სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს
როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის და­ახ­ლო­ე­ბი­თი დროა მარ­ტი-აპ­რი­ლის თვე­ე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნას 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ასაც­რე­ლად სა­ჭი­რო 1 400 ათა­სი დოზა ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა ჯამ­ში 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უჯ­დე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, რო­მელ ვაქ­ცი­ნა­ზე შე­ა­ჩე­რებს არ­ჩე­ვანს სა­ქარ­თვე­ლო, თუმ­ცა სამი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი მზად­დე­ბა, სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად ქვეყ­ნის მომ­ზა­დე­ბის­თვის.

"ჩვენ უკვე წი­ნას­წა­რი შე­ნა­ტა­ნი 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­რი­ცხუ­ლი გვაქვს, სულ ჯდე­ბა 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის აცრა, ვყი­დუ­ლობთ 1 400 ათას დო­ზას კო­ვაქს პლატ­ფორ­მით. ჩვენ არ ვი­ცით ჯერ, რო­მელს შე­ვის­ყი­დით ამ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან. რო­გორც ჩვენ ვი­ცით და გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია კო­ვაქ­სი შე­ის­ყი­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ვაქ­ცი­ნას და ჩვენ ისე­თი კონ­ტრაქ­ტით გვაქვს ფული გა­დახ­დი­ლი, რომ ამ 4-5-დან შეგ­ვიძ­ლია ავარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი შე­მო­ვი­ტა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მო­ტა­ნის დრო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უნდა იყოს, სა­დღაც მარ­ტი-აპ­რი­ლის თვე­ე­ბი. ჩვენ ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და­ნერგვის გეგ­მა­ზე და სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით მუ­შავ­დე­ბა სამი სცე­ნა­რი, რომ ცივი ჯაჭ­ვი­სა და აც­რის პრო­ცე­დუ­რა ქვე­ყა­ნა­ში აწყო­ბი­ლი იყოს,“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი, რათა ქვე­ყა­ნამ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის, და­ახ­ლო­ბით, 200 – 300 ათა­სი დოზა იან­ვრის ბო­ლოს­თვის ან თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სის­თვის შე­მო­ი­ტა­ნოს.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბით, რომ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი­სა და მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნეს ქვე­ყა­ნა­ში უფრო ადრე, იან­ვრის ბო­ლოს, ან თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში, სა­უ­ბა­რია 200 000- დან 300 000 დო­ზა­ზე, რათა, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე, და­ი­წყოს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ანუ ეს არის პრო­ცე­სი, რომ­ლი­თაც ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-დან 30%-მდე უნდა მო­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, შე­მოდ­გო­მამ­დე და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, კი­დევ გავ­ზარ­დოთ. იმის­თვის, რომ მი­ვი­ღოთ კო­ლექ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გვჭირ­დე­ბა, რომ იყოს აც­რი­ლი მი­ნი­მუმ 50-დან 60%-მდე მო­სახ­ლე­ო­ბის. პირ­ველ ეტაპ­ზე, აიც­რე­ბი­ან რისკ ჯგუ­ფე­ბი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამ რის­კჯ­გუ­ფებ­ში იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე მო­ხუც­თა სახ­ლე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, სხვა რის­კჯ­გუ­ფე­ბიც, ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა თუ ვინ აიც­რე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Anna
23

ბაზარს დაამსგავსეთ ქვეყანა, ყიდვა გაყიდვაზეა ყველა! მინისტრები, პარლამენტი, ექიმები! 

 ყველა თავის ფულს ეძებს ამ საშინელი პანდემიის დროს: სასტუმროების დაქირავებაში, წამლების ბიზნესში თუ დაჯარიმებებში. ადამიანებზე მეტს რო ზრუნავდნენ, არ იქნებოდა პატარა, ჩაკეტი ქვეყანაში ამდენი დაინფიცირებული და გარდაცვლილი. 

ნათია
33

თუ ქართველები ფართოდ გაახელენ თვალებს, ცოტა მეტს წაიკითხავენ და მოისმენენ, იქნებ მიხვდნენ, რომ პრობლემა არც ქართულ მთავრობაში და არც ქართველ ექიმებში. მსოფლიო ჩვენს თვალწინ რადიკალურად იცვლება, მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია დაწყებულია, კლაუს შვაბის ახალ წიგნში კოვიდ19 დიდი გადატვირთვა, ყველაფერია ნათქვამი, რა ტიპის ახალი ადამიანის მიღება უნდათ "დიდ ბიძიებს". ასე რომ ჩავჯექით ხალხო, დრო კი გაქვთ და ფართოდ იფიქრეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის მიღების დაახლოებითი დროა მარტი-აპრილის თვეები. მისივე თქმით, ქვეყანას 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შეძენა ჯამში 17 მილიონი დოლარი უჯდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო, თუმცა სამი შესაძლო სცენარი მზადდება, სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად ქვეყნის მომზადებისთვის.

"ჩვენ უკვე წინასწარი შენატანი 4 მილიონი დოლარის ოდენობით გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი 700 ათასი ადამიანის ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა, ვყიდულობთ 1 400 ათას დოზას კოვაქს პლატფორმით. ჩვენ არ ვიცით ჯერ, რომელს შევისყიდით ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან. როგორც ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია კოვაქსი შეისყიდის, დაახლოებით 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 4-5-დან შეგვიძლია ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს, სადღაც მარტი-აპრილის თვეები. ჩვენ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე და სხვადასხვა ვაქცინებთან მიმართებით მუშავდება სამი სცენარი, რომ ცივი ჯაჭვისა და აცრის პროცედურა ქვეყანაში აწყობილი იყოს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო არხების ჩართულობით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი, რათა ქვეყანამ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ვაქცინის, დაახლობით, 200 – 300 ათასი დოზა იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისისთვის შემოიტანოს.

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია 200 000- დან 300 000 დოზაზე, რათა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია ანუ ეს არის პროცესი, რომლითაც ჩვენ, დაახლოებით, 20-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველ ნახევარში, შემოდგომამდე და შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ გავზარდოთ. იმისთვის, რომ მივიღოთ კოლექტიური იმუნიტეტი საზოგადოებაში, გვჭირდება, რომ იყოს აცრილი მინიმუმ 50-დან 60%-მდე მოსახლეობის. პირველ ეტაპზე, აიცრებიან რისკ ჯგუფები. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ რისკჯგუფებში იქნებიან ჩვენი კოლეგები სამედიცინო პერსონალი, ასევე მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები ქრონიკული დაავადებებით, სხვა რისკჯგუფებიც, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ყველასთვის ცნობილი იქნება თუ ვინ აიცრება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ქუთაისში კორონავირუსს ურილოგი გენადი ესაკია ემსხვერპლა