პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად
"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის აღ­ნიშ­ვნის წე­სებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ და და­იც­ვან იმ ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ.

"ყვე­ლას გვინ­და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მაგ­რამ ნუ გა­ა­კე­თებთ ამას მათი, ან თქვე­ნი რის­კის ფა­სად . კო­ვიდ 19 შეც­ვლის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის წესს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ არ შეგ­ვიძ­ლია ვი­ზე­ი­მოთ. ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის წეს­ში უნდა შე­ი­ტა­ნოთ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, სად ცხოვ­რობთ. ყო­ველ­თვის და­ი­ცა­ვით თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

ის ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, ხოლო თუკი მოგ­ზა­უ­რო­ბას აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს, და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

"პირ­ვე­ლი კი­თხვა, რაც სა­კუ­თარ თა­ვებს უნდა და­უს­ვათ არის: ნამ­დვი­ლად გჭირ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბა? იზე­ი­მეთ თქვენს ოჯახ­თან ერ­თად და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ სხვა­დას­ხვა ოჯა­ხის შეკ­რე­ბა. თუკი სხვა ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა მო­გი­წევთ, ეცა­დეთ, შეხ­ვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია და გა­ი­კე­თოთ პირ­ბა­დე.

თუკი ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში წას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე, და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია და ატა­რეთ პირ­ბა­დე. რო­დე­საც აე­რო­პორ­ტებ­ში, მა­ტა­რებ­ლე­ბის ან ავ­ტო­ბუ­სე­ბის სად­გუ­რებ­ზე იქ­ნე­ბით, ან თვითმფრი­ნა­ვებ­ში, მა­ტა­რებ­ლებ­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ში ის­ხდე­ბით, თან გქონ­დეთ ხე­ლის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ან ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი წყლი­თა და საპ­ნით. თუკი თავს კარ­გად ვერ გრძნობთ, არ იმოგ­ზა­უ­როთ. თავი აა­რი­დეთ გა­და­ჭე­დილ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებს. ეცა­დეთ, იმ დროს წახ­ვი­დეთ სა­ყიდ­ლებ­ზე, რო­დე­საც ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი იქ­ნე­ბა. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, შე­ი­ძი­ნეთ ონ­ლა­ინ", - აცხა­დებს ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართლიანი
2

24-ში საქ, მთავრობის გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნაზე არ არის გამართლებული. ახალ წლებზე სტუმრიანობამ, სუფრებმა, ხვევნა-კოცნამ და ჩახუტებამ რაც შეიძლება გამოიწვიოს ყველამ კარგად ვიცით...გვარიშვილობა არავის წაგვიხდება თუკი ერთ ახალ წელს მოკრძალებულად შევხვდებით და ერთმანეთს მივულოცავთ აივნებიდან და სოცქსელებით, უფლის ნებით ტელეფონები და ინტერნეტი კარგად მუშაობს. დღესასწაულის დადგომა უნდა გვიხაროდეს გულში და არა მუცელში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.

"ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი, ან თქვენი რისკის ფასად . კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ, დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები,“- აღნიშნულია ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ის ადამიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ხოლო თუკი მოგზაურობას აუცილებლობა მოითხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

"პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ არის: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური დისტანცია და გაიკეთოთ პირბადე.

თუკი ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა აუცილებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. თავი აარიდეთ გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებს. ეცადეთ, იმ დროს წახვიდეთ საყიდლებზე, როდესაც ნაკლები ხალხი იქნება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ონლაინ", - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

რუსეთის სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ხვალიდან იწყება - ვის აცრიან პირველ ეტაპზე?

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"