თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩქას რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. თურქული მედია წერს, რომ ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
სატვირთო ავტომობილი საქართველოში ისკენდერუნის რაიონიდან ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.