სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი
"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა, გრი­პის ვირუ­სიც და­ე­მარ­თოს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ­მა პირ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მე­გო აცრა.

"ორი­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სია, მაგ­რამ “ბ“ ტი­პის ვირუ­სი არის სხვა და კო­რო­ნა­ვირუ­სი სულ სხვა. კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეს ასე­ვე გრი­პის ვირუ­სი. ამი­ტომ თავ­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მე­გო აცრა. კო­რო­ნა­ვირუ­სი თქვენ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მე­გოდ არ და­გი­ცავთ, მაგ­რამ და­გი­ცავთ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, "სა­სურ­ვე­ლია ჯერ გა­მო­რი­ცხოთ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და გა­ვი­კე­თოთ სწრა­ფი ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი.

"თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მო­ი­რი­ცხა, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით გაქვთ სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სი. ასე­ვე, რო­გორც ვიცი დიდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს და ქსელ­შიც არის გრი­პის სწრა­ფი ტეს­ტე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში B ტი­პის გრიპ­მა და­ი­წყო ცირ­კუ­ლი­რე­ბა. მისი თქმით, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ წელს გრი­პის სე­ზო­ნი ოდ­ნავ რბი­ლი იყოს.

"გუ­შინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ B ტი­პის გრიპ­მა და­ი­წყო ცირ­კუ­ლა­ცია, ანუ პირ­ვე­ლად ამ სე­ზონ­ზე გა­მოჩ­ნდა გრი­პის ვირუ­სიც კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან ერ­თად. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, დე­კემ­ბერ­ში ჩვენ­თან აქ­ტი­ურ­დე­ბა გრი­პიც, არ ვი­ცით რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა წელს გრი­პი. თუ ავი­ღებთ სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს გა­მოც­დი­ლე­ბას, ზა­ფხუ­ლის გრი­პი ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი იყო. ამა­ზე ბევ­რი ვერ­სია არ­სე­ბობს, მათ შო­რის ისიც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ვეჩ­ვი­ეთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვას, პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, უფრო მეტი იცავს დის­ტან­ცი­ას და სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს. ალ­ბა­თო­ბა არის, რომ შე­იძ­ლე­ბა გრი­პის სე­ზო­ნი ოდ­ნავ რბი­ლი იყო, თუმ­ცა ეს არ გვაძ­ლევს დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს. კლი­ნი­კუ­რად გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია და კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი და იგი­ვეა, გა­მოც­დილ ექიმს შე­უძ­ლია მისი კლი­ნი­კუ­რად დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, სა­ბო­ლოო დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი კი ის­მე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თა და გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და. ასე­ვე, გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას სთხოვს, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუს­ზე სწრა­ფი ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ.

"რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის, ამი­ტომ ყვე­ლა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მის დაც­ვა და მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა უნდა გახ­დეს სრუ­ლი­ად მან­და­ტო­რუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის, მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვალ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყველ­გან პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. ის და­გი­ცავთ გრი­პის­გან და კო­ვი­დის­გან. ჩვენ 65%-ზე გვაქვს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და თუ ამას 95%-ზე ავიყ­ვანთ, სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ნე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი კო­ვი­დის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბით გრი­პის­გა­ნაც. ამას­თა­ნა­ვე, გთხოვთ, ვი­სარ­გებ­ლოთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც გვაქვს. გრი­პთან მი­მარ­თე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს ვაქ­ცი­ნა საკ­მა­რი­სია, მიბ­რძან­დნენ ისი­ნი, ვინც რის­კჯ­გუ­ფებ­ში არი­ან. რისკ ჯგუ­ფე­ბი უფრო გა­ფარ­თოვ­და. რის­კჯ­გუფ­ში არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე 65 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებს მო­ეხ­სნათ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ქო­ნის. ყვე­ლას შე­უძ­ლია მიბ­რძან­დეს და აიც­რას. ჯერ კი­დევ არის ვაქ­ცი­ნის მა­რა­გი, ასე­ვე, ვთხოვ თი­თო­ე­ულ ორ­სულ ქალ­ბა­ტონს, რომ აიც­რან გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ასე­ვე, სე­რი­ო­ზუ­ლად ფარ­თოვ­დე­ბა გა­მოვ­ლე­ნა, ანუ აქ­ტი­ურ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა. დღეს 16 ათას 646 ტეს­ტი ჩა­ტარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 11 ათა­სი სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ვთხოვ ყვე­ლა სიმპტო­მი­ან ადა­მი­ანს, მი­ვი­დეს პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში, ჩა­ი­ტა­რონ ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი, რა­მე­თუ სიმპტო­მე­ბი­ან ადა­მი­ან­ში ის 15 წუთ­ში მოგ­ცემთ პა­სუხს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია თან­ხვედ­რა პი­სი­არ ტესტთან“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
2

ღმერთო როგორ მომაბეზრეს ამათ თავი...

მომო
1

ბ-ნ Თენგზ აცრ რომ აუცილებელია 4 კომპონენტიანი ვიცი მაგრამ იმას რატომ არ გვეუბნებიᲗ როგორ გავიკეᲗოᲗ 1 აცრა 70 ლარი რრომ Ღის მე 350 ლარი უნდა გადავიზადო და მერე ვაქცინა ვᲭამო....ამაზე რატო არ გიფიქრიაᲗ .....Ჩემნაირი რამდენი ცხოვრობს რომ გაწვდეს ვაქცინას და ასე Შემდეგ.....ესრᲗს რომ აანონსებᲗ მეორე მხარე გავიწყდებაᲗ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი

"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა, გრიპის ვირუსიც დაემართოს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა.

"ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ “ბ“ ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, "სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი.

"თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ დიდი ალბათობით გაქვთ სხვა რესპირაციული ვირუსი. ასევე, როგორც ვიცი დიდ საავადმყოფოებს და ქსელშიც არის გრიპის სწრაფი ტესტებიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულირება. მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ წელს გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს.

"გუშინ პირველად გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპიც, არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას, პირბადის ტარებას, მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ ნორმებს. ალბათობა არის, რომ შეიძლება გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყო, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. კლინიკურად გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია და კორონავირუსი დაახლოებით ერთი და იგივეა, გამოცდილ ექიმს შეუძლია მისი კლინიკურად დიფერენციაცია, საბოლოო დიფერენციაციული დიაგნოზი კი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა და გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ასევე, გამყრელიძე მოსახლეობას სთხოვს, რესპირაციული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

"რესპირაციული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა პრევენციული ზომის დაცვა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული. ოფიციალურად არის, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება. ის დაგიცავთ გრიპისგან და კოვიდისგან. ჩვენ 65%-ზე გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი და თუ ამას 95%-ზე ავიყვანთ, სერიოზულად იქნება შემცირებული კოვიდის ახალი შემთხვევები და შესაბამისად, დაცული ვიქნებით გრიპისგანაც. ამასთანავე, გთხოვთ, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. გრიპთან მიმართებით, სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია, მიბრძანდნენ ისინი, ვინც რისკჯგუფებში არიან. რისკ ჯგუფები უფრო გაფართოვდა. რისკჯგუფში არიან მასწავლებლები, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანებს მოეხსნათ აუცილებლობა ქრონიკული დაავადებების ქონის. ყველას შეუძლია მიბრძანდეს და აიცრას. ჯერ კიდევ არის ვაქცინის მარაგი, ასევე, ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ.

ასევე, სერიოზულად ფართოვდება გამოვლენა, ანუ აქტიურდება ტესტირება. დღეს 16 ათას 646 ტესტი ჩატარდა, დაახლოებით 11 ათასი სწრაფი ანტიგენის ტესტი იქნა ჩატარებული. ვთხოვ ყველა სიმპტომიან ადამიანს, მივიდეს პოლიკლინიკებში, ჩაიტარონ ანტიგენის ტესტი, რამეთუ სიმპტომებიან ადამიანში ის 15 წუთში მოგცემთ პასუხს, ძალიან მაღალია თანხვედრა პისიარ ტესტთან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)