საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები
ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

მსოფ­ლი­ო­ში ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე პან­დე­მი­ად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ახალ კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დეც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და, თუმ­ცა ამ უხი­ლა­ვი მტრის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე აღ­მოჩ­ნდა ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი რის­კჯ­გუფ­ში მოხ­ვდნენ და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მძი­მე წო­ნა­სა და სიმ­სუქ­ნე­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას­თან AMBEBI.GE-ს ბევ­რჯერ უსა­უბ­რია, ახლა მას­ზე „კო­ვიდ 19“-ის ჭრილ­ში ვსა­უბ­რობთ.

„რო­დე­საც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და, იქვე 21 მარტს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მკაც­რად იყო გა­წე­რი­ლი, რომ „კო­ვიდ 19“-ის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იყ­ვნენ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, მათ შო­რის, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ნი. გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ჭარ­ბი წო­ნი­თა და სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­გორც აზი­ა­ში, ისე აშშ-ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 40-45% სწო­რედ ჭარ­ბი წო­ნით და სიმ­სუქ­ნით იყ­ვნენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია.

ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია, რომ ისი­ნი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ორ­გა­ნიზ­მში სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, კერ­ძოდ, - შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბებს, მე­ტა­ბო­ლურ დარ­ღვე­ვებს (მე­ტა­ბო­ლურ სინ­დრომს), რაც ცხი­მო­ვა­ნი, ასე­ვე ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვით ვლინ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძალ­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა“ - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა უჩა­ვა.

მისი თქმით, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფაქ­ტი, როცა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თავ­დნენ, ყვე­ლა­ზე ხშირ სიმპტო­მად მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ქო­ში­ნი და სუნ­თქვი­თი უკ­მა­რი­სო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და. ეს კი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი - ერთ-ერთი, ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით გულ­მკერ­დის არე­ში დაგ­რო­ვე­ბაა, რაც დი­აფ­რაგ­მის მდგო­მა­რე­ო­ბას ცვლის, ამის გამო კი ფილ­ტვებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­მო ნა­წილ­ში, ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბა იქ­მნე­ბა.

„ეს არის მე­ქა­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა, როცა სიმ­სუქ­ნის დროს ფილ­ტვე­ბის ჟანგბა­დით სრუ­ლი ავ­სე­ბა ვერ ხდე­ბა, ეს გარ­კვე­ულ სიმპტო­მა­ტი­კას იწ­ვევს. ამას­თან, ვი­ცით, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი სა­სუნ­თქი გზე­ბი და ფილ­ტვე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი კი ხელს უწყობს ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და პა­ცი­ენ­ტის სა­სუნ­თქ აპა­რატ­ზე გა­დაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაც, აშშ-ში, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში დიდი კვლე­ვე­ბი მა­შინ ჩა­ტარ­და, როცა იქ ეს ვირუ­სი მძვინ­ვა­რებ­და. იმ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 1-ელ ად­გილ­ზე არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მქო­ნე­ნი მოხ­ვდნენ, მე-2-ზე - შა­ქი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბი, ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე მე-5 ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კუ­რად ცალ­კე არ იყო გა­მო­ტა­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი იყო, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ის არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია. სა­ბო­ლო­ოდ კი, როცა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იკ­რი­ბა, სიმ­სუქ­ნე სა­ერ­თოდ, პირ­ველ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც მის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი რო­გორც გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი“ - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი.

- შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ც რის­კჯ­გუფს წარ­მო­ად­გენს და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კა თუ არ­სე­ბობს, მათ­შიც ხში­რია ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი?

- პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან „კო­ვიდ 19“-თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და და ვი­მე­ო­რებ, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ავად­მყო­ფი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყო. ეს ბე­ტა­ა­ნა­ლიზ­მაც (ბევ­რი მო­ნა­ცე­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა) აჩ­ვე­ნა, რაც არა­ერთ ქვე­ყა­ნა­სა და კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­და. 26 აგ­ვის­ტოს ერთ-ერთ ცნო­ბილ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მკვლე­ვარ­თა მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც 400.000 პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მი იყო თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­თაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­ე­ხოთ. სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 86%-ით იყო გაზ­რდი­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი, ვიდ­რე ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში, 74%-ით იყო გაზ­რდი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჭარ­ბი წო­ნი­სა და სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის. 48% - უფრო მეტი იღუ­პე­ბო­და სიმ­სუქ­ნით და ჭარ­ბი წო­ნით და­ვა­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, აქ გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 33% იყო, ანუ ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მია.

უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს, ასე­ვე სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბი წო­ნი­სას, გარ­და მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბი­სა, რაც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ფილ­ტვებ­ში ჟანგბა­დის მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცე­სი სხვა შემ­თხვე­ვა­შიც, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ დროს დარ­ღვე­უ­ლია მე­ტა­ბო­ლუ­რი ცვლა, რაც ორ­გა­ნიზ­მში ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს. ვი­ცით, რომ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის წარ­მოქ­მნი­სას, რაც მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ზე­ზია, ორ­გა­ნიზ­მში ასე­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის, ტოქ­სი­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გროვ­დე­ბა. ეს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, კონ­კრე­ტუ­ლად, სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლებ­ში არ­სე­ბულ უჯრე­დებ­ზე, რაც მათი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, ამით კი თრომ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა.

- „კო­ვიდ 19“-იც ხომ უფრო არ­თუ­ლებს კო­ა­გუ­ლა­ცი­ის პრო­ცესს...

- კი, სის­ხლის შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რებ­ზე მოქ­მე­დებს. „კო­ვის 19“-ით ინ­ფი­ცი­რე­ბა ერთი-ორად ზრდის სის­ხლის შე­დე­დე­ბას და თრომ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რის­კებს. ისიც ვი­ცით, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწო­რედ თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ებ­ზე მო­დის.

უნდა ისიც ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ ჩა­მორ­ჩე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­ნა­ცე­მებს და სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხუ­თე­ულ­ში ვართ, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მო­ნა­ცე­მია. თვი­თონ გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი არ­თუ­ლებს აგ­რეთ­ვე სიმ­სუქ­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამას, როცა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სიც ემა­ტე­ბა, სი­ტუ­ა­ცია მე­ტად მძიმ­დე­ბა და ამ პა­ცი­ენ­ტებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რის­კი მა­ღა­ლია... ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ასე­ვე კარ­გი კვლე­ვა და­ი­დო, იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ში 32%-ით გა­ი­ზარ­და სიმ­სუქ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, კვე­ბის კა­ლო­რა­ჟის გაზ­რდამ, ეს რი­ცხვე­ბი აჩ­ვე­ნა, ანუ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო ზო­ნა­ში გა­და­ვიდ­ნენ. ამი­ტომ, მათ­თვის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ად რჩე­ბა, რომ უნდა მი­მა­რონ ექი­მებს, და­ნერ­გონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი.

- ეს მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში ასე სწრა­ფად დი­დად ვე­რა­ფერს შეც­ვლის, თუმ­ცა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი პირ­ველ ეტაპ­ზე ოდ­ნავ შე­უმ­სუ­ბუ­ქებთ პრობ­ლე­მას...

- კი, და შე­ამ­ცი­რებს ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში ყოფ­ნას...

- ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე ასე­ვე ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია. წყლის და­ლე­ვა გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ორ­გა­ნიზ­მში არ მოხ­დეს დე­ჰიდ­რა­ტა­ცია. „კო­ვიდ 19“-ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­თი­თე­ბად სწო­რედ ეს ით­ვლე­ბა. კი­დევ ერთხელ რომ ავ­ხსნათ, - რა­ტომ უნდა და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა წყა­ლი, „კო­ვიდ 19“-ის შემ­თხვე­ვა­ში...

- ეს მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი - იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლუ­რი იყოს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა, ორ­გა­ნიზ­მში აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, ორ­გა­ნიზ­მი არ უნდა გა­ნიც­დი­დეს დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ას. დე­ჰიდ­რა­ტა­ცია სის­ხლის შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის მო­მა­ტე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია, ხელს უწყობს თრომ­ბის მარ­ტი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამი­ტომ, სი­თხეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სი­თხის მი­ღე­ბი­სას საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბაც თა­ვის­თა­ვად მცირ­დე­ბა, რაც ხელს უწყობს წო­ნის კო­რექ­ცი­ას, სი­თხის ნორ­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა ასე­ვე ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან დაგ­რო­ვი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას, ის რო­გორც ან­ტი­ოქ­სი­დან­ტი ისე მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, ვი­ცით, რომ ვირუ­სი სის­ხლში ცირ­კუ­ლი­რებს და წყა­ლი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან მის გა­მო­დევ­ნა­საც.

- მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რით მტკიც­დე­ბა, რაც ყვე­ლამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ...

- დიახ და ეს რე­კო­მენ­და­ცია არა მარ­ტო წყალ­თან, კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­გუ­ლის­ხმოა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ძა­ლი­ან ნათ­ლად, კონ­კრე­ტუ­ლად, მა­გა­ლი­თე­ბით, სლა­ი­დებ­ზეა და­სუ­რა­თე­ბუ­ლი და ახ­სნი­ლი. დიახ, იქ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე წე­რია, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი კვე­ბის წილი, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცია შევ­ძლოთ და ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას, მკურ­ნა­ლო­ბის პე­ი­ოდ­ში მის­გან თავი და­ვიც­ვათ:

  • დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-12 ჭიქა წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ, რაც 2 ლიტ­რამ­დე წყალს უდ­რის (აქ სა­უ­ბა­რია სუფ­თა წყალ­ზე და არა სხვა სი­თხე­ზე).
  • რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ბა­ლან­სი­რე­ბულ კვე­ბას, სა­დაც შე­დის რო­გორც ცი­ლე­ბი, ასე­ვე ნახ­შირ­წყლე­ბი, ცხი­მე­ბი, ის, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს 200-300 გრა­მი ხორ­ცი, კვი­რა­ში სამი დღე აუ­ცი­ლე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით 400-600 გრა­მი), 400-600 ბოსტნე­უ­ლი და ამ­დე­ნი­ვე ხილი და 150 გრა­მი ბურ­ღუ­ლი. სწო­რედ, ამ პრო­დუქ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი, იმის­თვის, რომ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყოს.

- კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს, იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ვი­ტა­მი­ნე­ბი - C და D სა­ხელ­დე­ბა. რა­ტომ არის მისი მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- კო­ვიდ­პან­დე­მი­ი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­კვე­უ­ლი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა. ეს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არის მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ მათი მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს აქვს და ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ეს სტა­ტუ­სი. კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მისი დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის 58% კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ტა­მი­ნი კალ­ცი­უ­მით ამა­რა­გებს ძვლებს, ორ­გა­ნიზ­მში ბევ­რი და­დე­ბით ფუნ­ქცია აქვს.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის­თვის ასე­ვე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნია C, მას დიდი ხა­ნია, სხვა­დას­ხვა ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ვი­ყე­ნებთ, დად­გე­ნი­ლია, რომ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და ოგა­ნიზმს სხვდას­ხვა ვირუ­სი­სა და ინ­ფექ­ცი­ის­გან იცავს.

ასე­ვეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი - სე­ლე­ნი და თუ­თია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა "კო­ვიდ 19“-ის შემ­თხვე­ვა­ში სი­ახ­ლე იყო, თუმ­ცა ჩვენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ცვლის მო­წეს­რი­გე­ბა­ში ვი­ყე­ნებ­დით. და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. ასე­ვე ალ­ბათ გვსმე­ნია „ცი­ტო­კე­ნუ­რი შტორ­მის“ შე­სა­ხებ, რაც „კო­ვიდ 19“-ის დროს გარ­თუ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია, თუ­თია კი ორ­გა­ნიზ­მში ამ „შტორ­მის“ მო­წეს­რი­გე­ბას ახერ­ხებს, ხელს უწყობს და­ა­ვა­დე­ბის უფრო მსუ­ბუქ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. „სე­ლე­ნი“ ჩვენს ბა­ზარ­ზე ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც მავ­ნე უჯრე­დებს ჯან­საღ ქსო­ვი­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ხელს უშ­ლის და ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას.

- თი­თო­ე­უ­ლი, საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ, რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ი­ღოს ადა­მი­ან­მა?

- D ვი­ტა­მი­ნი უნდა იყოს 800-1200 სა­ერ­თა­შო­რი­სო ერ­თე­უ­ლი, რაც 200 მკგ-ია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ­თია და­ახ­ლო­ე­ბით - 50-75 მკგ, სე­ლე­ნი - 200 მკგ, ხოლო C ვი­ტა­მი­ნი 1000 მლგ დღის. მაგ­რამ თუ ვსა­უბ­რობთ ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნი­სა და თუ­თი­ის დე­ფი­ციტ­ზე, საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო დო­ზე­ბი საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა და ეს უკვე ექი­მის მიერ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რა­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ბე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. ასე რომ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ სა­კუ­თარ და სხვა­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
1

ეს ტიპი სერიოზულ ფულს იხდის ამ სტატიებში.... ტეხავს... სულ ეს არის ამ გვერძე... კარგ ექიმს არ სჭირდება რეკლამა გენაცვალე... კმაყოფილი პაციენტებუ არიან მისი რეკლამა... წადი იმღერე ისევ უს ჯობია არც იმაში უქნიხარ ღმერთს მარა

დინო
4

ამ ბავშვმა რა იცის ექიმობის!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

მსოფლიოში ჭარბი წონა და სიმსუქნე პანდემიად არის გამოცხადებული, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ახალ კორონავირუსამდეც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, თუმცა ამ უხილავი მტრის გამოჩენის შემდეგ, ის განსაკუთრებული საფრთხე აღმოჩნდა ამ დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ვინაიდან ისინი რისკჯგუფში მოხვდნენ და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც სამწუხაროდ, ამ ადამიანებში საკმაოდ მაღალია. მძიმე წონასა და სიმსუქნეზე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასთან AMBEBI.GE-ს ბევრჯერ უსაუბრია, ახლა მასზე „კოვიდ 19“-ის ჭრილში ვსაუბრობთ.

„როდესაც ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა, იქვე 21 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარკვეული რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც მკაცრად იყო გაწერილი, რომ „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში, მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, მათ შორის, ენდოკრინული დაავადებების მქონენი. გასაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ჭარბი წონითა და სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებზე. მარტის მონაცემებით, როგორც აზიაში, ისე აშშ-ში ინფიცირებულთა 40-45% სწორედ ჭარბი წონით და სიმსუქნით იყვნენ დაავადებულები, რამაც მეცნიერების ყურადღება მიიქცია.

ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ისინი ქრონიკული დაავადებებია, რომელიც თავის მხრივ, ორგანიზმში სხვა დაავადებების განვითარებას იწვევს, კერძოდ, - შაქრიან დიაბეტს, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, მეტაბოლურ დარღვევებს (მეტაბოლურ სინდრომს), რაც ცხიმოვანი, ასევე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით ვლინდება. ეს ყველაფერი კი ძალზე საყურადღებოა“ - გვეუბნება ლაშა უჩავა.

მისი თქმით, კოვიდინფექციის გავრცელების პირველ ეტაპზე, საინტერესო იყო ფაქტი, როცა ახალი კორონავირუსით დაავადებულები საავადმყოფოს მიმართავდნენ, ყველაზე ხშირ სიმპტომად მკვეთრად გამოხატული ქოშინი და სუნთქვითი უკმარისობა სახელდებოდა. ეს კი სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული - ერთ-ერთი, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი რაოდენობით გულმკერდის არეში დაგროვებაა, რაც დიაფრაგმის მდგომარეობას ცვლის, ამის გამო კი ფილტვებში, განსაკუთრებით ქვემო ნაწილში, ჟანგბადის უკმარისობა იქმნება.

„ეს არის მექანიკური პრობლემა, როცა სიმსუქნის დროს ფილტვების ჟანგბადით სრული ავსება ვერ ხდება, ეს გარკვეულ სიმპტომატიკას იწვევს. ამასთან, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის ე.წ. სამოქმედო არეალი სასუნთქი გზები და ფილტვებია. ყველაფერი კი ხელს უწყობს ფიბროზული ქსოვილის განვითარებას და პაციენტის სასუნთქ აპარატზე გადაყვანა აუცილებელი ხდება. სწორედ ამიტომაც, აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში დიდი კვლევები მაშინ ჩატარდა, როცა იქ ეს ვირუსი მძვინვარებდა. იმ მონაცემების მიხედვით, 1-ელ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზიის მქონენი მოხვდნენ, მე-2-ზე - შაქიანი დიაბეტიანები, ჭარბი წონა და სიმსუქნე მე-5 ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ სტატისტიკურად ცალკე არ იყო გამოტანილი, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში სიმსუქნით დაავადებული რამდენი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. საბოლოოდ კი, როცა ეს მონაცემები შეიკრიბა, სიმსუქნე საერთოდ, პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რადგანაც მისგან იყო გამოწვეული როგორც გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი“ - აღნიშნავს ექიმი.

- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ც რისკჯგუფს წარმოადგენს და ამ პაციენტების სტატისტიკა თუ არსებობს, მათშიც ხშირია ლეტალური გამოსავალი?

- პანდემიის დაწყებიდან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარდა და ვიმეორებ, რომ ყველაზე მეტი ავადმყოფი ჭარბწონიანი იყო. ეს ბეტაანალიზმაც (ბევრი მონაცემის ერთობლიობა) აჩვენა, რაც არაერთ ქვეყანასა და კლინიკაში ჩატარდა. 26 აგვისტოს ერთ-ერთ ცნობილ სამედიცინო გამოცემაში გამოქვეყნდა მკვლევართა მიერ შეგროვებული ინფორმაცია, სადაც 400.000 პაციენტის მონაცემი იყო თავმოყრილი, რომელთაც ახალი კორონავირუსი შეეხოთ. სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში დაახლოებით 86%-ით იყო გაზრდილი გართულებების რისკი, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში, 74%-ით იყო გაზრდილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანილი ჭარბი წონისა და სიმსუქნით დაავადებულების რიცხვი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. 48% - უფრო მეტი იღუპებოდა სიმსუქნით და ჭარბი წონით დავადებული, ვიდრე ჯანმრთელი.

რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, აქ გარდაცვალების დაახლოებით 33% იყო, ანუ ლეტალური გამოსავალი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების, რაც საკმაოდ მაღალი სტატისტიკური მონაცემია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე სიმსუქნისა და ჭარბი წონისას, გარდა მექანიკური დაზიანებისა, რაც უკვე აღვნიშნეთ, ფილტვებში ჟანგბადის მომარაგების პროცესი სხვა შემთხვევაშიც, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ დროს დარღვეულია მეტაბოლური ცვლა, რაც ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს. ვიცით, რომ ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნისას, რაც მთელი რიგი ფაქტორების მიზეზია, ორგანიზმში ასევე თავისუფალი რადიკალების, ტოქსინების დიდი რაოდენობა გროვდება. ეს გულსისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, კონკრეტულად, სისხლძარღვების კედლებში არსებულ უჯრედებზე, რაც მათი ანთებითი პროცესის განვითარებას იწვევს, ამით კი თრომბის ჩამოყალიბების რისკები იზრდება.

- „კოვიდ 19“-იც ხომ უფრო ართულებს კოაგულაციის პროცესს...

- კი, სისხლის შედედების ფაქტორებზე მოქმედებს. „კოვის 19“-ით ინფიცირება ერთი-ორად ზრდის სისხლის შედედებას და თრომბის ჩამოყალიბების რისკებს. ისიც ვიცით, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი სწორედ თრომბოემბოლიებზე მოდის.

უნდა ისიც ვთქვათ, რომ საქართველო არ ჩამორჩება მსოფლიოს მონაცემებს და სიმსუქნის განვითარების მიმართულებით ხუთეულში ვართ, რაც საკმაოდ მაღალი მონაცემია. თვითონ გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი ართულებს აგრეთვე სიმსუქნის მიმდინარეობას, ამას, როცა ახალი კორონავირუსიც ემატება, სიტუაცია მეტად მძიმდება და ამ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი მაღალია... ჯერ კიდევ პირველი ტალღის პერიოდში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ასევე კარგი კვლევა დაიდო, იზოლაციაში მყოფ ადამიანებში 32%-ით გაიზარდა სიმსუქნის მაჩვენებელი, კვების კალორაჟის გაზრდამ, ეს რიცხვები აჩვენა, ანუ ჭარბწონიანები კიდევ უფრო სახიფათო ზონაში გადავიდნენ. ამიტომ, მათთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მკაცრ რეკომენდაციად რჩება, რომ უნდა მიმარონ ექიმებს, დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

- ეს მათ ჯანმრთელობაში ასე სწრაფად დიდად ვერაფერს შეცვლის, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ ეტაპზე ოდნავ შეუმსუბუქებთ პრობლემას...

- კი, და შეამცირებს ინფიცირებისას მაღალი რისკის ჯგუფში ყოფნას...

- ჩვენი ორგანიზმის წყლით უზრუნველყოფაზე ასევე ბევრჯერ გვისაუბრია. წყლის დალევა გვჭირდება იმისთვის, რომ ორგანიზმში არ მოხდეს დეჰიდრატაცია. „კოვიდ 19“-ის დროს განსაკუთრებულ მითითებად სწორედ ეს ითვლება. კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, - რატომ უნდა დალიოს ადამიანმა წყალი, „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში...

- ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული - იმისთვის, რომ ნორმალური იყოს ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში აუცილებელია წყლის საკმარისი რაოდენობა, ორგანიზმი არ უნდა განიცდიდეს დეჰიდრატაციას. დეჰიდრატაცია სისხლის შედედების ფაქტორების მომატების მაპროვოცირებელი ფაქტორია, ხელს უწყობს თრომბის მარტივად ჩამოყალიბებას. ამიტომ, სითხეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სითხის მიღებისას საკვების რაოდენობის მიღებაც თავისთავად მცირდება, რაც ხელს უწყობს წონის კორექციას, სითხის ნორმალური რაოდენობით მიღება ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი ნარჩენების გამოტანას, ის როგორც ანტიოქსიდანტი ისე მოქმედებს. გარდა ამისა, ვიცით, რომ ვირუსი სისხლში ცირკულირებს და წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნასაც.

- მისი მიღების აუცილებლობა მრავალი ფაქტორით მტკიცდება, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ...

- დიახ და ეს რეკომენდაცია არა მარტო წყალთან, კვებასთან დაკავშირებითაც საგულისხმოა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ძალიან ნათლად, კონკრეტულად, მაგალითებით, სლაიდებზეა დასურათებული და ახსნილი. დიახ, იქ ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე წერია, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების წილი, რომ პანდემიის პირობებში ინფექციის პრევენცია შევძლოთ და ინფიცირებისას, მკურნალობის პეიოდში მისგან თავი დავიცვათ:

  • დღის განმავლობაში 10-12 ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ, რაც 2 ლიტრამდე წყალს უდრის (აქ საუბარია სუფთა წყალზე და არა სხვა სითხეზე).
  • რაც შეეხება კვებას, ყურადღება უნდა მიექცეს ბალანსირებულ კვებას, სადაც შედის როგორც ცილები, ასევე ნახშირწყლები, ცხიმები, ის, რაც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემის აქტიური მუშაობისთვის. მაგალითად, დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს 200-300 გრამი ხორცი, კვირაში სამი დღე აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება (დაახლოებით 400-600 გრამი), 400-600 ბოსტნეული და ამდენივე ხილი და 150 გრამი ბურღული. სწორედ, ამ პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჩვენი კვების რაციონი, იმისთვის, რომ დაბალანსებული იყოს.

- კოვიდპანდემიის დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიტამინები - C და D სახელდება. რატომ არის მისი მიღება აუცილებელი?

- კოვიდპანდემიისას ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიღება. ეს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, რომ მათი მიღება აუცილებელია. D ვიტამინის დეფიციტი ყოველ მეორე ადამიანს აქვს და ამიტომაც მიიღო ეს სტატუსი. კვლევებით დადგენილია, რომ მისი დეფიციტის მქონე პაციენტების 58% კოვიდინფიცირებულია, გარდა ამისა, აღნიშნული ვიტამინი კალციუმით ამარაგებს ძვლებს, ორგანიზმში ბევრი დადებით ფუნქცია აქვს.

იმუნური სისტემისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია C, მას დიდი ხანია, სხვადასხვა ვირუსის თავიდან ასაცილებლად ვიყენებთ, დადგენილია, რომ დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ოგანიზმს სხვდასხვა ვირუსისა და ინფექციისგან იცავს.

ასევეა მნიშვნელოვანია მიკროელემენტები - სელენი და თუთია, მისი გამოყენება ''კოვიდ 19“-ის შემთხვევაში სიახლე იყო, თუმცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დიაგნოსტირებაში ნახშირწყლოვანი ცვლის მოწესრიგებაში ვიყენებდით. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. ასევე ალბათ გვსმენია „ციტოკენური შტორმის“ შესახებ, რაც „კოვიდ 19“-ის დროს გართულებების ერთ-ერთი სერიოზული გამომწვევი მიზეზია, თუთია კი ორგანიზმში ამ „შტორმის“ მოწესრიგებას ახერხებს, ხელს უწყობს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას. „სელენი“ ჩვენს ბაზარზე ანტიოქსიდანტური თვისებების გამო გამოიყენება, რაც მავნე უჯრედებს ჯანსაღ ქსოვილებზე ზემოქმედებას ხელს უშლის და ხელს უწყობს იმუნური სისტემის აქტიურ მუშაობას.

- თითოეული, საპროფილაქტიკოდ, რა რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა?

- D ვიტამინი უნდა იყოს 800-1200 საერთაშორისო ერთეული, რაც 200 მკგ-ია დღის განმავლობაში, თუთია დაახლოებით - 50-75 მკგ, სელენი - 200 მკგ, ხოლო C ვიტამინი 1000 მლგ დღის. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ორგანიზმში D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტზე, საპროფილაქტიკო დოზები საკმარისი არ იქნება და ეს უკვე ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს, რასაც ლაბორატორიული კვლებები დასჭირდება. ასე რომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას და ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.