სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმების გარეშე არ დავრჩებით" - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორ დღეში სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა
"ექიმების გარეშე არ დავრჩებით" - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორ დღეში სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა

"დღეს, 9 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, გვქონ­და 150 ზარი, სა­ი­და­ნაც კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ 100 შემ­თხვე­ვა, რომ­ლე­ბიც დღეს სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხელ ხაზ­ზე სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ პრე­ტენ­ზია აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"ჩვენ პა­რას­კე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით გვქონ­და 631 გა­მო­ძა­ხე­ბა და 488 მომ­ლო­დი­ნე ზარი 112-ში. ასე­ვე, ძა­ლი­ან ხში­რი იყო 112-ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ზა­რე­ბი, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლი სას­წრა­ფოს დაჩ­ქა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს და­მა­ტე­ბი­თი ცხე­ლი ხა­ზე­ბი, სა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პრე­ტენ­ზი­ებს აფიქ­სი­რე­ბენ. ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხელ ხაზ­ზე არ შე­მო­სუ­ლა და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნა და პრე­ტენ­ზია სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დღეს 9 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, გვქონ­და 150 ზარი, სა­ი­და­ნაც კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ 100 შემ­თხვე­ვა, რომ­ლე­ბიც დღეს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­თავ­სე­ბი­ან სტა­ცი­ო­ნარ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც კლი­ნი­კებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას სთხო­ვენ. ტი­კა­რა­ძის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი 1505-ზე უნდა და­ა­ფიქ­სი­რონ.

"კო­ვიდ­კომ­პო­ნენ­ტით ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ ყვე­ლას უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ასე­თი ზარი და­ფიქ­სირ­დეს 1505-ზე, რომ ჩვენ მი­ვი­ღოთ ეს პრე­ტენ­ზია მო­ქა­ლა­ქის­გან და რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მას­ზე მო­ახ­დი­ნოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გარ­და კო­ვიდ­კომ­პო­ნენ­ტი­სა, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით მათ მომ­სა­ხუ­რე­ბის დიდ ნა­წილ­ზე აქვთ უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ დად­გე­ნი­ლე­ბებს, სა­დაც თა­ნა­გა­დახ­და არის 10-20-30 პრო­ცენ­ტი და თუ სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც და­ფიქ­სირ­და კლი­ნი­კის მხრი­დან გა­დახ­დის ან თა­ნა­გა­დახ­დის მა­ღა­ლი მარ­ჟის მო­თხოვ­ნა, მათ ასე­ვე აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­ა­ფიქ­სი­რონ ზარი 1505-ზე და შე­სა­ბა­მი­სად, გვექ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა რო­გორც რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კლი­ნი­კებ­ში ფი­ნან­სურ ანა­ზღა­უ­რე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, რომ "ექი­მე­ბის გა­რე­შე, მათი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ დავ­რჩე­ბით." მისი თქმით, ექი­მე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის 6.5%, რაც არ არის ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

"მა­ნამ­დე გვქონ­და 11%-ზე მეტი. ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რე­ა­გი­რებს იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც არის. ჩვენ გა­და­ვამ­ზა­დეთ ოჯა­ხის და სოფ­ლის ექი­მე­ბის 90% , ასე­ვე ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­და­ვამ­ზა­დეთ 43 კლი­ნი­კის ექი­მი. ჩვენ ამ ტრე­ნინ­გებს ვაგ­რძე­ლებთ და მათი ჩა­ტა­რე­ბა არც ისე რთუ­ლია, რომ მათი წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ან დაც­ვა ვერ მო­ხერ­ხდეს“, - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ექიმების გარეშე არ დავრჩებით" - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორ დღეში სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა

"ექიმების გარეშე არ დავრჩებით" - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორ დღეში სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა

"დღეს, 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს სტაციონარში განთავსდებიან", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია აღარ დაფიქსირებულა.

"ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით და დღეს 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს დღის განმავლობაში განთავსებიან სტაციონარში,“ - განაცხადა მან.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომლებსაც კლინიკებში მომსახურების საფასურის ანაზღაურებას სთხოვენ. ტიკარაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა საკუთარი პრეტენზიები 1505-ზე უნდა დააფიქსირონ.

"კოვიდკომპონენტით ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ყველას უფასო მომსახურება, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ზარი დაფიქსირდეს 1505-ზე, რომ ჩვენ მივიღოთ ეს პრეტენზია მოქალაქისგან და რეგულირების სამსახურს მიეცეს საშუალება, მასზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა კოვიდკომპონენტისა, საყოველთაო დაზღვევით მათ მომსახურების დიდ ნაწილზე აქვთ უფასო მომსახურება, თუ არ გავითვალისწინებთ დადგენილებებს, სადაც თანაგადახდა არის 10-20-30 პროცენტი და თუ სხვა შემთხვევებშიც დაფიქსირდა კლინიკის მხრიდან გადახდის ან თანაგადახდის მაღალი მარჟის მოთხოვნა, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ ზარი 1505-ზე და შესაბამისად, გვექნება რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში ფინანსურ ანაზღაურებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე აცხადებს, რომ "ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით." მისი თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში არის 6.5%, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

"მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90% , ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ მათი წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ