თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.