პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?
"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბამ­დე ერთი კვი­რა დარ­ჩა - 11 დე­კემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა უნდა გა­ი­მარ­თოს. ამა­სო­ბა­ში მთა­ვა­რი სა­კი­თხი კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია – უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ერ­თპარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი.

ოპო­ზი­ცია ერთი შე­ხედ­ვით, ერ­თი­ა­ნო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და პრინ­ცი­პუ­ლი რჩე­ბა მისი იდე­ის – რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ. ლი­დე­რე­ბის თქმით, დღეს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა პო­ლი­ტი­კურ თვით­მკვლე­ლო­ბას ნიშ­ნავს თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ, რომ ამ ერთ კვი­რა­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით ცალ­კე­ულ პარ­ტი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა, "ოც­ნე­ბა" ყვე­ლა­ფერს ეც­დე­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვა­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო სტა­ტუს-კვო და სა­ბო­ლო­ოდ, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტით წარ­დგეს.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა მე­სა­მე რა­უნ­დის წინ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ რი­გებ­ში ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მყა­რად დგა­ნან ბო­ი­კო­ტის იდე­ა­ზე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "ოც­ნე­ბის­თვის" ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა წი­თე­ლი ხა­ზია და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გა­მო­ნათ­ქვამს თუ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, "ზო­გი­ერ­თებს მა­ინც მო­უ­წევთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლა და პარ­ლა­მენ­ტი არ დარ­ჩე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლი".

რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, თა­ვი­სი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად "ოც­ნე­ბას" 10 კა­ცის გა­და­ბი­რე­ბა სჭირ­დე­ბა და ამას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ელ­ჩე­ბის გზით "მო­აგ­ვა­რებს".

"დღეს თით­ქმის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "გირ­ჩიც" სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­შა­ლა. იქეთ უსუ­ფაშ­ვი­ლი უკი­ჟი­ნებს შეს­ვლა­ზე "ლე­ლოს". ამ სა­კი­თხზე ყვე­ლა­ზე დიდი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია". რო­გორც ვიცი, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის დიდი სურ­ვი­ლი აქვთ პარ­ტი­უ­ლი სიის შე­და­რე­ბით ცნო­ბად სა­ხე­ებს და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ასე მაგ. და­ვით ხა­ჯიშ­ვილს, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძეს, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვილს... ამ სამ­ზე ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ აპი­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას.

არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ანი წით­ლი­ძეც და სხვა შე­და­რე­ბით ცნო­ბი­ლი სა­ხეც "ცდუნ­დეს და გა­ტყდეს". ძა­ლი­ან უნ­დათ დე­პუ­ტა­ტო­ბა ბიზ­ნეს­მენ დე­პუ­ტა­ტებ­საც მაგ. ჩო­ჩელს. აქ ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს. მათ ფული აქვთ გა­დახ­დი­ლი იმა­ში, სი­ა­ში რომ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ - ზოგს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი, ზოგს - მე­ტიც. არაც­ნო­ბა­დებს ბიზ­ნე­სი და ჩა­დე­ბუ­ლი ფული ადარ­დებთ.

ამას­თან, აქ ელ­ჩე­ბის ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლე­ბიც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, თქვენ თუ არ შე­დი­ხართ, მა­შინ სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბი­თო. "ოც­ნე­ბა­საც" მწვა­ნე ენ­თე­ბა და პარ­ტი­ე­ბი თუ პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­ლენ, და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტით იმუქ­რე­ბა.

აქ მი­ლი­ო­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი 4 წლის მან­ძილ­ზე 13 მი­ლი­ონს კარ­გა­ვენ. გარ­და ამი­სა, არის ერთი სი­ახ­ლეც - ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში "სა­ხალ­ხო პარ­ტია" ნაც­მოს თა­ვი­სი ფრაქ­ცი­ი­დან გა­ძე­ვე­ბას უპი­რებს და სა­ა­მი­სოდ სა­ბა­ბი უნდა. სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ში ისე­დაც დიდი ხა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა, იქ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი აღი­ზი­ა­ნებთ, რა­ხა­ნია ის ჩა­მო­წე­რი­ლია და ახლა მი­ზე­ზი ეძ­ლე­ვა, თა­ვი­სი რი­გე­ბი­დან ნაც­მო გა­რი­ცხოს" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს წყა­რო.

პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "ამ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ბერ­კე­ტი ოპო­ზი­ცი­ის ხელ­ში ის არის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტით და­ტო­ვონ. მათ შეს­ვლას პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, თუ შედ­გე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და ეს წე­რი­ლო­ბით გა­ფორმ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით. აქაც არის რის­კი - ვე­რა­ნა­ი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა ვერ დად­გე­ბა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი უნდა შე­იქ­მნას, რომ პარ­ლა­მენ­ტი და უკვე არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვონ, მაგ­რამ ეს მოგ­ვა­რე­ბა­დია, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა მსგავ­სი რამ.

"ოც­ნე­ბის" ამო­ცა­ნაა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვა­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო სტა­ტუს-ქვო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოს­ვლამ­დე: ანუ და­ახ­ვედ­როს 9 პარ­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი და ამ პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ელა­პა­რა­კოს მას, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­უბ­რე­ბი ამის შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე, არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. ოპო­ზი­ცი­ის მიერ წა­გე­ბუ­ლი პლე­ბის­ცი­ტი კი სულ მცი­რე 4 წლით გა­უმ­ყა­რებს "ოც­ნე­ბას" შე­უ­ვალ სა­ხე­ლი­სუფ­ლო ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და და­ა­სა­მა­რებს ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც, მოვ­ლე­ნა­თა ამ სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­დევ­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან და გა­ნი­დევ­ნე­ბა კი­დეც!".

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალხი
10

მაგის დარდი სად ექნებათ ამათ, ესენი ხომ დღედაღამე მხოლოდ ჩემზე ზრუნავენ?

კოლია ახობაძე
28

პარლამენტში შევლენ: 2 რესპი ქ-ნი ჩოჩელი, ხაბულიანი, გუბაზი ნაცებიდან; ახვლედიანი, შავგულიძე და სიის მე-5 ნომერი აჭარიდან, ვაშაძე და მისი 3 წევრი, ელისაშვილი-იოსელიანი... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი კვირა დარჩა - 11 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. ამასობაში მთავარი საკითხი კვლავ გაურკვეველია – უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება, თუ მრავალპარტიული.

ოპოზიცია ერთი შეხედვით, ერთიანობას ინარჩუნებს და პრინციპული რჩება მისი იდეის – რიგგარეშე არჩევნების მიმართ. ლიდერების თქმით, დღეს პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს თუმცა, კულუარებში საუბრობენ, რომ ამ ერთ კვირაში ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ცალკეულ პარტიებთან მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, "ოცნება" ყველაფერს ეცდება თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-კვო და საბოლოოდ, მრავალპარტიული პარლამენტით წარდგეს.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ოპოზიციის ლიდერები თავადაც აღნიშნავენ, რომ მათ რიგებში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამბობენ, რომ მყარად დგანან ბოიკოტის იდეაზე. როგორც აღმოჩნდა, "ოცნებისთვის" ხელახალი არჩევნების ჩატარება წითელი ხაზია და მამუკა მდინარაძის გამონათქვამს თუ მოვიშველიებთ, "ზოგიერთებს მაინც მოუწევთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული".

როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, თავისი მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს".

"დღეს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. "გირჩიც" სწორედ ამ მიზეზით დაიშალა. იქეთ უსუფაშვილი უკიჟინებს შესვლაზე "ლელოს". ამ საკითხზე ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა "ნაციონალურ მოძრაობაშია". როგორც ვიცი, პარლამენტში შესვლის დიდი სურვილი აქვთ პარტიული სიის შედარებით ცნობად სახეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასე მაგ. დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძეს, რამაზ ნიკოლაიშვილს... ამ სამზე ნამდვილად ვიცი, რომ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

არაა გამორიცხული ანი წითლიძეც და სხვა შედარებით ცნობილი სახეც "ცდუნდეს და გატყდეს". ძალიან უნდათ დეპუტატობა ბიზნესმენ დეპუტატებსაც მაგ. ჩოჩელს. აქ ყველას თავისი ინტერესი აქვს. მათ ფული აქვთ გადახდილი იმაში, სიაში რომ მოხვედრილიყვნენ - ზოგს ნახევარი მილიონი, ზოგს - მეტიც. არაცნობადებს ბიზნესი და ჩადებული ფული ადარდებთ.

ამასთან, აქ ელჩების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს ეუბნებიან, თქვენ თუ არ შედიხართ, მაშინ სრულ იზოლაციაში იქნებითო. "ოცნებასაც" მწვანე ენთება და პარტიები თუ პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება.

აქ მილიონებზეა საუბარი, მაგ. ნაციონალები 4 წლის მანძილზე 13 მილიონს კარგავენ. გარდა ამისა, არის ერთი სიახლეც - ევროპარლამენტში "სახალხო პარტია" ნაცმოს თავისი ფრაქციიდან გაძევებას უპირებს და საამისოდ საბაბი უნდა. სახალხო პარტიაში ისედაც დიდი ხანია სერიოზული უკმაყოფილებაა, იქ მიშა სააკაშვილის ფაქტორი აღიზიანებთ, რახანია ის ჩამოწერილია და ახლა მიზეზი ეძლევა, თავისი რიგებიდან ნაცმო გარიცხოს" - უყვება AMBEBI.GE-ს წყარო.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ "ამ ვითარებაში ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციის ხელში ის არის, რომ "ქართული ოცნება" ერთპარტიული პარლამენტით დატოვონ. მათ შესვლას პარლამენტში გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ შედგება მოლაპარაკება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და ეს წერილობით გაფორმდება დიპლომატების თანდასწრებით. აქაც არის რისკი - ვერანაირი ხელშეკრულება კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება, ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად ხელოვნური კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ პარლამენტი და უკვე არჩეული მთავრობა დაითხოვონ, მაგრამ ეს მოგვარებადია, მხოლოდ საქართველოში არ ხდება მსგავსი რამ.

"ოცნების" ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე: ანუ დაახვედროს 9 პარტიანი პარლამენტი და ამ პოზიციებიდან ელაპარაკოს მას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლება. ყველანაირი საუბრები ამის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულობაზე იქნება საფუძველს მოკლებული. ოპოზიციის მიერ წაგებული პლებისციტი კი სულ მცირე 4 წლით გაუმყარებს "ოცნებას" შეუვალ სახელისუფლო ლეგიტიმაციას და დაასამარებს ოპოზიციას, რომელიც, მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა განიდევნოს პოლიტიკური სივრციდან და განიდევნება კიდეც!".

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"