პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ზურას წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა..." - ვახტანგ მეგრელიშვილი "გირჩში" არსებულ სიტუაციასა და ჯაფარიძის გამიჯვნაზე
"მე და ზურას წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა..." - ვახტანგ მეგრელიშვილი "გირჩში" არსებულ სიტუაციასა და ჯაფარიძის გამიჯვნაზე

"გირ­ჩის“ წევ­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას სურს დრო­უ­ლად და ზუს­ტად გა­ი­გოს, თუ რა­ტომ მი­ი­ღო პარ­ტია „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, მას და ზურა ჯა­ფა­რი­ძეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ეს არას­დროს ეხე­ბო­და გარე სა­კი­თხებს და სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას.

"მთა­ვა­რი, რაც მე მა­წუ­ხებს არის ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ირ­კვეს ეს პრობ­ლე­მა. ჩვენ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ოთხი­ვემ ისე­ვე გა­ვაგ­რძე­ლოთ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც აქამ­დე სრულ­ფა­სოვ­ნად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ჩემი პა­სუ­ხი არის ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად და სწრა­ფად მინ­და გა­ვი­გო, რაში მდგო­მა­რე­ობს კონ­კრე­ტუ­ლად ამ წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არ­სი. მე არ მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად გა­ვა­კე­თო. მინ­და, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ვი­ა­რო თი­თო­ე­უ­ლი პრობ­ლე­მა“,-გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის თუ არა „გირჩში“ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „ეს აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა“.

"ის, რომ იაგო მოყ­ვა­ნი­ლი იყო სა­ბა­ბად, ამის არ მჯე­რა. სხვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მგო­ნია. ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს პირ­ვე­ლი ეგ კი­თხვა გიჩ­ნდე­ბათ. პირ­ვე­ლი, რაც ზურა ჯა­ფა­რი­ძემ უნდა და­ა­ზუს­ტოს, ეგ სა­კი­თხია. უამ­რა­ვი კი­თხვა მაქვს, რად­გან მე და ზურა ჯა­ფა­რი­ძეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ეს არას­დროს ეხე­ბო­და გარე სა­კი­თხებს და ჩვენს სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას“,-გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. „გირ­ჩის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ მი­ი­ღო. რო­გორც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას „ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და, მათ შო­რის ის, რომ ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ უგებ­დნენ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"მე და ზურას წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა..." - ვახტანგ მეგრელიშვილი "გირჩში" არსებულ სიტუაციასა და ჯაფარიძის გამიჯვნაზე

"მე და ზურას წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა..." - ვახტანგ მეგრელიშვილი "გირჩში" არსებულ სიტუაციასა და ჯაფარიძის გამიჯვნაზე

"გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას სურს დროულად და ზუსტად გაიგოს, თუ რატომ მიიღო პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება.

მეგრელიშვილის თქმით, მას და ზურა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ეს არასდროს ეხებოდა გარე საკითხებს და საჯარო პოზიციონირებას.

"მთავარი, რაც მე მაწუხებს არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს ეს პრობლემა. ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ოთხივემ ისევე გავაგრძელოთ ამ პროცესში მონაწილეობა, როგორც აქამდე სრულფასოვნად ვმონაწილეობდით. ჩემი პასუხი არის ის, რომ რაც შეიძლება ზუსტად და სწრაფად მინდა გავიგო, რაში მდგომარეობს კონკრეტულად ამ წინადადების შინაარსი. მე არ მინდა, რომ ყველაფერი ერთდროულად გავაკეთო. მინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარო თითოეული პრობლემა“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით არის თუ არა „გირჩში“ აზრთა სხვადასხვაობა, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აქამდე არასდროს ყოფილა“.

"ის, რომ იაგო მოყვანილი იყო საბაბად, ამის არ მჯერა. სხვა რეალური მიზეზი მგონია. ყველა ჟურნალისტს პირველი ეგ კითხვა გიჩნდებათ. პირველი, რაც ზურა ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს, ეგ საკითხია. უამრავი კითხვა მაქვს, რადგან მე და ზურა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა, მაგრამ ეს არასდროს ეხებოდა გარე საკითხებს და ჩვენს საჯარო პოზიციონირებას“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. „გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ“.

"ყველა ერთად იყო, როცა მტრის წინაშე "შარვალი ჩაიხადეს", დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი" - გია ვოლსკი "გირჩზე"

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე