ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მოქალაქე პრაღაში თავდასხმის საქმეზე იძებნება.
თავდასხმა პრაღაში, ოქტომბრის დასაწყისში, ვლადისლავოვის 1-ში მოხდა. 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. ის მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად შეძლეს დაედგინათ, რომ შესაძლო თავდამსხმელი 27 წლის ბაჩუკი ჯალაღონიაა საქართველოდან, რომელიც ერთხელ უკვე იყო წარსულში ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ.
კრიმინალისტები თავდასხმას აფასებენ, როგორც დანაშაულს, რომლის დროსაც სხეულზე მიყენებულია მძიმე დაზიანებები.
დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ ჩეხეთის და შენგენის საზღვრებზე სპეციალური ზომები მიიღო იმისთვის, რომ დამნაშავეს ქვეყანა არ დაეტოვებინა.
"გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ის შეიარაღებული არ არის. არავითარ გარემოებაში არ ეცადოთ მის დაკავებას! გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.
ერის და კუთხის შემარცხვენელი....
აბა ჩეხეთში, იმ საქაჯეთში, ცხენები არ ყავთ,რომ მოიპაროს და რა ქნას ბაღანამ, რით გაერთოს! სანამ მისთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს,ხომ უნდა შეიქციოს თავი რამეთი. ჰოდა, ერთობა კაცი და რას ერჩიან ვერ გავიგე.აცალონ გართობა, თუ დემოკრატიას აღარ მისდევენ ევროპაში. სიტყვის და მოქმედების თავისუფლება რამ გაყო.მარტო საქართველოში კი არ უნდა იყო აღვირახსნილი. სადაც გინდა და რაც გინდა, ყველგან უნდა აკეთო, მაშ!