სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ
გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ

"თუ ყვე­ლა შე­ვას­რუ­ლებთ დად­გე­ნილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს ავიყ­ვანთ მაქ­სი­მუმ­ზე, ამ თვის ბო­ლოს ჩვენ შე­იძ­ლე­ბა, ახალ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი გა­ვა­ნახ­ვროთ, ხოლო აპ­რი­ლის­თვის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მო­ვი­დეს 200-ის ფარ­გლებ­ში",- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და და უკვე 65% შე­ად­გი­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მეტ­წი­ლად იმ ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ შა­ბათ-კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს გვაქვს 2501 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. ეს ისე არ უნდა გა­ვი­გოთ, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია და უფრო მცი­რეა პა­რას­კე­ვი­სა და შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით. ეს, ძი­რი­თა­დად, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შა­ბათ-კვი­რას მცირ­დე­ბა - პა­რას­კევს ჩვენ გვა­ქონ­და 18 ათას­ზე ოდ­ნავ მეტი ტეს­ტი­რე­ბა ერთ დღე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, შა­ბათს გვქონ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 ათა­სამ­დე ტეს­ტი და გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 10 ათა­სამ­დე ტეს­ტი. ეს შა­ბათ-კვი­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნია, რო­დე­საც მხო­ლოდ PCR-ზე ვი­ყა­ვით, მა­ში­ნაც, და­ახ­ლო­ე­ბით, გვქონ­და 4-5 ათა­სი ტეს­ტი კვი­რა დღეს და შემ­დეგ დღე­ებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმა­ტებს.

ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბი­თი, სა­მიზ­ნე გვაქვს, რომ ამ კვი­რა­ში გა­ვა­ფარ­თო­ვოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ტეს­ტი­რე­ბა, ძი­რი­თა­დად PCR, პლუს ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი და ის 20 ათა­სამ­დე გავ­ზარ­დოთ. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი არის, რომ ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და მათ მივ­ცეთ რე­კო­მენ­და­ცია იზო­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ინ­ფი­ციც­რე­ბის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა, რომ სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თვით­დი­ნე­ბი­თაც მი­მარ­თონ იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­დაც ტეს­ტებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­უკ­თე­ბენ.

"კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას და გთხოვთ, რომ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ფარ­თო­ვოთ გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ ყვე­ლა შე­ვას­რუ­ლებთ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც დად­გე­ნი­ლია ამ სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს გავზრდით, რო­მე­ლიც უკვე 65%-მდე გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თუ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს ავიყ­ვანთ მაქ­სი­მუმ­ზე, 95%-ზე, ამ თვის ბო­ლოს ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ახალ შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ვა­ნა­ხევ­როთ და სე­რი­ო­ზუ­ლი ტენ­დენ­ცია შე­იქ­მნას ქვე­ყა­ნა­ში ქვეს­ვლის, ხოლო აპ­რი­ლის­თვის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მო­ვი­დეს 200-ის ფარ­გლებ­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 200-ზე მეტ ად­გი­ლას ხელ­მი­საწ­ვდო­მია დღეს ტეს­ტი­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი­რე­ბა, ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნარ­ში, ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რი­ზე­ბუ­ლი ავად­მყო­ფის­თვის და ასე­ვე, თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 42 ამ­ბო­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 150-ზე მეტ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ეს და არის უფა­სო. სიმპტო­მე­ბი­ან ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს, რო­გორც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ასე­ვე ყო­ველ­გვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, მი­ვი­დეს თვით­დი­ნე­ბით.“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soso
9

შენი ყალბი ტესტები შენთვის შეინახე შე ურწმუნო!!!

beso
5

შენ რაში სჭირდები ქვეყანას, ან საქმეს „იქ“? ნუთუ ამის გაგება და უნარი დაეკარგა საქართველოს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ

"თუ ყველა შევასრულებთ დადგენილ რეკომენდაციებს სამი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახვროთ, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და უკვე 65% შეადგინა.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი მეტწილად იმ ფაქტორით არის განპირობებული, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა იყო შემცირებული.

"საქართველოში დღეს გვაქვს 2501 ახალი შემთხვევა. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი განახევრებულია და უფრო მცირეა პარასკევისა და შაბათის მონაცემებთან შედარებით. ეს, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას მცირდება - პარასკევს ჩვენ გვაქონდა 18 ათასზე ოდნავ მეტი ტესტირება ერთ დღეში ჩატარებული, შაბათს გვქონდა, დაახლოებით, 15 ათასამდე ტესტი და გუშინ ჩატარებულია 10 ათასამდე ტესტი. ეს შაბათ-კვირის ჩვეულებრივი ფენომენია, როდესაც მხოლოდ PCR-ზე ვიყავით, მაშინაც, დაახლოებით, გვქონდა 4-5 ათასი ტესტი კვირა დღეს და შემდეგ დღეებში ეს მაჩვენებელი იმატებს.

ჩვენ, დაახლოებითი, სამიზნე გვაქვს, რომ ამ კვირაში გავაფართოვოთ მაქსიმალურად ტესტირება, ძირითადად PCR, პლუს ანტიგენზე დამყარებული ტესტები და ის 20 ათასამდე გავზარდოთ. ამის ძირითადი მიზანი არის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიციცრების შემდგომი გავრცელება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მიმართა, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თვითდინებითაც მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ტესტებს სრულიად უფასოდ გაუკთებენ.

"კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ, რომ ამ შეზღუდვების პირობებში, მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, რომელიც უკვე 65%-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

ქვეყნის დაახლოებით 200-ზე მეტ ადგილას ხელმისაწვდომია დღეს ტესტირება, მხედველობაში მაქვს ანტიგენის ტესტირება, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში, დაახლოებით, 42 ამბოლატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და არის უფასო. სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია მიმართოს, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, მივიდეს თვითდინებით.“- განაცხადა გამყრელიძემ.

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან

"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?