პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება
ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­სა­მე რა­უნ­დი 7 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს შო­რის აუ­დი­ენ­ცია 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა სპექტრმა მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ 4-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი უკვე მი­ი­ღო და 6 დე­კემ­ბრის შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ მას­ზე იმ­სჯე­ლა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ის 4 შე­თა­ვა­ზე­ბი­დან 3-ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, უარს ამ­ბობს. კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სა­ვა­რა­უ­დოდ, არ თან­ხმდე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის საქ­მე­ებს წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვად მი­იჩ­ნევს და პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს გა­მო­რი­ცხავს.

გარ­და ამი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ წი­თელ ხა­ზად რჩე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, მათ შო­რის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტის ჩა­ტა­რე­ბაც. იმა­ზე, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ აპი­რებს 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის რა­ი­მე ფორ­მით კი­თხვის ქვეშ და­ყე­ნე­ბას და რომ ამ კუ­თხით პარ­ტი­ის პო­ზი­ცია კვლავ შე­უ­ვა­ლი და მტკი­ცეა, ერთ-ერთი ბოლო გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­კი­თხი მათი მხრი­დან არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი შე­საძ­ლებ­ლად მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბას მი­იჩ­ნევს და სა­კი­თხზე დის­კუ­სი­ის გახ­სნის მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ემიჯ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის, მათ შო­რის პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე არა­პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რია, არა­პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა კი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი ვერ გახ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა მომ­დევ­ნო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით და 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რით ჩა­ტა­რე­ბას, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შეც­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებს, “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ნა­წილ­ში დათ­მო­ბის­თვის მზად არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ, ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა ასე­თია:

1. უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი გი­ორ­გი რუ­რუა, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი, აკა­კი ხუს­კი­ვა­ძე და აკა­კი კო­ბა­ლა­ძე, ხოლო მათი საქ­მე­ე­ბი უნდა და­ი­ხუ­როს

2. ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა 2021 წელს ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ პლე­ბის­ცი­ტის და­ნიშ­ვნა 2021 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ

3. ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით (ან 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რით), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით

თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სრუ­ლად პრო­პო­ცი­უ­ლი სის­ტე­მით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით

4. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე უნდა გა­დად­გეს და შე­იც­ვა­ლოს სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბით, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ.

სა­უბ­ნო და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად უნდა და­ი­ნიშ­ნონ სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი.

სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი უნდა და­კომ­პლექტდეს 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით (თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან გა­დამ­წყვე­ტი ხმის უფ­ლე­ბის მქო­ნე). რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნას ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ 5 წევ­რის ნო­მი­ნი­რე­ბა.

ცეს­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს მი­ნი­მუმ 8 წევ­რის უმ­რავ­ლე­სო­ბას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kaxa
42

Utifrobasac aqvs sazgvari,barem tqvan tqven wadit da hven movalt xelisuflebahio.

niko
3

ეგ ყველაფერი კარგი რა ვერ გავიგე ამ ბურჯანაძეს რას დაათრევენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

"ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა სპექტრმა მათ მიერ შეთავაზებულ 4-პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდის საპასუხო წერილი უკვე მიიღო და 6 დეკემბრის შეხვედრაზე სწორედ მასზე იმსჯელა.

"ქართული ოცნება“ ოპოზიციის 4 შეთავაზებიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს. კერძოდ, მმართველი გუნდი სავარაუდოდ, არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რადგან კონკრეტული პირების საქმეებს წმინდა სამართლებრივად მიიჩნევს და პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.

გარდა ამისა, "ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მათ შორის საკითხზე პლებისციტის ჩატარებაც. იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ არ აპირებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რაიმე ფორმით კითხვის ქვეშ დაყენებას და რომ ამ კუთხით პარტიის პოზიცია კვლავ შეუვალი და მტკიცეა, ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი მათი მხრიდან არ განიხილება.

მმართველი გუნდი შესაძლებლად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას მიიჩნევს და საკითხზე დისკუსიის გახსნის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა სავარაუდოდ, ემიჯნება ოპოზიციის მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე. "ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე არაპოლიტიკური პირია, არაპოლიტიკური პირის თანამდებობა კი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ამ ნაწილში დათმობისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა ასეთია:

1. უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

2. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ან პრემიერ-მინისტრის მიერ პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ

3. ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება.

ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას.

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

"ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა" - იაგო ხვიჩია

"მოვუწოდებ, შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია" - ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე