მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა
"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თველ­მა ექიმ­მა ზუ­რაბ გუ­რულ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის მარ­თვა­ზე ხში­რად გა­მოთ­ქვამს შე­ნიშ­ვნებს, ამ­ჯე­რად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ლექ­სი მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"როცა მმარ­თველ­თა უსირ­ცხვი­ლო­ბას, გა­დაშ­ლი­ლი აქვს სა­ზღვარ-სა­მა­ნი; ხალ­ხს კი მუდ­მი­ვად მო­ლო­დი­ნი აქვს, სას­წა­უ­ლის და ციურ მა­ნა­ნის; რეს­პუბ­ლი­კა გაქვს მა­შინ ... ბა­ნა­ნის!ZG"

ლექ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე კი ზუ­რაბ გუ­რულ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შემ­დე­გი და­წე­რა:

"წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ასე­თი სცე­ნა­რი:ქვე­ყა­ნა ემ­ზა­დე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ომი­სათ­ვის. მტე­რი არის უც­ნო­ბი და ძა­ლი­ან სა­ში­ში. ია­რა­ღი და ცო­ცხა­ლი ძალა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. სამ­ხედ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მწი­რი. გა­მოც­დი­ლი ოფიც­რე­ბი და გე­ნერ­ლე­ბი კან­ტი­კუნ­ტად. სა­მა­გი­ე­როდ, გაქვს მო­უ­ლოდ­ნე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. მტრის ბა­ნა­კის შტა­ბებ­ში, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლებ­ში გყავს მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უან­გა­როდ გაწ­ვდი­ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ტო­ქის სუს­ტი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და პრაქ­ტი­კუ­ლად მზა სცე­ნარს გი­ხა­ტა­ვენ, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და რო­მე­ლი ია­რა­ღი უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.ამ დროს, ერ­თერთ საშ­ტა­ბო გე­ნე­რალს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს ერ­თერ­თი მზვე­რა­ვის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტონი და უხე­შად უპა­სუ­ხებს, პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ტაკს გა­აგ­ზავ­ნის არ­მი­ის პო­ლიტ­ხე­ლებ­თან.პო­ლიტ­ხე­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­წრა­ფოდ გა­და­ა­მი­სა­მარ­თე­ბენ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ფებ­თან, რომ­ლე­ბიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყე­ბენ ოპე­რა­ცი­ას მზვე­რა­ვის რე­პუ­ტა­ცი­ის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ნელ­ნე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო კინ­კლა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა მთე­ლი არ­მია, თა­ვი­სი ოფიც­რე­ბი­ან-ჯა­რის­კა­ცი­ა­ნე­ბად. ზოგი მზვე­რავს და­უ­ჭერს მხარს, უფრო მეტი კი მშობ­ლი­ურ გე­ნე­რალს. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­ყუ­რე მზვე­რავ­თა ქსე­ლი იწყებს მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ფილ­ტვრას და ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ სრულ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.ასეთ ბაქკა­ნა­ლი­ა­ში ჩა­ივ­ლის ომი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე. მერე იწყე­ბა ომი ...და­ნარ­ჩე­ნი ქე იცით ...

P.S. ომია! ომს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს. მტე­რი ერ­თია.პო­ლიტ­ხე­ლებს, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უტვი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლებს და ა.შ. ტრი­ბუ­ნა­ლი მი­ხე­დავს და უნდა მი­ხე­დოს. ახლა კი ომია; მტე­რი მტე­რია; არა­ვის და­ინ­დობს. ჯარ­მა უნდა იბ­რძო­ლოს მხარ­დამ­ხარ!"

მკითხველის კომენტარები / 133 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
20

"ჭკვიანო".

dudu
20

ბეთხოვენ გაა.ვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა, რომელიც საქართველოში კორონავირუსული პანდემიის მართვაზე ხშირად გამოთქვამს შენიშვნებს, ამჯერად ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა, რომელიც სოციალური ქსელით გამოაქვეყნა:

"როცა მმართველთა უსირცხვილობას, გადაშლილი აქვს საზღვარ-სამანი; ხალხს კი მუდმივად მოლოდინი აქვს, სასწაულის და ციურ მანანის; რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!ZG"

ლექსის გამოქვეყნებამდე კი ზურაბ გურულმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი დაწერა:

"წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი:ქვეყანა ემზადება გარდაუვალი ომისათვის. მტერი არის უცნობი და ძალიან საშიში. იარაღი და ცოცხალი ძალა შეზღუდული რაოდენობით. სამხედრო კომუნიკაციები მწირი. გამოცდილი ოფიცრები და გენერლები კანტიკუნტად. სამაგიეროდ, გაქვს მოულოდნელი უპირატესობა. მტრის ბანაკის შტაბებში, ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებში გყავს მზვერავები, რომლებიც უანგაროდ გაწვდიან საჭირო ინფორმაციას მეტოქის სუსტი ადგილების შესახებ და პრაქტიკულად მზა სცენარს გიხატავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე და რომელი იარაღი უფრო ეფექტური იქნება.ამ დროს, ერთერთ საშტაბო გენერალს გააღიზიანებს ერთერთი მზვერავის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ტონი და უხეშად უპასუხებს, პარალელურად პატაკს გააგზავნის არმიის პოლიტხელებთან.პოლიტხელები ინფორმაციას სასწრაფოდ გადაამისამართებენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შეფებთან, რომლებიც დაუყოვნებლივ იწყებენ ოპერაციას მზვერავის რეპუტაციის გასანადგურებლად. ნელნელა საინფორმაციო კინკლაობაში ჩაერთვება მთელი არმია, თავისი ოფიცრებიან-ჯარისკაციანებად. ზოგი მზვერავს დაუჭერს მხარს, უფრო მეტი კი მშობლიურ გენერალს. ამ მოვლენების შემყურე მზვერავთა ქსელი იწყებს მიწოდებული ინფორმაციის გაფილტვრას და ზოგჯერ უბრალოდ სრულ უგულებელყოფას.ასეთ ბაქკანალიაში ჩაივლის ომისათვის მოსამზადებელი რამდენიმე თვე. მერე იწყება ომი ...დანარჩენი ქე იცით ...

P.S. ომია! ომს თავისი კანონები აქვს. მტერი ერთია.პოლიტხელებს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უტვინო ხელმძღვანელებს და ა.შ. ტრიბუნალი მიხედავს და უნდა მიხედოს. ახლა კი ომია; მტერი მტერია; არავის დაინდობს. ჯარმა უნდა იბრძოლოს მხარდამხარ!"

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გადელია