მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შედეგით დასრულდა ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა? - "ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი..."
რა შედეგით დასრულდა ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა? - "ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ად­გი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და ელ­ჩე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ამ მო­დე­რა­ტო­რებს კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის მათი ხედ­ვის დე­ტა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი წა­რუდ­გი­ნა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა წე­რია ამ დო­კუ­მენ­ტში, ბო­კე­რი­ამ ამის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"ჩვენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი მი­ვა­წო­დეთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც სა­ჯა­რო­დაც ცნო­ბი­ლია და რაც ჩვენ­თვის არის პრინ­ცი­პუ­ლი, რა­შიც სი­ახ­ლე არ არის, ანუ ფუნ­და­მენ­ტურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. ვე­ლო­დე­ბით ბუნ­დო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის ნაც­ვლად, ასე­ვე სრულ­ფა­სო­ვან დო­კუ­მენტს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ მო­ვი­ტა­ნეთ წე­რი­ლო­ბით სრულ­ფა­სო­ვა­ნი წი­ნა­და­დე­ბა და ახლა ვე­ლო­დე­ბით მათ წე­რი­ლო­ბით სრულ­ფა­სო­ვან პა­სუხს. თუ რა­ი­მე მი­ნი­მა­ლუ­რი სურ­ვი­ლი აქვთ ივა­ნიშ­ვილ­სა და მის გა­რე­მოც­ვას, რომ ეძე­ბოს გა­მო­სა­ვა­ლი კრი­ზი­სი­დან, სწრა­ფად უნდა და­დოს გა­მო­სა­ვა­ლი მა­გი­და­ზე და თა­ვი­სი სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა, სწო­რედ ისე, რო­გორც ეს გა­ა­კე­თა ოპო­ზი­ცი­ამ.

ამ ეტაპ­ზე მო­დე­რა­ტო­რე­ბის პო­ზი­ცი­აც ეს არის და ისე­დაც სწო­რია, რომ დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვი­დეთ, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორც უნდა გა­მო­ვი­დეთ ამ კრი­ზი­სი­დან, უც­ვლე­ლია,“- გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

"ლე­ლოს" ლი­დე­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა არის უც­ვლე­ლი, ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შედ­გე­ბა თუ მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

„დღეს ჩვენ მო­ვი­ტა­ნეთ შე­ჯე­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა­თა პა­კე­ტი. ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი არ შეც­ვლი­ლა, ეს არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ უამ­რა­ვი სხვა სა­კი­თხია ამ პა­კეტ­ში. ჩვენ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­მა ელ­ჩებ­მა გვთხო­ვეს, რომ მიგ­ვე­ცა დრო და­ახ­ლო­ე­ბით 2 დღე, სა­ნამ ჩვენ მი­ვი­ღებთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას და ამის მერე იმე­დია, რომ მოხ­დე­ბა მე­სა­მე რა­უნ­დი, სა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯერ­დე­ბა ან არ შე­ჯერ­დე­ბა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით უახ­ლო­ეს ორ დღე­ში ამ შეხ­ვედ­რას. თუ არ იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, თუ არ შე­იც­ვა­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რად სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი და დღე­ვან­დე­ლი ცეს­კოს შე­მად­გენ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შედ­გე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცია დღეს ელ­ჩებ­თან კონ­კრე­ტუ­ლი და შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით მი­ვი­და.

„ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ არ ვი­ლა­პა­რა­კოთ დე­ტა­ლებ­ზე. მარ­თლა ვი­ტან­ჯე­ბი მეც, ვიცი, რომ თქვენც იტან­ჯე­ბით, მაგ­რამ გვაქვს სი­ტყვა ნათ­ქვა­მი, რომ ამა­ზე ღიად ვერ ვი­ლა­პა­რა­კებთ. ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი, შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით მო­ვე­დით, კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბით, რა­საც ელ­ჩე­ბი გა­აც­ნო­ბენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. სულ რომ ჯვარს მაც­ვათ, დე­ტა­ლებს ვერ გე­ტყვით, იმი­ტომ, რომ სი­ტყვა გვაქვს ნათ­ქვა­მი. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­სუხს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით კი არა, იმ ფორ­მა­ტით, რა ფორ­მატ­შიც მი­დის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

„ქარ­თუ­ლი ონე­ბის­გან“ კომ­პრო­მისს და დათ­მო­ბას რომ არ ვე­ლო­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, არც ჩვენ ვართ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, რომ გვეწ­ვა­ლა და არც ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი არი­ან პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, რომ ვაწ­ვა­ლებ­დეთ. უზარ­მა­ზარ შრო­მას ეწე­ვი­ან, უზარ­მა­ზა­რი დრო და რე­სურ­სი აქვთ გა­მო­ყო­ფი­ლი იმის­თვის, რომ ნელ-ნელა მი­დი­ო­დეს ეს პო­რო­ცე­სი წინ. რა თქმა უნდა, ორი­ვე­ნი ვართ გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი, ცალ­კე ოპო­ზი­ცია და ცალ­კე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ელ­ჩე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ცალ­კე რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი გა­დაგ­ვად­გმე­ვი­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა კობა ნა­ყო­ფი­ა­მაც.

"დღეს იყო გაც­ვლა პო­ზი­ცი­ე­ბის, ბა­ტონ გრი­გოლს და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და სხვა შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის, სხვა სა­ელ­ჩო­ებ­თან. შემ­დეგ რა­უნ­დზე იხი­ლავთ ბა­ტონ გრი­გოლს და მინ­და გი­თხრათ და და­გამ­შვი­დოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს გა­და­ე­ცა ელ­ჩებს, არის სრუ­ლი­ად შე­თან­ხმე­ბუ­ლი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან. დღეს პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე იყო ამ წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვა და ერ­თხმად და­დას­ტურ­და ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მივ­მარ­თეთ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს და გრი­გოლ ვა­შა­ძე არა­თუ საქ­მის კურ­სშია, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. დღეს მას ჰქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე იზი­ა­რებს ყვე­ლა იმ პო­ზი­ცი­ას, რა პო­ზი­ცი­ა­საც იზი­ა­რებს პარ­ტია, ის გახ­ლავთ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გა­რე­შე არც მაქვს უფ­ლე­ბა სხვა წი­ნა­და­დე­ბე­ბით მო­ვი­დე,“- გა­ნა­ცხა­და ნა­ყო­ფი­ამ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თარ დო­კუ­მენ­ტებს მას შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლო­ბით შე­თან­ხმე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

"ჩემი აზ­რით, დღეს ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა იყო, ჩვე­ნი მხრი­დან სო­ლი­დუ­რი ნა­ბი­ჯია გა­დად­გმუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ შე­თან­ხმე­ბა მოხ­დეს, ის რა­საც ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი გვთხოვ­დნენ. ჩვენ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ ამ დო­კუ­მენ­ტებს მას შემ­დეგ, რაც სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლო­ბით შე­თან­ხმე­ბას მი­ვი­ღებთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლამ ერ­თად სა­ჯა­როდ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ სად არის ის შე­თან­ხმე­ბის შუ­ა­ლე­დი, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდეს. ალ­ბათ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე მოგ­ვი­წევს და­ლო­დე­ბა და ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჯა­როდ უნდა გა­მო­ვი­დეთ. პი­რა­დად ჩემი თხოვ­ნა იყო, რომ სა­ჯა­როდ დაგ­ვე­წყო დის­კუ­სია ყვე­ლა სა­კი­თხზე, ეს ორი დღე გვთხო­ვეს მე­დი­ა­ტო­რებ­მა და ამის შემ­დეგ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ ყვე­ლა­ფერს“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
29

სიტყვა გაქვთ ნათქვამი გრანტიჭამია ოპოზიციას ერთმანეთშუ რა არ გაგიტეხიათ აქანდე თუ როგორ არის საქმე 

m
30

ოპოზიცია არა კვახი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შედეგით დასრულდა ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა? - "ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი..."

რა შედეგით დასრულდა ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა? - "ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი..."

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ოპოზიციამ მოდერატორებს კრიზისიდან გამოსავლის მათი ხედვის დეტალური დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა კონკრეტულად რა წერია ამ დოკუმენტში, ბოკერიამ ამის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

"ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვიტანეთ წერილობით სრულფასოვანი წინადადება და ახლა ველოდებით მათ წერილობით სრულფასოვან პასუხს. თუ რაიმე მინიმალური სურვილი აქვთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ ეძებოს გამოსავალი კრიზისიდან, სწრაფად უნდა დადოს გამოსავალი მაგიდაზე და თავისი სრულფასოვანი შეთავაზება, სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციამ.

ამ ეტაპზე მოდერატორების პოზიციაც ეს არის და ისედაც სწორია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებში არ შევიდეთ, მითუმეტეს, როდესაც ოპოზიციის შეხედულებების ფუნდამენტური მიმართულებები, თუ როგორც უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, უცვლელია,“- განაცხადა ბოკერიამ.

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ამიტომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვერ შედგება თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში. ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება”, - განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია დღეს ელჩებთან კონკრეტული და შეჯერებული პოზიციით მივიდა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკოთ დეტალებზე. მართლა ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“. სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ პასუხს პრესკონფერენციებით კი არა, იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა.

„ქართული ონებისგან“ კომპრომისს და დათმობას რომ არ ველოდეთ მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ჩვენი ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ეს პოროცესი წინ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამაც.

"დღეს იყო გაცვლა პოზიციების, ბატონ გრიგოლს დაგეგმილი ჰქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის, სხვა საელჩოებთან. შემდეგ რაუნდზე იხილავთ ბატონ გრიგოლს და მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ყველაფერი, რაც დღეს გადაეცა ელჩებს, არის სრულიად შეთანხმებული ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. დღეს პოლიტსაბჭოზე იყო ამ წინადადების განხილვა და ერთხმად დადასტურდა ის წინადადებები, რომლითაც მივმართეთ ფასილიტატორებს და გრიგოლ ვაშაძე არათუ საქმის კურსშია, არამედ მონაწილეობდა. დღეს მას ჰქონდა შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რა პოზიციასაც იზიარებს პარტია, ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარის გარეშე არც მაქვს უფლება სხვა წინადადებებით მოვიდე,“- განაცხადა ნაყოფიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარ დოკუმენტებს მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობით შეთანხმებას მიიღებენ.

"ჩემი აზრით, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ჩვენი მხრიდან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს, ის რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთხოვდნენ. ჩვენ გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტებს მას შემდეგ, რაც საპასუხო წერილობით შეთანხმებას მივიღებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ სად არის ის შეთანხმების შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ უნდა გამოვიდეთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

მთავრობის განახლებული შემადგენლობა ცნობილია - ვინ იქნება ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში?