პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა დღე­ი­დან იწყე­ბა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნით პირ­ველ რიგ­ში, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მე­დი­კო­სე­ბი და მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აიც­რე­ბი­ან.

Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვა -70 გრა­დუს ცელ­სი­უს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა მოხ­დეს. ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ცი­ვარ­ში ის მხო­ლოდ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­შია ვარ­გი­სი. ამ მი­ზე­ზის გამო, ვაქ­ცი­ნა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ 50 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, ვაქ­ცი­ნის 800 000-მდე დოზა იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ვაქ­ცი­ნის 40 მი­ლი­ო­ნი დოზა შე­ი­ძი­ნა, რაც 20 მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქის ასაც­რე­ლა­დაა საკ­მა­რი­სი.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის და­წყე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში უზარ­მა­ზა­რი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია,“ - აღ­ნიშ­ნა ჯონ­სონ­მა.

ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მეთ ჰენ­კო­კის თქმით კი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა არის "სი­ნათ­ლე გვი­რა­ბის ბო­ლოს“.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექ­მნი­ლი კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2 დე­კემ­ბერს და­ამ­ტკი­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
17

კი ნამდვილად სინათლეა გვირაბის ბოლოს ოღონდ საიქიოსი!!!

ნიკოლოზი
18

ინგლისი მასონთა ბუდე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება.

მედიის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში, 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება.

ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

"დღევანდელი დღე გაერთიანებული სამეფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჯონსონმა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით კი, ვაქცინაციის დაწყება არის "სინათლე გვირაბის ბოლოს“.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.

Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს - რას უკავშირდება გლობალურად წარმოქნილი პრობლემა

ალბანეთში მომიტინგეებმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს - მოქალაქეები კომენდანტის საათის დარღვევის გამო პოლიციელთა მიერ 25 წლის მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ

ავღანეთში ჟურნალისტი მალალაი მაივანდი და მისი მძღოლი მოკლეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"