უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოქმედებს და საზოგადოება ცდილობს მეტ-ნაკლებად შეეგუოს და ფეხი აუწყოს იმ რეალობას, რომლის წინაშეც პანდემიამ დროებით დაგვაყენა. თუმცა, ზოგი ვერ, ან არ ემორჩილება და წესების დარღვევას მაინც არ ერიდება... ამას ის ასეულობით ჯარიმაც ადასტურებს, რისი გამოწერაც სამართალდამცველებს ყოველდღიურად უწევთ... ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე kvirispalitra.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული შეზღუდვები პირადად მასზე ნეგატიურად არ მოქმედებს, თუმცა, მის სიმპათიას მაინც ის მოდელი იმსახურებს, რომელიც გერმანიაში შეიმუშავეს:
- დაწესებული შეზღუდვები, პირადად ჩემზე, დიდად არ მოქმედებს, რადგან, ასე ვთქვათ, სახლის ადამიანი ვარ, რესტორნებში ჭამა-სმა და ხალხმრავლობა დიდად ისედაც არ მიყვარს, ეს უფრო მზღუდავს. მეტწილად შინ ვარ. მე რომ სამსახური შემინარჩუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარშემო ყველაფერი კარგადაა.
შეზღუდვების მომხრე ნამდვილად ვარ, თუმცა, ძალიან მომწონს, მაგალითად, ის სისტემა, რაც გერმანიაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გააჩერეს, სკოლები არ დახურეს, მაგრამ სასწავლო პროცესს სხვადასხვა დროს იწყებენ, რომ ტრანსპორტი არ გადაიტვირთოს, ბევრ ბავშვს არ ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ბევრი ადამიანი არ დაზარალდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ ამ გამოცდილებას ჩვენც გავიზიარებთ.
"ისპანკას" შემდეგ, ჯერ წინ ვერ წავედით. როგორც მაშინ იყო უებარი საშუალება პირბადე, ისეა დღესაც. ოღონდ, სწორად გამოვიყენოთ, ცხვირზე ავიწიოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ. ამაზე კარგი, ჯერ არაფერი ვიცით, რა შეგვიძლია გავუკეთოთ საკუთარ თავებსაც და გარშემომყოფებსაც. გადაცემაც კი გავაკეთე პირბადეებზე, არაერთი სპეციალისტი ჩავწერე, რომლებიც უშუალოდ პირბადეებზე მუშაობენ და ყველა მათგანი ამბობს, რომ ერთადერთი უებარი საშუალება არის სამედიცინო პირბადე, სხვები კი, თუ ოთხ შრიანი არ არის, ჩათვალეთ, რომ საერთოდ არ გიცავთ. გიკეთიათ უბრალოდ აქსესუარი, რომელიც უბრალოდ გახრჩობთ და გარეგნობას გილამაზებთ. გააგრძელეთ კითხვა