პარტნიორები:
    ავტორი:

    ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადონ - რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ბანკზე თავდამსხმელის შესახებ

    ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადონ - რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ბანკზე თავდამსხმელის შესახებ

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, გომელაურმა ასე უპასუხა: "ალბათ გამოვაცხადებთ“.

    რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს.

    მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა.

    "შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ“, - განაცხადა გომელაურმა.

    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა

    "არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

    "ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური