Faceამბები
მსოფლიო

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?
ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ო­თხე რა­უნ­დი დას­რულ­და. აი, რა კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს მხა­რე­ებ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ:

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე:

"რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­რე­სი არ არის... არის ახა­ლი სა­კი­თხე­ბი რაც და­ის­ვა, კვლავ დგას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი, კვლავ დგას პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი. სი­ახ­ლე­ე­ბი არის სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მა, თუმ­ცა იქაც არ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი ეს სა­კი­თხე­ბი ბო­ლომ­დე, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მო­დე­რა­ტო­რე­ბი, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა მოხ­დეს. მთა­ვა­რია, რომ პრო­ცე­სი მი­დის, არ ვიცი, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ეს პრო­ცე­სი, თუმ­ცა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გუნ­დი მზად ვართ, რომ ბო­ლომ­დე მი­ვი­ღოთ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და იმ უტი­ფარ სპე­კუ­ლა­ცი­ებს, რაც დღეს და­ი­წყეს, ვუ­პა­სუ­ხებ, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ აპი­რებს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, არც გან­ვი­ხი­ლავთ და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ამას ვამ­ბობთ და კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი თავ­დას­ხმა ჩვენ­ზე. იმე­დი მაქვს, რომ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა თუ არ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა, არ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა, რა ვუ­ყოთ?! ერთი რამ შე­მიძ­ლია სა­ჯა­როდ ვთქვა, რომ სა­უ­ბა­რია რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე, ასე­ვე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მებ­ზე. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­რე­სი არ არის".

პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

"ვი­საც ბედ­ნი­ე­რი ყი­ჟი­ნა აქვს და­ცე­მუ­ლი, არ შევ­თან­ხმე­ბულ­ვართ. ძა­ლი­ან ცხა­რე კა­მა­თი იყო ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე შევ­თან­ხმდით, რა­ღა­ცებ­ზე - ვერ... ლა­მის ვეხ­ვე­წე ელ­ჩებს, რომ მომ­ცენ უფ­ლე­ბა, ვი­ლა­პა­რა­კო დე­ტა­ლებ­ზე, რომ ხალ­ხმა გა­ი­გოს რაზე ვლა­პა­რა­კობ. ერთი სულ მაქვს ხალ­ხს მო­ვუყ­ვე, რაზე მი­დის ლა­პა­რა­კი, რაზე ვარ თა­ნახ­მა და რაზე არა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რას ითხოვს და იხ­ვე­წე­ბა, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ელ­ჩებ­მა და­ჟი­ნე­ბით გვთხო­ვეს, ლა­მის გვეხ­ვეწ­ნენ, არ მოყ­ვეთ დე­ტა­ლე­ბიო. რა თქმა უნდა, რომ ძა­ლი­ან მალე უნდა შევ­ხვდეთ და გაგ­რძელ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. უსინ­დი­სო ვიყო, ერთი სული მაქვს დე­ტა­ლებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო და ყვე­ლას გავ­ცე პა­სუ­ხი, აქ რაზე ვლა­პა­რა­კობთ და რის­თვის ვართ მზად. არ შევ­დი­ვარ პარ­ლა­მენ­ტში და ვინც მაბ­რა­ლებს ამას, რომ შე­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტში, უბ­რა­ლოდ არის ტუ­ტუ­ცი და სა­თი­თა­ოდ გავ­ცემ პა­სუხს ყვე­ლას. სა­დღაც წინ წა­ვი­წი­ეთ, სა­დღაც ისევ გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ".

„ლე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე:

"4 ძი­რი­თა­დი სა­კი­თხია: ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­კი­თხი და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხი - პირ­ველ ორ სა­კი­თხში და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ერ­თმა­ნე­თის­გან, მე­სა­მე და მე­ო­თხე სა­კი­თხზე გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ვახ­ლოვ­დით... ჩვენ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვიდ­რე თა­მარ ჟვა­ნია გა­დად­გე­ბა თუ არ გა­დად­გე­ბა. ვსა­უბ­რობთ ყვე­ლა სა­კი­თხზე გა­ნუ­წყვეტ­ლივ, ამ სა­კი­თხებს პერ­სპექ­ტი­ვა აქვს მა­ნამ, სა­ნამ დი­ა­ლო­გი გრძელ­დე­ბა. და­მა­ტე­ბით რა­უნდთან და­კავ­ში­რე­ბით ხვალ უნდა შევ­თან­ხმდეთ".

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „გირ­ჩის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

"ვლა­პა­რა­კობთ, რომ იქ­ნებ შევ­ძლოთ და და­ვა­ახ­ლო­ვოთ პო­ზი­ცი­ე­ბი. გუ­შინ გა­ვი­ა­რეთ პუნ­ქტობ­რი­ვად ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ტა­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა. გუ­შინ გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კვე­ულ პუნ­ქტებ­ში თან­ხვედ­რე­ბი და ასე­ვე, პუნ­ქტე­ბი, სა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან და­ცი­ლე­ბუ­ლია. დღეს უბ­რა­ლოდ მოხ­და რა­ღა­ცე­ბის და­ზუს­ტე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის, რო­მე­ლიც ეხე­ბა, ძი­რი­თა­დად, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­კითხს".

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, და­ვით ბაქ­რა­ძე:

"ოპო­ზი­ცი­ის­თვის მთა­ვარ სა­კი­თხებ­ში - რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა პო­ზი­ცი­ებს შო­რის, შე­დე­გი და და­ახ­ლო­ე­ბა არ გვაქვს...

დღე­საც ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის მხრი­დან იყო თხოვ­ნა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­ცეს, ამი­ტომ პა­სუხს ვცემ ამ თხოვ­ნას და არ გა­ვახ­მო­ვა­ნებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ებს, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თა­ვად ილა­პა­რა­კოს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებ­ზე, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გა­ვახ­მო­ვა­ნო ის, რაც არის ჩვე­ნი პო­ზი­ცია და ეხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის ძი­რი­თად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე 4 ძი­რი­თა­დი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მი­დის სა­უ­ბა­რი. პირ­ვე­ლი სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას, მე­ო­რე, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხია, მე­სა­მე, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა, მე­ო­თხე სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შეც­ვლას.

პირ­ველ ორ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ფუნ­და­მენ­ტუ­რი სხვა­ო­ბა პო­ზი­ცი­ე­ბის მხა­რე­ებს შო­რის, აქ შე­თან­ხმე­ბის რე­სურ­სი არ ჩანს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ ჩემი პარ­ტი­ის პო­ზი­ცია, რომ ამის გა­რე­შე არ გან­ვი­ხი­ლავთ კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბას და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას.

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შეც­ვლა­ზე გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მი­სუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი იყო, შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი არ­სე­ბობს, რომ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლოს, ოღონდ ეს ვერ ცვლის ჩვენ­თვის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, აქ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, უფრო მე­ტად ტექ­ნი­კუ­რი ში­ნა­არ­სის, სა­დაც შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს უბ­ნებ­ზე ვი­თა­რე­ბა და ხმე­ბი რო­გორ იყოს და­ცუ­ლი. არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, სა­დაც შე­თან­ხმე­ბის­გან შორს ვართ, იგი­ვე ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ოპო­ზი­ცი­ის­თვის მთა­ვარ სა­კი­თხებ­ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა პო­ზი­ცი­ებს შო­რის შე­დე­გი და და­ახ­ლო­ე­ბა არ გვაქვს, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თან და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი კონ­ტუ­რე­ბი არ­სე­ბობს რომ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს".

„ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი:

"ვი­თხოვთ ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მის დამ­თავ­რე­ბას და რე­ჟი­მი ითხოვს, დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­უს­ჯე­ლად, უპ­რობ­ლე­მოდ და სხვა დათ­მო­ბებ­ზე მო­დის - სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსზე და სხვა­დას­ხვა ლაი-ლაი.

დარ­ბაზ­ში უნდა იჯ­დეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­მარ­ცხვი­ნოდ. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ კი­დევ ერთხელ უნდა გა­შიშ­ვლდეს ივა­ნიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბან­და.

და­ვა­ფიქ­სი­რეთ იგი­ვე პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­დი­ვართ. ოპო­ზი­ცი­ამ ხელი მო­ა­წე­რა დეკ­ლა­რა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვინ არ გა­სუ­ლა ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის ფორ­მა­ტი­დან. არა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ არის. ვი­თხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს.

შევ­თან­ხმდით ია­მზე, რომ ვრჩე­ბით ჩვენ-ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­ზე. მუ­შა­ო­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ გა­და­წყევ­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც ამას მო­ი­თხოვს ის­ტო­რია და ჩვე­ნი ხალ­ხი. პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა ჩა­ტარ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე და სა­ნამ არ და­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლის ჯგუ­ფი სა­მარ­ცხვი­ნოდ იჯ­დე­ბა პარ­ტი­ულ კრე­ბა­ზე, რო­მელ­საც ერ­ქმე­ვა პარ­ლა­მენ­ტი, მაგ­რამ ის არ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტი".

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე:

"დღეს ჩვენ გვქონ­და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ახ­ლო­ვა შე­თან­ხმე­ბას­თან... დღე­საც იყო ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა. მსურს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­სა და მათ ელ­ჩებს. დღეს ჩვენ გვქონ­და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ახ­ლო­ვა შე­თან­ხმე­ბას­თან და არის რე­ა­ლუ­რი ალ­ბა­თო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა შევ­ძლოთ შე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას გა­მო­იწ­ვევს და გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემს. ეს არის სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბა. ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად ამ სა­კი­თხზე პო­ზი­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი­ად, რომ ეს გახ­დეს შე­თან­ხმე­ბის მთა­ვა­რი სა­კი­თხი.

რაც შე­ე­ხე­ბა დროს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას გვეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა უკვე და­ნიშ­ნა სხდო­მა, ეს არის 11 დე­კემ­ბე­რი. რა თქმა უნდა, 11 დე­კემ­ბერს შედ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა, ამი­ტომ, ჩვენ მა­ნამ­დე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ვას­რუ­ლოთ წარ­მა­ტე­ბით. მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც გვექ­ნე­ბა ერთი ან რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა და ჩვენ უკვე შე­ვეც­დე­ბით შე­თან­ხმე­ბას.

სხვა სა­კი­თხებ­ზე თქვენ იცით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცია, ის არ შეც­ვლი­ლა. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ უკვე გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი, ჩვენ არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეჭვქვეშ და­ვა­ყე­ნოთ მათი არ­ჩე­ვა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ მინ­და გან­გი­ცხა­დოთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან, გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი ან მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე ვერ­სია არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ დღეს ვი­მუ­შა­ვეთ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჰქონ­და და აქვს დღე­საც...

11 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა თუ რა შე­მად­გენ­ლო­ბით - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უნდა და­ე­ფუძნოს დი­ა­ლო­გის შე­დე­გებს. დი­ა­ლო­გი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. დღეს ჩვენ გა­დავ­დგით კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­ახ­ლო­ვებ­ლად, ამი­ტომ უნდა და­ვე­ლო­დოთ დი­ა­ლო­გის დას­რუ­ლე­ბას, ჩვენ დაგ­ვრჩა კი­დევ ორი დღე ამი­სათ­ვის. ჩვენ ბოლო დღე­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუფს ვხე­დავთ, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებ­ზე, რომ მათ მო­ლა­პა­რა­კე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი წი­ნას­წარ გა­ა­სა­ჯა­რო­ვონ, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­შიც კი ასე­თი პრაქ­ტი­კა არ არის მი­ღე­ბუ­ლი. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ ბა­ზი­სურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც დას­რულ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა. პო­ზი­ცი­ე­ბი არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და არის ალ­ბა­თო­ბა, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს".

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე:

"დღეს გაგ­რძელ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩვე­ნი მხრი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბევ­რი დე­ტა­ლის­გან შედ­გე­ბა და ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არის შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. ხვალ ან ზეგ შედ­გე­ბა ბოლო შეხ­ვედ­რა იმი­ტომ, რომ სხდო­მა ახ­ლოვ­დე­ბა და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბილ­ნი. ბევრ სა­კი­თხზე შე­ვა­ჯე­რეთ პო­ზი­ცი­ე­ბი და ეს იძ­ლე­ვა ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს...

მან­და­ტე­ბის დათ­მო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია. თუ ზო­გი­ერ­თი პარ­ტია გა­და­წყვეტს, არ შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ჩვენ რა მე­ქა­ნიზ­მიც გვქონ­და, იმ მე­ქა­ნიზმს ავა­მოქ­მე­დებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს და­ვუთ­მობთ ამ პარ­ტი­ებს იმის­თვის, რომ თუნ­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. მათ სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­უ­წყდე­ბათ, ეს არის სა­ბო­ტა­ჟის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად მო­მა­ვალ წელს, შე­ეძ­ლე­ბათ და­ტო­ვონ ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი და შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ისი­ნი ისე­დაც იყ­ვნენ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში, პარ­ლა­მენ­ტმა წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა მათი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში, მარ­ტო იჯდა უმ­რავ­ლე­სო­ბა. იგი­ვე გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ დიდ ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­როს ხელი ელ­ჩე­ბის თან­დას­წრე­ბით და დიდი იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა პარ­ტია იქ­ნე­ბა შეკ­რე­ბი­ლი. გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს წარ­მა­ტე­ბა, გაგ­რძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი. დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ბევრ ას­პექ­ტში პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯე­რე­ბუ­ლი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
23

მოგვეცა სადარდებელი და ეგაა ესენი თუ არ ჩაჯდებიან პარლამენტარის სავარძლებში.

რაღა გადაიტანს ამხელა დარდს

giga
29

ოპოზიციავ, თუ გინდათ შესვლა პარლამენტში შედით. გარკვევით გეუბნევიან განმეორებითი არჩევნები არ გაიმართებაო! რა რაუნდებს ელოდებით ან თქვით შესვლაზე უარი და მორჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე, მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები - დაღუპულია 4 ადამიანი
ავტორი:

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა. აი, რა კომენტარები გააკეთეს მხარეებმა შეხვედრის შემდეგ:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

"რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის... არის ახალი საკითხები რაც დაისვა, კვლავ დგას რიგგარეშე არჩევნების საკითხი, კვლავ დგას პოლიტპატიმრების საკითხი. სიახლეები არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, საპარლამენტო არჩევნების სისტემა და თვითმმართველობის არჩევნების სისტემა, თუმცა იქაც არ არის შეთანხმებული ეს საკითხები ბოლომდე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს. მთავარია, რომ პროცესი მიდის, არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე მივიღოთ პროცესებში მონაწილეობა...

პარლამენტში შესვლას და იმ უტიფარ სპეკულაციებს, რაც დღეს დაიწყეს, ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც განვიხილავთ და პირველივე დღიდან ამას ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე. იმედი მაქვს, რომ იქნება შეთანხმება თუ არ იქნება შეთანხმება, არ იქნება შეთანხმება, რა ვუყოთ?! ერთი რამ შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ საუბარია როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, ასევე თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის".

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი:

"ვისაც ბედნიერი ყიჟინა აქვს დაცემული, არ შევთანხმებულვართ. ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე - ვერ... ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სულ მაქვს ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობთ და რისთვის ვართ მზად. არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს ამას, რომ შევედი პარლამენტში, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ".

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:

"4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით... ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე განუწყვეტლივ, ამ საკითხებს პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ".

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

"ვლაპარაკობთ, რომ იქნებ შევძლოთ და დავაახლოვოთ პოზიციები. გუშინ გავიარეთ პუნქტობრივად ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ხელისუფლების მიერ მოტანილი წინადადება. გუშინ გამოიკვეთა გარკვეულ პუნქტებში თანხვედრები და ასევე, პუნქტები, სადაც პოზიციები ძალიან დაცილებულია. დღეს უბრალოდ მოხდა რაღაცების დაზუსტება, ტექნიკური საკითხების, რომელიც ეხება, ძირითადად, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს".

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე:

"ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, შედეგი და დაახლოება არ გვაქვს...

დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ პასუხს ვცემ ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ „ქართული ოცნების“ პოზიციებს, „ქართულმა ოცნებამ“ თავად ილაპარაკოს საკუთარ პოზიციებზე, მაგრამ შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას.

მოლაპარაკებაზე 4 ძირითადი საკითხია, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია და მიდის საუბარი. პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე, პოლიტპატიმრების საკითხია, მესამე, საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილება, მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის, აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩემი პარტიის პოზიცია, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას.

საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, აქ არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და ხმები როგორ იყოს დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის შედეგი და დაახლოება არ გვაქვს, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს".

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

"ვითხოვთ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას და რეჟიმი ითხოვს, დარჩეს ხელისუფლებაში დაუსჯელად, უპრობლემოდ და სხვა დათმობებზე მოდის - საარჩევნო კოდექსზე და სხვადასხვა ლაი-ლაი.

დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა.

დავაფიქსირეთ იგივე პოზიციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, არავინ არ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან. არაფერი საიდუმლო მოლაპარაკებებში არ არის. ვითხოვთ ახალ არჩევნებს.

შევთანხმდით იამზე, რომ ვრჩებით ჩვენ-ჩვენს პოზიციებზე. მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყევტილება მიღებული იქნება ისე, როგორც ამას მოითხოვს ისტორია და ჩვენი ხალხი. პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ოპოზიციის გარეშე და სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ივანიშვილის ჯგუფი სამარცხვინოდ იჯდება პარტიულ კრებაზე, რომელსაც ერქმევა პარლამენტი, მაგრამ ის არ იქნება პარლამენტი".

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე:

"დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც დაგვაახლოვა შეთანხმებასთან... დღესაც იყო ხანგრძლივი შეხვედრა. მსურს „ქართული ოცნების" სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მათ ელჩებს. დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

რაც შეეხება დროს, რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა სხდომა, ეს არის 11 დეკემბერი. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ, ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა და ჩვენ უკვე შევეცდებით შეთანხმებას.

სხვა საკითხებზე თქვენ იცით "ქართული ოცნების" პოზიცია, ის არ შეცვლილა. პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან, განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული და დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება. ჩვენ დღეს ვიმუშავეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის გაგრძელების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას" ჰქონდა და აქვს დღესაც...

11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა თუ რა შემადგენლობით - ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა. დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად, ამიტომ უნდა დაველოდოთ დიალოგის დასრულებას, ჩვენ დაგვრჩა კიდევ ორი დღე ამისათვის. ჩვენ ბოლო დღეებში გარკვეული რადიკალური ჯგუფს ვხედავთ, რომელიც მედიაში გაკეთებული კომენტარებით ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ მოლაპარაკების ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ, რაც მოგეხსენებათ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც კი ასეთი პრაქტიკა არ არის მიღებული. მოლაპარაკებები, როდესაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ბაზისურ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, მაგრამ დეტალები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკება. პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს".

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე:

"დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს...

მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს დავუთმობთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტმა წელიწადზე მეტი გაატარა მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა. იგივე გაგრძელდება, შეიძლება, გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ შეთანხმებას მოაწეროს ხელი ელჩების თანდასწრებით და დიდი იმედი გვაქვს, ყველა პარტია იქნება შეკრებილი. გრძელდება მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება, გაგრძელდება ეს პროცესი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში პოზიციები შეჯერებული გვაქვს".

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს