ავტორი:

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მალე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი და გადამწყვეტი რაუნდი დაიწყება. მანადე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი "ლელოს" ოფისში შეიკრიბა. დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო, ეს სულ მალე გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, მისი პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ასევე "გირჩის" წევრები: ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომლებსაც ზურაბ ჯაფარიძე გაემიჯნა.

ამ საკითხზე "გირჩის" წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა: "გირჩი” პარლამენტში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი - მთავარი, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს იქ".

ელენე ხოშტარიას თქმით კი, თუ ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს შესვლას პარლამენტში, ეს იქნება არათანმიმდევრული და არასწორი გადაწყვეტილება.

გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, "ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ პარლამენტში შევიდეს, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება. ოღონდ, მე იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ის აღნიშნავს, მომავალში საქართველოსთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მყარი პოზიციის დაკავება აუცილებელია.

"ჩვენი პოზიცია და რამდენადაც ვიცი, კოლეგების უდიდესი ნაწილის პოზიცია არის მყარი, რომ საქართველოში არჩევნების იდეის გადასარჩენად და მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე ხიფათის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მყარი პოზიციის დაკავება, ეს არაა თვითმიზანი, ესაა ერთადერთი სწორი პოზიცია, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შემიძლია ვთქვა, ქვეყნის მომავლისთვის - ეს ერთი. მეორე, როდესაც რაღაც პოზიციას დაიკავებ, ბუნებრივია, უნდა გქონდეს გააზრებული, რატომ და რისთვის იკავებ ამ პოზიციას. „ევროპულმა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს. სხვა შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმს გაუვა საქართველოში არჩევნების არსებითად გაუქმება, ეს არის ქვეყნისთვის უმძიმესი საფრთხის მომტანი საქართველოში“,- განაცხადა მან.

"პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი იქნება, ის იქნება პუფი", - ეს კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს