ჩინეთისა და ნეპალის მიერ წარმოდგენილი ახალი ერთობლივი გამოთვლის თანახმად, ევერესტი იმაზე ოდნავ მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მწვერვალზე გეოდეზისტების ექსპედიციის გაგზავნის შემდეგ, ჩინეთი და ნეპალი შეთანხმდნენ, რომ ევერესტის სიმაღლე 8 848.86 მეტრია. აღსანიშნავია, რომ კატმანდუსა და პეკინს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლის შესახებ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ.
კერძოდ, ნეაპოლი დღემდე 1954 წელს ინდოეთის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8 848 მეტრი მიიჩნეოდა. ჩინეთის მიერ 2005 წელს ჩატარებული გაზომვის თანახმად კი, ევერესტის სიმაღლე 8 844.43 მეტრი იყო.
ევერესტი, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია, ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.
მაგათ უთხარით, თუ არ იციან )))) რომ ჰიმალაი ახალგარზრდა მთათა სისტემაა და მთაწარმოქმნის პროცესი კიდევ მიმდინარეობს და კიდევ მოიმატებს სიმაღლე, ძალიან ნელა რა თქმა უნდა.
ნეაპოლი რა შუაშია? ნეპალი და ნეაპოლი ვერ გაგირჩევიათ?