმა მსოფლიოს დონის სპეციალისტი შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იგივე იცხაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამოდ თან. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს - ისრაელს.

ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი. ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცხაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს. ჩემი აზრით, ამ გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში.

1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცხაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში (ანუ "შაბაკში") დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ "საბჭოთა განყოფილებაში" (საბჭოთა კავშირის შპიონაჟის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს. აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ, რათა ერთად გავიხსენოთ. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა ("მოსადი"), კონტრდაზვერვა ("შაბაკი") და სამხედრო დაზვერვა ("ამანი") ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცა. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები გამოირჩეოდა და გამოირჩევა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. იგი არის მცირერიცხოვანი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების თანამშრომლები სამშობლოს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ფანატიკურები სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურებს შორის ებრაელებს ისტორიულად ყველაზე ნაკლები მოღალატე ჰყავთ!

აი, სწორედ ასეთ სტრუქტურაში მიიწვიეს "სურამელი ჭაბუკი", რომელიც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას. გააგრძელეთ კითხვა