საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს
"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "აპო­კა­პიფ­სურ" ფეიკ-ნი­უ­სებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი­სა და სოც ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა:

"სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი" ან "ათო­ნე­ლი ბე­რის სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა" ან კი­დევ "უხუ­ცე­სი ბე­რის სა­ი­დუმ­ლო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა მალე" და ბევ­რი ამ­გვა­რი. რამ­დენ­ჯერ წა­წყდო­მი­ხართ ინ­ტერ­ნეტ­ში ასეთ ფსევ­დო-ქრის­ტი­ა­ნულ ჩა­ნა­წე­რებს. ძი­რი­თა­დად სა­ხე­ლიც კი არაა ხოლ­მე ნახ­სე­ნე­ბი ამ "უხუ­ცე­სი, იდუ­მა­ლი ბე­რის" თუ "დიდი წმინ­და­ნის", მაგ­რამ, გუ­ლუბ­რყვი­ლო ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხი ამას კი­თხუ­ლობს, იჯე­რებს და არე­უ­ლი აქვს გზა-კვა­ლი.

ქრის­ტი­ა­ნებ­მა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძველ აღ­თქმა­ში რჩე­ულ ერს ჰყავ­და სამი ცხე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა (ცხე­ბუ­ლი ნიშ­ნავს ღვთი­სა­გან ანუ სუ­ლიწ­მინ­დის­გან ცხე­ბულს): მღვდლე­ბი, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი და მე­ფე­ნი. ამათ­ში ცხად­დე­ბო­და ღვთის ძალა და ნება. მაგ­რამ, არ­ცერთ კაცს ის­რა­ელ­ში არ შე­ეძ­ლო სა­მი­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ერ­თად. მხო­ლოდ მე­სი­ა­ში ანუ იესო ქრის­ტე­ში შე­ერ­თდა ეს სა­მი­ვე - მღვდე­ლიც, მე­ფეც და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც. სა­ხა­რე­ბა­ში ქრის­ტე თა­ვა­დაც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს მისი მე­ო­რედ მოს­ვლის წინა პე­რი­ო­დის, თა­ვად მე­ო­რედ მოს­ვლის და ამ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ (იხ. მთ. 24, მკ. 13, ლკ. 21).

გარ­და ამი­სა, ამაღ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, კუნ­ძულ პატ­მოს­ზე ქრის­ტე გა­მო­ე­ცხა­და მო­ცი­ქულ იო­ა­ნეს და გა­ნუ­ცხა­და ყვე­ლა­ფე­რი ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. ესაა ბიბ­ლი­ის ბოლო წიგ­ნი - აპო­კა­ლიფ­სი ანუ იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს წიგ­ნი ას­რუ­ლებს წმინ­და წე­რილს. ამ წიგ­ნის შემ­დეგ აღარ არ­სე­ბობს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა.

ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვა "აპო­კა­ლიფ­სი" ნიშ­ნავს სა­ბურ­ვე­ლის გა­დახ­დას და ამ ბოლო წიგნ­ში უფალ­მა სა­ბურ­ვე­ლი გა­და­ხა­და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ცოდ­ნას ამ ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ და რაც სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო იყო ჩვენ­თვის, კი­დე­ვაც და­ი­წე­რა იო­ა­ნეს მიერ. იო­ა­ნე ასე ამ­თავ­რებს ამ გა­მო­ცხა­დე­ბის წიგნს და შე­სა­ბა­მი­სად მთელ ბიბ­ლი­ა­საც და ესაა გაფრ­თხი­ლე­ბაც ჩვენ­თვის: "თუ ვინ­მე რა­მეს და­ურ­თავს მათ (ამ წიგ­ნის სი­ტყვებს), ღმერ­თი და­ურ­თავს მას წყლუ­ლებს, რომ­ლე­ბიც წე­რია ამ წიგნ­ში. ხოლო თუ ვინ­მე რა­მეს მო­აკ­ლებს ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სი­ტყვებს, ღმერ­თი მო­აკ­ლებს მას წილს სი­ცო­ცხლის ხი­დან, წმი­და ქა­ლა­ქი­დან და იქი­დან, რაც ჩა­წე­რი­ლია ამ წიგნ­ში." (გამ. 22, 18-19)

ყურს ნუ ათხო­ვებთ "იდუ­მა­ლი უხუ­ცე­სი ბე­რე­ბის" და "უც­ნო­ბი წმინ­და­ნე­ბის" ზღაპ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი რისი ცოდ­ნაც სა­ჭი­რო და სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, სა­ბურ­ველ­გა­დახ­დი­ლია შვი­ლე­ბის­თვის და და­წე­რი­ლია ბიბ­ლი­ა­ში", - წერს დე­კა­ნო­ზი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
6

ვეთანხმები,განსაკუთრებით რუსებმა იციან გაბუქება,სულ სტარეცებს და სასწაულებს ეძებენ, საქართველოშიც არის ეს კატეგორიის ხალხი.მთავარია გყავდეს კარგი ,აუცილებლად გამოცდილი მოძღვარი,იცხოვრო სინდისით და მცნებების შეძლებისდაგვარად დაცვით,კვირაში ერთხელ მინიმუმ ეზიარო,იმუშავო საკუთარ თავზე,ისწავლო აზრებთან და წარმოსახვებთან ბრძოლა რომელიც სხეულის შიგნით,შინაგან კაცში(გულში) მიმდინარეობს.და გონიერი ლოცვა.თავიდან სიტყვიერი ლოცვა

დათო 1
14

კიდევ კარგი რომ არიან ასეთი მცოდნე სასულიერო პირიები თორემ ხალხი საერთოდ დაკარგავდა რწმენას. იმ ვითომ სასულიერო პირების გასაგონად, ზოგი რომ სელფების გადაღებით არის დაკავებული და ზოგი კიდევ ძველი ბიჭივით ლაპარაკობს: მიბაძეთ დეკანოზ თამაზს.

ავტორი:

"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს

"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს

დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "აპოკაპიფსურ" ფეიკ-ნიუსებს, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებისა და სოც ქსელების მეშვეობით არაერთხელ გავრცელებულა:

"საშინელი წინასწარმეტყველება, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი" ან "ათონელი ბერის საშინელი წინასწარმეტყველება" ან კიდევ "უხუცესი ბერის საიდუმლო წინასწარმეტყველება იმაზე, თუ რა მოხდება მალე" და ბევრი ამგვარი. რამდენჯერ წაწყდომიხართ ინტერნეტში ასეთ ფსევდო-ქრისტიანულ ჩანაწერებს. ძირითადად სახელიც კი არაა ხოლმე ნახსენები ამ "უხუცესი, იდუმალი ბერის" თუ "დიდი წმინდანის", მაგრამ, გულუბრყვილო ქრისტიანი ხალხი ამას კითხულობს, იჯერებს და არეული აქვს გზა-კვალი.

ქრისტიანებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ძველ აღთქმაში რჩეულ ერს ჰყავდა სამი ცხებული ძალაუფლება (ცხებული ნიშნავს ღვთისაგან ანუ სულიწმინდისგან ცხებულს): მღვდლები, წინასწარმეტყველნი და მეფენი. ამათში ცხადდებოდა ღვთის ძალა და ნება. მაგრამ, არცერთ კაცს ისრაელში არ შეეძლო სამივე ძალაუფლება ჰქონოდა ერთად. მხოლოდ მესიაში ანუ იესო ქრისტეში შეერთდა ეს სამივე - მღვდელიც, მეფეც და წინასწარმეტყველიც. სახარებაში ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს მისი მეორედ მოსვლის წინა პერიოდის, თავად მეორედ მოსვლის და ამ სამყაროს დასასრულის შესახებ (იხ. მთ. 24, მკ. 13, ლკ. 21).

გარდა ამისა, ამაღლებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კუნძულ პატმოსზე ქრისტე გამოეცხადა მოციქულ იოანეს და განუცხადა ყველაფერი ხილული სამყაროს აღსასრულის შესახებ. ესაა ბიბლიის ბოლო წიგნი - აპოკალიფსი ანუ იოანეს გამოცხადება. ეს წიგნი ასრულებს წმინდა წერილს. ამ წიგნის შემდეგ აღარ არსებობს წინასწარმეტყველება.

ბერძნული სიტყვა "აპოკალიფსი" ნიშნავს საბურველის გადახდას და ამ ბოლო წიგნში უფალმა საბურველი გადახადა ადამიანებისთვის ყველა საჭირო ცოდნას ამ ქვეყნის დასასრულის შესახებ და რაც საჭირო და სასარგებლო იყო ჩვენთვის, კიდევაც დაიწერა იოანეს მიერ. იოანე ასე ამთავრებს ამ გამოცხადების წიგნს და შესაბამისად მთელ ბიბლიასაც და ესაა გაფრთხილებაც ჩვენთვის: "თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ (ამ წიგნის სიტყვებს), ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში." (გამ. 22, 18-19)

ყურს ნუ ათხოვებთ "იდუმალი უხუცესი ბერების" და "უცნობი წმინდანების" ზღაპრებს. ყველაფერი რისი ცოდნაც საჭირო და სულისთვის სასარგებლოა, საბურველგადახდილია შვილებისთვის და დაწერილია ბიბლიაში", - წერს დეკანოზი.

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"