წარმატებულ ადამიანებს ხშირად ეკითხებიან: „რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“ „გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების ფორმულა“... ამაზე ერთი პასუხი არ არსებობს.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი წარმატებას განსხვავებული გზით აღწევს, არამედ იმიტომაც, რომ წარმატების საფუძველი ერთი რამ არასოდესაა. ჩვეულებრივ, ეს არის აზროვნებისა და მოქმედებების უწყვეტი ჯაჭვი, რაც მდგრად განვითარებას განაპირობებს.
წარმატების უწყვეტი ჯაჭვი დისციპლინას, ყველაფერის დაგეგმვასა და მის ხშირ კონტროლს გულისხმობს. შეიძლება ეს თავიდან მოსაწყენად ჟღერდეს, თუმცა ნამდვილად ეფექტურია. დაგეგმვის უნარი როდია თანდაყოლილი და მისი განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.
როგორ განვივითაროთ დაგეგმვის უნარი?
საქმიანი ადამიანების მთავარი პრობლემა საკმარისი დროის უქონლობაა. დილიდან დაღამებამდეც რომ მუშაობდეთ, ღამეებსაც ათენებდეთ, შედეგს ვერ მიაღწევთ, თუკი დროს სწორად არ გადაანაწილებთ. დროის ეფექტურად გამოყენებისთვის ერთ-ერთი საშუალება ყველაფრის დაგეგმვაა. როგორც კი სწორად დაგეგმვის უნარს გამოიმუშავებთ, თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
დროის სწორად გადანაწილებასა და პრიორიტეტების დალაგებაში ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საქმიანი დღიურია. მასში ჩაიწერთ მნიშვნელოვან კონტაქტებს, იხელმძღვანელებთ კალენდრით, რომელიც ყველა გვერდს ერთვის თან, ჩაინიშნავთ ყველა საქმეს, რისი გაკეთებაც დროის მცირე ან დიდ მონაკვეთში გსურთ.
როგორ გვეხმარება საქმიანი დღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში?
სწორედ ასეთ საქმიან დღიურს გვთავაზობს პროექტი „ლურჯი ოკეანე“. შეგიძლიათ სასურველი ფერის ყდა აირჩიოთ და ახალი წელი ახალი გეგმებით დაიწყოთ.
კორპორატიული შეთავაზებისათვის, დაუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ნომერზე - (+995) 032 2383871 ან (+995) 595999972 ან მისწერეთ მეილზე: book@palitra.ge