მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"
"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

ინ­დო­ე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ან­დრა პრა­დე­შის შტატ­ში, ქა­ლაქ ელუ­რუ­ში, და­უდ­გე­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბით ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 227 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ექი­მე­ბის თქმით, პა­ცი­ენ­ტებს ჰქონ­დათ სიმპტო­მე­ბის ფარ­თო სპექტრი, გუ­ლის­რე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, გო­ნე­ბის და­კარ­გვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ ეტაპ­ზე და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს სწავ­ლო­ბენ.

რო­გორც BBC წერს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მა­შინ, როცა ინ­დო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და ის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. ამას­თან, ან­დრა პრა­დე­შის შტატს პან­დე­მი­ამ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 800 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ რა­ო­დე­ნო­ბით ინ­დო­ე­თის შტა­ტებს შო­რის მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს.

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, კო­ვიდ-19 არ გამ­ხდა­რა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. შტა­ტის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე არც ერთ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და.

"ადა­მი­ა­ნებს, უმე­ტე­სად კი ბავ­შვებს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­წყოთ ღე­ბი­ნე­ბა, ეწ­ვო­დათ თვა­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კრუნ­ჩხვა­ში ჩა­ვარ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა“, - ამ­ბობს ინ­დურ გა­მო­ცე­მას­თან The Indian Express-სთან ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ამ ეტაპ­ზე 70 ადა­მი­ა­ნი გა­წე­რეს, ხოლო 157 კვლავ აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ელუ­რუ­ში გაგ­ზავ­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად. შტა­ტის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ალა კალი კრიშ­ნა სრი­ვა­ნე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტთა სის­ხლში რა­ი­მე ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის კვა­ლი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა.

"ჩვენ გა­მოვ­რი­ცხეთ, რომ მი­ზე­ზი წყლის, ან ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა იყოს, მას შემ­დეგ, რაც ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს და შე­ის­წავ­ლეს ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ვად­ნენ. ეს რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით დად­გინ­დე­ბა თუ რას­თან გვაქვს საქ­მე“, - აცხა­დებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

რო­გორც BBC წერს, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ გა­მო­ძი­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ტა­რე­ბას და თვლი­ან, რომ შე­საძ­ლოა, ამ "სა­ი­დუმ­ლო და­ა­ვა­დე­ბის" მი­ზე­ზი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zuzu
133

indoetshii ra ar gachndebaa, sibinzureshia chafluli, saxelmwifo ukontroloa, mtavrobasac etyoba ra suliskveteba aqvs - rien de tout 

დათო
0

ესღა გვაკლდა!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

ინდოეთის სამხრეთით მდებარე ანდრა პრადეშის შტატში, ქალაქ ელურუში, დაუდგენელი დაავადებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 227 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

ექიმების თქმით, პაციენტებს ჰქონდათ სიმპტომების ფართო სპექტრი, გულისრევიდან დაწყებული, გონების დაკარგვით დამთავრებული. სპეციალისტები ამ ეტაპზე დაავადების გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.

როგორც BBC წერს, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ინდოეთში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და ის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. ამასთან, ანდრა პრადეშის შტატს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა. იქ კორონავირუსის 800 000-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი და ამ რაოდენობით ინდოეთის შტატებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, კოვიდ-19 არ გამხდარა ზემოთ აღნიშნული დაავადების გამომწვევი მიზეზი. შტატის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უცნობი დაავადების მქონე არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"ადამიანებს, უმეტესად კი ბავშვებს, მოულოდნელად დაეწყოთ ღებინება, ეწვოდათ თვალები, ზოგიერთი მათგანი კრუნჩხვაში ჩავარდა და გონება დაკარგა“, - ამბობს ინდურ გამოცემასთან The Indian Express-სთან ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე 70 ადამიანი გაწერეს, ხოლო 157 კვლავ აგრძელებს მკურნალობას. ელურუში გაგზავნეს სპეციალური სამედიცინო ჯგუფები დაავადების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. შტატის ჯანდაცვის მინისტრის, ალა კალი კრიშნა სრივანესის ინფორმაციით, პაციენტთა სისხლში რაიმე ვირუსული ინფექციის კვალი არ აღმოჩენილა.

"ჩვენ გამოვრიცხეთ, რომ მიზეზი წყლის, ან ჰაერის დაბინძურება იყოს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა მოინახულეს და შეისწავლეს ის ადგილები, სადაც ადამიანები დაავადნენ. ეს რაღაც საიდუმლოებით მოცული დაავადებაა და მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც BBC წერს, ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თვლიან, რომ შესაძლოა, ამ "საიდუმლო დაავადების" მიზეზი ჰაერის დაბინძურება იყოს.

პირველი ბრიტანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის ქალია - "ახლა შევძლებ ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო"

დიდ ბრიტანეთში დღეიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

რუსეთის სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა