"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გამოუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა.
როგორც მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.
"ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.
კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც "პლანს", არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.
რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. „გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გადაწყვეტილებას "ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ".
ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით, გირჩს ფული აქვს აღებული და შედის პარლამენტში ჯაფარას გარეშე, იმისთვის რომ პარტია არ ჩამოიშალოს, ეს უთანხმოება გაითამაშეს, 3 შევა პარლამენტში, ჯაფარა როგორც აბრამის ბატკანი გარეთ დარჩება, თუმცა აღებული ფულიდან ყველაზე დიდი კუში მაგას შეხვდება.
ოღონდ თქვენ მაგ სიკეთე ქენით და გაწევრიანებას ვერ შგპირდებით,
მაგრამა ერთი ორ ხმას ჩემი ოჯახიდანაც მიიღებთ...