საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლებიც საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან სასჯელს.
ორივე მათგანი ბელგოროდის ოლქში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საზედამხედველო უწყების მონაცემებით, დაკავებულები, რომლებსაც სათანადო საბუთები არ ჰქონდათ, ივნისში უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიის გავლით, საქართველოში გაემგზავრნენ.
ორივე მათგანი ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქში მესაზღვრეებმა დააკავეს. სასჯელი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.
რუსული მედიის ცნობით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე დაკავებულს თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია. დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.