ბათუმში 54 წლის ირმა სირაძე, პროფესიით ექიმი, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ორმხრივი მძიმე პნევმონიის დიაგნოზით, მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"სამ კვირაზე მეტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, კოვიდსასტუმროდან გადმოიყვანეს, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში დამძიმდა და სამწუხაროდ, 54 წლის ასაკში ექიმი გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მას შესაბამისი სამედიცინო პროცედირები ჩაუტარდა",- აცხადებენ კლინიკაში.