სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?
NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?

„ნატო 2030 - ერ­თად ახა­ლი ეპო­ქის­თვის“ - ეს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის უახ­ლე­სი მოხ­სე­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე, 1-2 დე­კემ­ბერს იქნა წარ­დგე­ნი­ლი. რა არის ახა­ლი, რა­ზეც ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­მა­ვა­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რებს კონ­ცენ­ტრი­რე­ბას?

ექ­სპერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბულ 67-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე და არა მხო­ლოდ რუ­სეთ­ზე კეთ­დე­ბა. იქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნატო-მ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ზარ­დოს მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, მათ შო­რის, უფრო კონ­ცენ­ტრირ­დეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, მო­მა­ვა­ლი პან­დე­მი­ე­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის გა­მოწ­ვე­ვებ­თან ბრძო­ლა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, გა­უმკლავ­დეს ჩი­ნე­თი­დან წა­მო­სულ საფრ­თხე­ებს.

კნინ­დე­ბა თუ არა ჩი­ნე­თის წინ წა­მო­წე­ვით რუ­სე­თის როლი და ზო­გა­დად, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ნატო-ს მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში? ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

„ნატო ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და, რა თქმა უნდა, მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ ალი­ან­სის „ტვი­ნი მკვდა­რია“, მთლად ზუს­ტად არ ასა­ხავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს, რო­მე­ლიც მას დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის კუ­თხით აქვს. ეს პრო­ცე­სი, მი­ნის­ტე­რი­ა­ლიც ამას აჩ­ვე­ნებს, რომ ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და როლი კი­დევ უფრო გა­ზარ­დოს, გა­ა­ფარ­თო­ვოს და და­იმ­კვიდ­როს იმ გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შია. ის, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიღ­მაც ნატო-მ უნდა გა­ი­ხე­დოს, აქამ­დეც ასე იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუ­თხით, აქ სი­ახ­ლე ან ნატო-ს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა თუ მიდ­გო­მა არ გვაქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის კუ­თხით სამ­ყა­როს სხვა არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა აქვს.

ის, რომ ჩი­ნეთ­ზე უფრო არის ფო­კუ­სი, თუნ­დაც ამ ექ­სპერტთა ანა­ლიზ­ში, რო­მე­ლიც ნატო-ს ეგი­დი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, არ ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა და ქმე­დე­ბე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბი საფრ­თხეა ნატო-სთვის. პი­რი­ქით, აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ის უბ­რა­ლოდ, აფარ­თო­ვებს იმ არე­ალს, რო­მე­ლიც ალი­ან­სის პერ­სპექ­ტი­ვი­დან გა­მოწ­ვე­ვა და საფრ­თხეა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის. სხვა მხრივ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ნატო-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეც­ვლი­ლა, იმა­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ: ყი­რი­მის ანექ­სია, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, კვლავ რჩე­ბა უთან­ხმო­ე­ბის მთა­ვარ საგ­ნად, მაგ­რამ ეს სა­გა­ნი არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ისე, რომ ეს უკ­რა­ი­ნას ან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით ხელს უშ­ლის. მი­ნის­ტრე­ბის გან­ცხა­დე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რა­საც ანა­ლი­ზის დო­კუ­მე­ნეტ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა ურ­ყე­ვი პრინ­ცი­პია ნატო-სთვის და ჩვენ­თვი­საც სა­ში­ნაო ამო­ცა­ნა კვლავ უც­ვლე­ლია. ასე რომ, ჩი­ნე­თის, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვის და საფრ­თხის და­ყე­ნე­ბა, რა თქმა უნდა, არ გუ­ლის­ხმობს, რომ ნატო თა­ვის ფო­კუსს მთლი­ა­ნად ამ კუ­თხით გა­და­ი­ტანს და არ­სე­ბულ, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო გა­მოწ­ვე­ვებ­ზე თვალს და­ხუ­ჭავს ან პა­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს გო­გუ­ა­ძე.

- მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ალი­ან­სი უნდა შე­ე­ცა­დოს, გა­ა­ფარ­თო­ვოს და გა­აძ­ლი­ე­როს პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან, ”რო­გორც და­უც­ველ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ და რუ­სე­თის მუდ­მი­ვი სა­გა­რეო და შიდა ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან”. ამას­თან, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის დამ­ტკი­ცე­ბას ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი მი­ე­სალ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძლი­ერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. რა იც­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შემ­დგომ?

- „ეს, მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პა­კე­ტი და მისი გა­ნახ­ლე­ბა, მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი არ არის, არა­მედ, უამ­რავ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ითარ­გმნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ერ­თობ­ლი­ვი წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრი, თავ­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აღმშე­ნებ­ლო­ბის სკო­ლა... სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ამ პა­კეტს ბევ­რი ისე­თი ნი­უ­ან­სი და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ე.ი., ეს ჩვენ­თვის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა სა­ყუ­რა­დღე­ბო და პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გის შემ­დგე­ნი: ერთი, რომ რე­ა­ლუ­რად, ჩვენს სის­ტე­მას არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა; მე­ო­რე, ნატო-ს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ფუნ­ქცი­ურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას აჩ­ქა­რებს. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებ­თან ორ­მხრი­ვად აქ­ტი­უ­რად გვი­წევს მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის, პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კუ­თხით. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ეს ნი­უ­ან­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ რო­დე­საც დრო მოვა, ჩვენ ღირ­სე­უ­ლად და­ვი­კა­ვოთ ჩვე­ნი ად­გი­ლი ამ დიდ კლუბ­ში. ეს ძა­ლი­ან კარ­გი ინ­სტრუ­მენ­ტია რო­გორც ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბის­თვის გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლათ, ასე­ვე, ზო­გა­დად, მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საა ხელ­შემ­წყო­ბი. ამას­თა­ნა­ვე, არის პო­ლი­ტი­კუ­რი - რე­ა­ლუ­რად, ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბია, მათი მხარ­და­ჭე­რა პო­ლი­ტი­კუ­რი, იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ ეს შან­სი გა­მო­ი­ყე­ნოს და თუნ­დაც, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კუ­თხით მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, რათა ნატო-სთან პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში წარ­მო­ჩინ­დეს, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი? და რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­ვის ნატო-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაზ­რა­დოს აშშ-ში ახა­ლი - ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოს­ვლამ?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ნატო მხო­ლოდ ია­რა­ღი და ტან­კი არ არის, ის არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კლუ­ბი და ასე ვთქვათ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის დახ­ვე­წის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს ბევრ სა­კითხს, რო­დე­საც ჩვენს წევ­რო­ბა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი. პირ­ველ, რიგ­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საა უკე­თე­სი, თუკი კი­დევ და­მა­ტე­ბით არ­სე­ბით რე­ფორ­მებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რაც შე­საძ­ლოა, შემ­დგომ­ში კი­დევ უფრო და­ეხ­მა­როს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­საც.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, ვფიქ­რობ, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია და მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი უფრო იქ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, გარ­კწ­ვე­ულ­წი­ლად გა­ი­ზარ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ალი­ან­სე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის როლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მრა­ვა­ლი ას­პექ­ტით, ყო­ველ­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი და პარტნი­ო­რია. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბით კი­დევ უფრო გაგ­ვეხ­სნას ბევ­რი გზა მა­ნევ­რი­რე­ბის­თვის. თუმ­ცა, არც ისე უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია რა­ი­მე კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას ხელს უშ­ლი­და, - არა, პი­რი­ქით, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ. შე­სა­ბა­მი­სად, ასე არ უნდა გა­ვი­გოთ, თით­ქოს წინა ად­მი­ნის­ტრა­ცია ნატო-ში ჩვენს ფუნ­ქცი­ურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, აქ მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს, რომ ბა­ი­დე­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უფრო იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვნა­ხოთ, ესეც ჯერ მხო­ლოდ უფრო ვა­რა­უდს ეყ­რდნო­ბა, ვიდ­რე რა­ი­მე არ­სე­ბულ ფაქ­ტებს.

ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე წარ­დგე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი „ადაპ­ტა­ცი­ას“ ეხე­ბო­და, რო­მე­ლიც სხვა თე­მებ­საც, მათ შო­რის, ტექ­ნო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებ­თან ფე­ხის აწყო­ბას გუ­ლის­ხმობს. ნატო მო­მა­ვა­ლი დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის კი­დევ უფორ მე­ტად მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ეც­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
18

ბლა-ბლა-ბლა, რეალურად მხოლოდ შეშფოთება და მერე გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან...

იოსები
10

ნატოზე ნუ ვაკეთებთ გათვლას ნატოში კიდევ დიდი ხანა არ მიგვიღებენ გერმანიის და საფრანგეთის პოზიციების გამოგათვლა უნდა გაკეთდეა ამერიკულ ბაზებზე საქართველოში.საკმარისია ერთი სახმელეთო და ერთი საზვაო ბაზა და რუსეთი სხვანაირად დაცველაპარაკება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?

NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?

„ნატო 2030 - ერთად ახალი ეპოქისთვის“ - ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უახლესი მოხსენებაა, რომელიც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, 1-2 დეკემბერს იქნა წარდგენილი. რა არის ახალი, რაზეც ორგანიზაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში აპირებს კონცენტრირებას?

ექსპერტების მომზადებულ 67-გვერდიან დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გლობალურ საფრთხეებზე და არა მხოლოდ რუსეთზე კეთდება. იქ აღნიშნულია, რომ ნატო-მ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მოქმედების არეალი, მათ შორის, უფრო კონცენტრირდეს კლიმატის ცვლილების, მომავალი პანდემიებისა და ტერორიზმის გამოწვევებთან ბრძოლაზე, მეორე მხრივ კი, გაუმკლავდეს ჩინეთიდან წამოსულ საფრთხეებს.

კნინდება თუ არა ჩინეთის წინ წამოწევით რუსეთის როლი და ზოგადად, როგორ შეიცვლება ნატო-ს მთავარი მიმართულებები მომდევნო 10 წლის განმავლობაში? ამაზე საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი გოგუაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

„ნატო ცოცხალი ორგანიზაციაა და, რა თქმა უნდა, მაკრონის განცხადება, რომ ალიანსის „ტვინი მკვდარია“, მთლად ზუსტად არ ასახავს ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მას დღევანდელი გლობალური პრობლემების გადაჭრის კუთხით აქვს. ეს პროცესი, მინისტერიალიც ამას აჩვენებს, რომ ის ყოველთვის ცდილობს, საკუთარი ადგილი და როლი კიდევ უფრო გაზარდოს, გააფართოვოს და დაიმკვიდროს იმ გლობალური ცვლილებების და გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ურთიერთობებშია. ის, რომ რუსეთის ფედერაციის მიღმაც ნატო-მ უნდა გაიხედოს, აქამდეც ასე იყო, განსაკუთრებით, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით, აქ სიახლე ან ნატო-ს განსხვავებული ხედვა თუ მიდგომა არ გვაქვს. ბუნებრივია, რუსეთის პარალელურად, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით სამყაროს სხვა არაერთი გამოწვევა აქვს.

ის, რომ ჩინეთზე უფრო არის ფოკუსი, თუნდაც ამ ექსპერტთა ანალიზში, რომელიც ნატო-ს ეგიდითაა გაკეთებული, არ ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი გამოწვევებითა და ქმედებებით უფრო ნაკლები საფრთხეა ნატო-სთვის. პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ ის უბრალოდ, აფართოვებს იმ არეალს, რომელიც ალიანსის პერსპექტივიდან გამოწვევა და საფრთხეა წევრი სახელმწიფოებისთვის. სხვა მხრივ რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის ურთიერთობები არ შეცვლილა, იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ: ყირიმის ანექსია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ. ბუნებრივია, კვლავ რჩება უთანხმოების მთავარ საგნად, მაგრამ ეს საგანი არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ ეს უკრაინას ან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით ხელს უშლის. მინისტრების განცხადებიდან დაწყებული, რასაც ანალიზის დოკუმენეტშიც ვკითხულობთ, ღია კარის პოლიტიკა ურყევი პრინციპია ნატო-სთვის და ჩვენთვისაც საშინაო ამოცანა კვლავ უცვლელია. ასე რომ, ჩინეთის, როგორც გამოწვევის და საფრთხის დაყენება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ ნატო თავის ფოკუსს მთლიანად ამ კუთხით გადაიტანს და არსებულ, განსაკუთრებით სამხედრო გამოწვევებზე თვალს დახუჭავს ან პასიურ რეჟიმში გადავა“, - აღნიშნავს გოგუაძე.

- მოხსენებაში ნათქვამია, რომ ალიანსი უნდა შეეცადოს, გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, ”როგორც დაუცველ დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ არიან”. ამასთან, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმა და აღნიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა. რა იცვლება საქართველოსთვის ამ მინისტერიალის შემდგომ?

- „ეს, მათ შორის თანამშრომლობის პაკეტი და მისი განახლება, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ, უამრავ პრაქტიკულ საქმიანობაში ითარგმნება, როგორიცაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა... საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ამ პაკეტს ბევრი ისეთი ნიუანსი და ინსტიტუციური მშენებლობა მოჰყვება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ე.ი., ეს ჩვენთვის რამდენიმე მიმართულებითაა საყურადღებო და პოზიტიური დღის წესრიგის შემდგენი: ერთი, რომ რეალურად, ჩვენს სისტემას არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაუმჯობესებაში ეხმარება; მეორე, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ფუნქციურ ინტეგრაციას აჩქარებს. ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფარგლებში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივად აქტიურად გვიწევს მუშაობა სხვადასხვა პროექტის, პროგრამის შესრულებისა და შეფასების კუთხით. შესაბამისად, ყველა ეს ნიუანსი აუცილებელია იმისთვის, რომ როდესაც დრო მოვა, ჩვენ ღირსეულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ დიდ კლუბში. ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია როგორც ჩვენი მომზადებისთვის გასაწევრიანებლათ, ასევე, ზოგადად, მთლიანად სახელმწიფოებრივი განვითარებისთვისაა ხელშემწყობი. ამასთანავე, არის პოლიტიკური - რეალურად, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნებია, მათი მხარდაჭერა პოლიტიკური, იმავე ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

- რამდენად მნიშვენლოვანია, საქართველომ ეს შანსი გამოიყენოს და თუნდაც, დემოკრატიული კუთხით მაქსიმუმი გააკეთოს, რათა ნატო-სთან პოზიტიურ ჭრილში წარმოჩინდეს, მაგალითად, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ერთპარტიული პარლამენტი? და რამდენად შეიძლება საქართველოსვის ნატო-სთან ინტეგრაციის შესაძლებლობა გაზრადოს აშშ-ში ახალი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამ?

- ბუნებრივია, ნატო მხოლოდ იარაღი და ტანკი არ არის, ის არის დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი და ასე ვთქვათ, დემოკრატიული სისტემის დახვეწის პროცესი კიდევ უფრო ამარტივებს ბევრ საკითხს, როდესაც ჩვენს წევრობაზე მიდის საუბარი. პირველ, რიგში ჩვენი სახელმწიფოსთვისაა უკეთესი, თუკი კიდევ დამატებით არსებით რეფორმებს განვახორციელებთ, რაც შესაძლოა, შემდგომში კიდევ უფრო დაეხმაროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც.

რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას, ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშემწყობი უფრო იქნება და შეიძლება, გარკწვეულწილად გაიზარდოს საერთაშორისო ალიანსებისა და ორგანიზაციების როლი. საერთაშორისო ურთიერთობებში პატარა სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალი ასპექტით, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და პარტნიორია. ამიტომ, ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა, დამატებით კიდევ უფრო გაგვეხსნას ბევრი გზა მანევრირებისთვის. თუმცა, არც ისე უნდა დავინახოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე კუთხით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ხელს უშლიდა, - არა, პირიქით, ჩვენს სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სექტორში მნიშვნელოვან წარმატებებზე შეიძლება ვისაუბროთ. შესაბამისად, ასე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წინა ადმინისტრაცია ნატო-ში ჩვენს ფუნქციურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა. უბრალოდ, აქ მოლოდინი არსებობს, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა უფრო იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაზე ორიენტირებული, თუმცა ვნახოთ, ესეც ჯერ მხოლოდ უფრო ვარაუდს ეყრდნობა, ვიდრე რაიმე არსებულ ფაქტებს.

ნატო-ს მინისტერიალზე წარდგენილი მოხსენების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი „ადაპტაციას“ ეხებოდა, რომელიც სხვა თემებსაც, მათ შორის, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობას გულისხმობს. ნატო მომავალი დეკადის განმავლობაში, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნებისა და რელევანტურობის კიდევ უფორ მეტად მოდერნიზაციას ეცდება.

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"