მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს
თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დე­და­ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, მშე­ნებ­ლო­ბის ბუმი იყო, ბი­ნის შე­ძე­ნი­სას ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დით გამ­წვა­ნე­ბას, სკვე­რებ­სა და ბა­ღებს. მთა­ვა­რი იყო, მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გვქონ­და და ცენ­ტრა­ლურ უბან­ში ან მას­თან ახ­ლოს გვე­ცხოვ­რა.

როცა მშე­ნებ­ლო­ბის ბუმი ჩა­წყნარ­და და ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი სახე მი­ი­ღო, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვენს შვი­ლებს სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან სა­თა­მა­შო სივ­რცე არ აქვთ, არ შეგ­ვიძ­ლია, თა­ვი­სუ­ფალ დროს ხე­ე­ბის ჩრდილ­ში დავ­სხდეთ და მზეს მი­ვე­ფი­ცხოთ ან იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ როცა თბი­ლის­ში მო­თოვს, ბავ­შვე­ბი გა­ერ­თონ... აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ თუ ფარ­და სა­თა­ნა­დოდ არ ჩა­მო­ვა­ფა­რეთ, მე­ზო­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან ჩვენს ფან­ჯა­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, არ გვაქვს ხედი და აღარც სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რამე შევ­ცვა­ლოთ.

მას შემ­დეგ, რაც ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ბი­ნის შე­ძე­ნი­სას პრი­ო­რი­ტე­ტად იქცა არა დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე, არა­მედ პარკთან ახ­ლოს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე და ხმა­უ­რის­გან და­ცულ ად­გილ­ზე ცხოვ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ადრე გა­რე­უ­ბან­ში ბი­ნას მხო­ლოდ ფა­სის გამო თუ შე­ვი­ძენ­დით, დღეს შე­იძ­ლე­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გამ­წვა­ნე­ბამ და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სიმ­ცი­რე­მაც მიგ­ვა­ღე­ბი­ნოს.

ცხა­დია, დე­ვე­ლო­პე­რებ­მა ჩვე­ნი ეს მო­თხოვ­ნა და­ი­ნა­ხეს. თბი­ლი­სის მე­რი­ა­მაც სა­ცხოვ­რე­ბელ არე­ალ­ში ეზო­სა და გამ­წვა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო და დღეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გვაქვს: ყვე­ლას გვსურს ვი­ცხოვ­როთ იქ, სა­დაც მეტი ხე და სუფ­თა ჰა­ე­რია, თუნ­დაც სახ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რამ­დე 45 წუთი გვჭირ­დე­ბო­დეს.

თუ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­რე­უ­ბან­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი ბა­ღის ან სკო­ლის შერ­ჩე­ვა უწევ­დათ ან მა­ინც ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ, ბავ­შვე­ბი შორ მან­ძილ­ზე ეტა­რე­ბი­ნათ, დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რა. ბოლო წლე­ბია, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი და გა­მოც­დი­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ცალ­კე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ნაც­ვლად, კომ­პლექ­სებს ავი­თა­რე­ბენ, რო­მე­ლიც სკვე­რებს, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებს, გამ­წვა­ნე­ბას, ბაღს, სკო­ლას, აფ­თი­აქს, სუ­პერ­მარ­კეტს, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში აუზს, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზს და სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­საც კი მო­ი­ცავს.

კომ­პლექ­სებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხიც, ამი­ტომ მშო­ბე­ლი აღარ ნერ­ვი­უ­ლობს, როცა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლეს სკო­ლამ­დე 100-200 მეტრში მარ­ტოს ან თა­ნაკ­ლა­სელ მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად გა­უშ­ვებს.

ამ­გვა­რი კომ­პლექ­სე­ბი ძი­რი­თა­დად გა­რე­უბ­ნებ­ში გვხვდე­ბა, რად­გან ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პე­რი­ოდს შე­და­რე­ბით „გა­და­ურ­ჩა“. ერთ-ერთი ასე­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია „სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ -ს პრო­ექ­ტი ვარ­კე­თილ­ში - “სეუ ვარ­კე­თი­ლი”, რო­მე­ლიც 3.5 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა რე­ზი­დენტს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის დას­ჭირ­დეს.

პრო­ექ­ტი ერთ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა. მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა რო­გორც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით, თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბლო­კე­ბი, ისე:

  • 2 ჰექტრამ­დე სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე;
  • და­ცუ­ლი შიდა ეზო;
  • სკო­ლა და ბაღი;
  • ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი;
  • მი­წის­ქვე­შა და მი­წის­ზე­და ავ­ტო­სად­გო­მე­ბი;
  • ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბი;
  • კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი;
  • სპორ­ტუ­ლი და სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბი;
  • ტე­ნი­სის კორ­ტე­ბი;
  • ლობი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი კორ­პუ­სის შე­სას­ვლელ­ში მო­ე­წყო­ბა;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ხან­ძრო სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბია აღ­ჭურ­ვი­ლი;
  • ოპ­ტი­მა­ლუ­რად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი, რო­მე­ლიც მყუდ­რო სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს ქმნის.

ამ­რი­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი არის იდე­ა­ლუ­რი გა­მო­ძა­ხი­ლი იმი­სა, რაც დღეს ბი­ნის შე­ძე­ნი­სას შე­იძ­ლე­ბა გვსურ­დეს. ამას­თან, „სეუ ვარ­კე­თი­ლი“ მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თი­ლი­დან“ 15 წუ­თის სა­ვალ­ზეა.

2021 წლის ბო­ლო­დან ბი­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი უკვე შეძ­ლე­ბენ, ოჯახ­თან ერ­თად 21 სა­უ­კუ­ნის უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­გეგ­მა­რე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

„სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა“ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თულ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფო­რუმ­სა და და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე - Eastern Europe Real Estate Awards, „სეუ ვარ­კე­თი­ლის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვა. წლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტად, რო­მე­ლიც უს­წრებს დროს, „სეუ ვარ­კე­თი­ლი“ და­სა­ხელ­და. ფო­რუმ­ზე კომ­პლექ­სი თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად მი­იჩ­ნი­ეს, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის გან­კუთ­ვნილ ყვე­ლა სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ბუ­ნე­ბის ხე­დე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ან უბ­რა­ლოდ, ბუ­ნე­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს - ამ­ცი­რებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, სტრესს, წუ­ხილს, ხელს უწყობს სის­ხლის წნე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, გუ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და სხვა. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მწვა­ნე, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ, ამას სა­კუ­თარ თავ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად გრძნო­ბენ. ისი­ნი თან ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, დიდი, ხმა­უ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქის ნა­წი­ლე­ბი არი­ან და თან მშვიდ, ჟანგბა­დით გა­ჯე­რე­ბულ და და­ცულ ად­გილ­ზე ცხოვ­რო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

იმ პერიოდში, როცა დედაქალაქის ურბანული განვითარება აქტიურად დაიწყო და ფაქტობრივად, მშენებლობის ბუმი იყო, ბინის შეძენისას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით გამწვანებას, სკვერებსა და ბაღებს. მთავარი იყო, მანქანის გასაჩერებელი ადგილი გვქონდა და ცენტრალურ უბანში ან მასთან ახლოს გვეცხოვრა.

როცა მშენებლობის ბუმი ჩაწყნარდა და ურბანიზაციამ შედარებით სტაბილური სახე მიიღო, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს შვილებს საცხოვრებელ კორპუსთან სათამაშო სივრცე არ აქვთ, არ შეგვიძლია, თავისუფალ დროს ხეების ჩრდილში დავსხდეთ და მზეს მივეფიცხოთ ან იშვიათად, მაგრამ როცა თბილისში მოთოვს, ბავშვები გაერთონ... აღმოვაჩინეთ, რომ თუ ფარდა სათანადოდ არ ჩამოვაფარეთ, მეზობელი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩვენს ფანჯარაში ყველაფერი ჩანს, არ გვაქვს ხედი და აღარც საშუალება, რომ რამე შევცვალოთ.

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი აღმოვაჩინეთ, ბინის შეძენისას პრიორიტეტად იქცა არა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ პარკთან ახლოს, სუფთა ჰაერზე და ხმაურისგან დაცულ ადგილზე ცხოვრება. შესაბამისად, თუ ადრე გარეუბანში ბინას მხოლოდ ფასის გამო თუ შევიძენდით, დღეს შეიძლება ეს გადაწყვეტილება გამწვანებამ და გამონაბოლქვის სიმცირემაც მიგვაღებინოს.

ცხადია, დეველოპერებმა ჩვენი ეს მოთხოვნა დაინახეს. თბილისის მერიამაც საცხოვრებელ არეალში ეზოსა და გამწვანებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო და დღეს ახალი რეალობა გვაქვს: ყველას გვსურს ვიცხოვროთ იქ, სადაც მეტი ხე და სუფთა ჰაერია, თუნდაც სახლიდან სამსახურამდე 45 წუთი გვჭირდებოდეს.

თუ თავდაპირველად გარეუბანში გადასვლის შემდეგ, მშობლებს ბავშვებისთვის ახალი ბაღის ან სკოლის შერჩევა უწევდათ ან მაინც ამჯობინებდნენ, ბავშვები შორ მანძილზე ეტარებინათ, დღეს აღნიშნული პრობლემაც გადაიჭრა. ბოლო წლებია, მაღალბიუჯეტიანი და გამოცდილი დეველოპერული კომპანიები ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, კომპლექსებს ავითარებენ, რომელიც სკვერებს, სათამაშო მოედნებს, გამწვანებას, ბაღს, სკოლას, აფთიაქს, სუპერმარკეტს, რიგ შემთხვევებში აუზს, სავარჯიშო დარბაზს და სილამაზის სალონსაც კი მოიცავს.

კომპლექსებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების საკითხიც, ამიტომ მშობელი აღარ ნერვიულობს, როცა დაწყებითი კლასების მოსწავლეს სკოლამდე 100-200 მეტრში მარტოს ან თანაკლასელ მეზობლებთან ერთად გაუშვებს.

ამგვარი კომპლექსები ძირითადად გარეუბნებში გვხვდება, რადგან ეს ტერიტორიები ინტენსიური განაშენიანების პერიოდს შედარებით „გადაურჩა“. ერთ-ერთი ასეთი საცხოვრებელი კომპლექსია „სეუ დეველოპმენტი“ -ს პროექტი ვარკეთილში - “სეუ ვარკეთილი”, რომელიც 3.5 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს ყველაფერს, რაც კი შეიძლება რეზიდენტს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის დასჭირდეს.

პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება. მობინადრეების განკარგულებაში იქნება როგორც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით, თბოიზოლაციის გათვალისწინებით აშენებული საცხოვრებელი ბლოკები, ისე:

  • 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე;
  • დაცული შიდა ეზო;
  • სკოლა და ბაღი;
  • ფიტნეს დარბაზი;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
  • ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • კომერციული და საოფისე ფართები;
  • სპორტული და საბავშვო მოედნები;
  • ტენისის კორტები;
  • ლობი, რომელიც თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა;
  • ცენტრალური სახანძრო სისტემა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია აღჭურვილი;
  • ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები, რომელიც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ამრიგად, საცხოვრებელი კომპლექსი არის იდეალური გამოძახილი იმისა, რაც დღეს ბინის შეძენისას შეიძლება გვსურდეს. ამასთან, „სეუ ვარკეთილი“ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 15 წუთის სავალზეა.

2021 წლის ბოლოდან ბინების მესაკუთრეები უკვე შეძლებენ, ოჯახთან ერთად 21 საუკუნის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადავიდნენ საცხოვრებლად.

„სეუ დეველოპმენტმა“ უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - Eastern Europe Real Estate Awards, „სეუ ვარკეთილის“ განხორციელებისთვის გამარჯვებაც მოიპოვა. წლის საუკეთესო პროექტად, რომელიც უსწრებს დროს, „სეუ ვარკეთილი“ დასახელდა. ფორუმზე კომპლექსი თბილისის ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითად მიიჩნიეს, რადგან ის ადამიანის ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის განკუთვნილ ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ბუნების ხედების დათვალიერება ან უბრალოდ, ბუნებაში გასეირნება ადამიანის განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს - ამცირებს გაღიზიანებას, სტრესს, წუხილს, ხელს უწყობს სისხლის წნევის დარეგულირებას, გულის ფუნქციონირებას და სხვა. ადამიანები, ვინც მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობენ, ამას საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ. ისინი თან ძალიან დაკავებული, დიდი, ხმაურიანი ქალაქის ნაწილები არიან და თან მშვიდ, ჟანგბადით გაჯერებულ და დაცულ ადგილზე ცხოვრობენ.

რა არის ნაწლავის მიკრობიოტა და როგორ მივხვდეთ აქვს თუ ბავშვს დისბიოზი?

რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?

ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე