პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზები გაიყო, მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა" - ჯაფარიძის პირველი კომენტარი "გირჩში" არსებულ უთანხმოებაზე
"გზები გაიყო, მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა" - ჯაფარიძის პირველი კომენტარი "გირჩში" არსებულ უთანხმოებაზე

"გირ­ჩის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ "გირ­ჩი" არ და­უ­ტო­ვე­ბია და პარ­ტი­ის ლი­დე­რად რჩე­ბა.

ამას­თან, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­ა­დას­ტუ­რა, რომ პარ­ტი­ა­ში დიდი ხა­ნია არ­სე­ბობ­და უთან­ხმო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უთან­ხმო­ე­ბის მი­ზეზს, რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა "გა­რეთ არაფ­რის გა­მო­ტა­ნას არ აპი­რებს".

„მე პარ­ტია არ და­მი­ტო­ვე­ბია, რა პო­ზი­ცი­აც აქ იყო ოპო­ზი­ცი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „გირჩში“ ერ­თი­ა­ნო­ბაა. რაც სტა­ტუს­ში დავ­წე­რე, ახ­ლაც იგი­ვეს თქმა შე­მიძ­ლია. ჩემი და ამ ადა­მი­ნე­ბის გზე­ბი გა­ი­ყო, და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლა თემა არაა. პარ­ტია არც მე ვარ და არც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინ იქ­ნე­ბა „გირჩში“, ამას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წლე­ბი, დრო, ენერ­გია და ფული აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი „გირჩში“. ვრჩე­ბი „გირ­ჩის“ ლი­დე­რად. იყო პი­რო­ბე­ბი, რა პი­რო­ბებ­შიც ამ ადა­მი­ა­ნებს ვთა­ვა­ზობ­დი, რომ ერ­თად საქ­მის კე­თე­ბა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა, რა­ზეც მი­თხრეს, რომ ეს პი­რო­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, ამის შემ­დეგ და­ვამ­თავ­რე ამ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი ”, - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „გირ­ჩის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე სამ თა­ნა­პარ­ტი­ელს ემიჯ­ნე­ბა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­თან, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­თან და იაგო ხვი­ჩი­ას­თან აღარ გა­აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
63

.. ტიპიური, შულერი, ახლა აღარ უნდა ამ ხალხან ურთიერთობა!!! უფრო მსუყე შეთავაზეს, ,,აზიური''!!! Кидала !!! ამათ ხმა როგორ მიეცით , და თუ მიეცით,რატომ იქნებ აგვიხსნათ, აგვხილოთ თვალები!!!

გია
1

ყოჩაღ ბიჭებო დაიქსაქსეთ და პარლამენტსაც არ გაეკაროთ, რაც ნაკლებად გიხილავთ მით უმჯობესია...

ავტორი:

"გზები გაიყო, მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა" - ჯაფარიძის პირველი კომენტარი "გირჩში" არსებულ უთანხმოებაზე

"გზები გაიყო, მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა" - ჯაფარიძის პირველი კომენტარი "გირჩში" არსებულ უთანხმოებაზე

"გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "გირჩი" არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პარტიაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ პარტიაში დიდი ხანია არსებობდა უთანხმოება. რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა "გარეთ არაფრის გამოტანას არ აპირებს".

„მე პარტია არ დამიტოვებია, რა პოზიციაც აქ იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი მაგასთან დაკავშირებით, „გირჩში“ ერთიანობაა. რაც სტატუსში დავწერე, ახლაც იგივეს თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამინების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა. პარტია არც მე ვარ და არც ეს ადამიანები, ვინ იქნება „გირჩში“, ამას მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული „გირჩში“. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. იყო პირობები, რა პირობებშიც ამ ადამიანებს ვთავაზობდი, რომ ერთად საქმის კეთება გაგვეგრძელებინა, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები მიუღებელი იყო, ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან საუბარი ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვფიქრობ, ბანკები პოლიციამ ან დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვან" - რას წერს კახიშვილი?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?