საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს" - რას ამბობს ინფექციონისტი ლევან რატიანის განცხადებაზე
"გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს" - რას ამბობს ინფექციონისტი ლევან რატიანის განცხადებაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გან­მარ­ტა თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბას შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­ტი­ან­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა და PCR ტეს­ტით მისი ცხვირ-ხა­ხით, თუ პირ -ხა­ხით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი Covid-19-.ით. ანუ თუ ადა­მი­ანს აქვს მცი­რე სიმპტო­მი და PCR ტეს­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ის არის და­დე­ბი­თი, მაგ­რამ არ აქვს გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმპტო­მა­ტი­კა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი არის Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბა ნიშ­ნავს - ინ­ფექ­ცი­ას პლუს კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ეს გან­სხვა­ვე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არ იყო მკა­ფი­ოდ მი­წო­დე­ბუ­ლი. ანუ ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს და­ა­ვა­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა. ამ თე­მამ ჩვენ­ში დიდი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია. ამ თე­მა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი:

"ძა­ლი­ან ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა და შე­კი­თხვე­ბია ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­კე­თე­ბულ იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა არ ნიშ­ნავს და­ა­ვა­დე­ბას" და რომ თუ ადა­მი­ანს სიმპტო­მე­ბი არა აქვს და PCR ტეს­ტით და­დე­ბი­თია, ის არის უბ­რა­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მას არა აქვს და­ა­ვა­დე­ბა კო­ვი­დი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი გან­სა­ზღვრე­ბა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აქვს თუ არა გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი, კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე. ანუ ასე­თი გარ­ჩე­ვა, რომ უსიმპტო­მო არის მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და სიმპტო­მი­ანს აქვს და­ა­ვა­დე­ბა კო­ვი­დი, არ არ­სე­ბობს. მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა კლი­ნი­კუ­რად პა­ცი­ენ­ტი უსიმპტო­მო იყოს და თუ რა­დი­ო­ლო­გი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს კო­ვი­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პნევ­მო­ნი­ის სუ­რა­თი. უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის სწო­რედ რომ კო­ვი­დის ერთ-ერთი ფორ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უსიმპტო­მო, მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი, აქ ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­და­ი­ტა­ნენ კო­ვიდს და შემ­დეგ დიდ­ხანს PCR ტეს­ტი რჩე­ბათ და­დე­ბი­თი. ასეთ დროს, რო­გორც ვი­ცით, ტეს­ტი უბ­რა­ლოდ იჭერს ვირუ­სის ფრაგ­მენ­ტებს და ასე­თი ადა­მი­ა­ნი აღარ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და არც გა­დამ­დე­ბი. თით­ქოს ამ გან­მარ­ტე­ბებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ უნდა ქონ­დეს, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი და პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
55

რატიანის გარდა არცერთი არ ამბობთ სიმართლეს ბოლომდე!!!

 

 

Martali
1

Kargi ekimia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს" - რას ამბობს ინფექციონისტი ლევან რატიანის განცხადებაზე

"გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს" - რას ამბობს ინფექციონისტი ლევან რატიანის განცხადებაზე

რამდენიმე დღის წინ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განმარტა თუ რა განსხვავებაა კორონავირუსით ინფიცირებასა და კორონავირუსით დაავადებას შორის. აღნიშნულის შესახებ რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი ცხვირ-ხახით, თუ პირ -ხახით იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის დაავადებული Covid-19-.ით. ანუ თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტმა აჩვენა, რომ ის არის დადებითი, მაგრამ არ აქვს გამოვლენილი სიმპტომატიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის Covid-19-ით დაავადებული.

Covid-19-ით დაავადება ნიშნავს - ინფექციას პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მკაფიოდ მიწოდებული. ანუ ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას", - განაცხადა ლევან რატიანმა. ამ თემამ ჩვენში დიდი პოლემიკა გამოიწვია. ამ თემაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

"ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.

სინამდვილეში ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და თუ რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი. უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული, აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები. თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე".

"ისე, რომ გეკითხა, - როცა პოლიტიკიდან წავალ, ფერმერი გავხდებიო"  - რას წერს ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიაზე?

"არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გაუძლებთ...გაიგე, მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი...." - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან