საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?
"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბით იყე­ნებ­დნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს, თით­ქოს და ისი­ნი ვი­ზე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ისი­ნი ახ­სე­ნე­ბენ პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ხე­ლებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ღე­რალ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი ჯიმი მა­ქა­ცა­რი­აა. AMBEBI.GE მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს, გია ჯა­ჯა­ნი­ძე­სა და გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე: "ეს ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­შიო. ხში­რად თან­ხის დაკ­ლე­ბა­ზეც კი და­უ­რე­კავთ, იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ეს თემა. და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა, ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რას მი­ვაკ­ვლევ­დი. დღეს რომ და­მი­რე­კეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

თა­ვი­დან მარ­თლა შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რა ვიზა, ერთხელ ქალ­მა რომ და­მი­რე­კა, ვკი­თხე, რა გი­თხრეს, რამ­დენს ვი­ღებ-თქო და 20 ათას დო­ლარს და იქ­ნებ და­მიკ­ლოო. ბოლო დროს ამე­რი­კის ელჩთან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ხა­რა­გა­ულ­ში და რომ ნა­ხეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, უფრო და­ი­ჯე­რეს. ვუხ­სნი­დი ამ ხალ­ხს, ასე­თი რამე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენც რომ მივ­დი­ვართ, „იმე­დი“ ამოწ­მებს-თქო სა­ბუ­თებს. ბო­ლოს აღარც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ვინ­მეს და­ი­ჭერ­დნენ და გა­ირ­კვე­ო­და ეს ადა­მი­ა­ნი. აქვე ვიცი, რომ მარ­ტო ჩემ­ზე არა, ბევრ სხვა პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ვი­ზის გა­კე­თე­ბა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­კი­თხონ. კი არ უნდა ვამ­ბობ­დე, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ რაც მე სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე...

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე: "მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რომ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ თე­მა­ზე, ჩე­მამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა და არ­ვის და­უ­რე­კავს. მი­ხა­რია, რომ ჩემ სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას ზი­ა­ნი არ მი­ად­გა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­აშ­კა­რავ­და. არ ვიც­ნობ მაგ და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს, მი­თხრეს, რომ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი­აო. სუ­რათ­ზე რომ მაჩ­ვე­ნეს, ვერ ვი­ცა­ნი".

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი: "მე ვიც­ნობ ჯიმი მა­ქა­ცა­რი­ას, და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს. პრო­დი­უ­სე­რი არ ყო­ფი­ლა ჩემი, ვახ­ლობ­ლობ­დით, კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, პი­რად საქ­მე­ებ­ში არ ვე­რე­ო­დით. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ასეთ საქ­მე­ებ­ში თუ იყო. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, ცოლი ჰყავს, ავად­მყო­ფი დედა და ორი ბავ­შვი. რო­გორც მე­გო­ბა­რი - გა­და­სა­რე­ვი, ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­ო­რე მხა­რე არც ვი­ცო­დით. სახ­ლიც კი არ აქვს ბიჭს, შე­მიძ­ლია შვი­ლიშ­ვი­ლი და­ვი­ფი­ცო, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. რა­ი­მე შე­მო­სა­ვა­ლი თუ ჰქონ­და, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მიხ­დი­და ჰო­ნო­რარს და გას­ტრო­ლებ­ზეც წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ.

ქალი სა­ერ­თოდ არ ვიცი ვინ არის, ჩვე­ნი წრის არ არის. არც სა­კუ­თარ­მა დე­დამ და ცოლ­მა არ იცი­ან. გუ­შინ და­მი­რე­კეს, რომ პო­ლი­ცია და­ად­გა და ჯიმი აიყ­ვა­ნე­სო. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო შო­უ­ბიზ­ნე­სი, ბოლო დროს თა­ვა­დაც და­ი­წყო სიმ­ღე­რა. ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს მე­გობ­რებ­ში და ახ­ლობ­ლებ­ში და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორ გა­ეხ­ვა ამ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში".

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგლა რჯუნაშვილი
26

ხალხო ჩავარდით კლოუნების ხელში და ჯერ სადა ხართ!

მდაა
6

როცა "კაი პონტშია" ვინმე, ყველა იცნობს და როცა გამოიჭერენ, აღარავინ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მოტყუებით იყენებდნენ ცნობილი ადამიანების სახელებს, თითქოს და ისინი ვიზების დამზადებაში ეხმარებოდნენ. ფარულ ჩანაწერში ისინი ახსენებენ პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და ტელეწამყვან გიორგი ჯაჯანიძის სახელებს.

დაკავებული მამაკაცი მომღერალ გია სურამელაშვილის ახლო მეგობარი, ღონისძიებების ორგანიზატორი და მომღერალი ჯიმი მაქაცარიაა. AMBEBI.GE მომხდართან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად ნოე სულაბერიძეს, გია ჯაჯანიძესა და გია სურამელაშვილს დაუკავშირდა.

გია ჯაჯანიძე: "ეს ამბავი დიდი ხანია ვიცოდი, თავიდან შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო. ხშირად თანხის დაკლებაზეც კი დაურეკავთ, იმდენად გავრცელებული იყო ეს თემა. დავიწყე გამოძიება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ რას მივაკვლევდი. დღეს რომ დამირეკეს ჟურნალისტებმა, მითხრეს, რომ დაკავებულები არიან.

თავიდან მართლა შოკში ჩავვარდი, რა ვიზა, ერთხელ ქალმა რომ დამირეკა, ვკითხე, რა გითხრეს, რამდენს ვიღებ-თქო და 20 ათას დოლარს და იქნებ დამიკლოო. ბოლო დროს ამერიკის ელჩთან ჩავწერე ინტერვიუ ხარაგაულში და რომ ნახეს ტელევიზიით, უფრო დაიჯერეს. ვუხსნიდი ამ ხალხს, ასეთი რამე როგორ შეიძლება, ჩვენც რომ მივდივართ, „იმედი“ ამოწმებს-თქო საბუთებს. ბოლოს აღარც ვნერვიულობდი, ველოდებოდი, რომ ვინმეს დაიჭერდნენ და გაირკვეოდა ეს ადამიანი. აქვე ვიცი, რომ მარტო ჩემზე არა, ბევრ სხვა პოპულარულ ადამიანზეც ამბობდნენ, რომ ეხმარებოდნენ ვიზის გაკეთებაში.

ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია სამართალდამცავი ორგანოებიდან, სიამოვნებით დამკითხონ. კი არ უნდა ვამბობდე, რომ ადამიანის დაჭერა გამიხარდა, მაგრამ რაც მე სტრესი გადავიტანე...

ნოე სულაბერიძე: "მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ პირველად გავიგე ამ თემაზე, ჩემამდე არავინ მოსულა და არვის დაურეკავს. მიხარია, რომ ჩემ სახელსა და რეპუტაციას ზიანი არ მიადგა და ყველაფერი გამოაშკარავდა. არ ვიცნობ მაგ დაკავებულ ადამიანს, მითხრეს, რომ გია სურამელაშვილის ყოფილი პროდიუსერიაო. სურათზე რომ მაჩვენეს, ვერ ვიცანი".

გია სურამელაშვილი: "მე ვიცნობ ჯიმი მაქაცარიას, დაკავებულ მამაკაცს. პროდიუსერი არ ყოფილა ჩემი, ვახლობლობდით, კარგი მეგობარი იყო, პირად საქმეებში არ ვერეოდით. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთ საქმეებში თუ იყო. ძალიან შეწუხებული ვარ, ცოლი ჰყავს, ავადმყოფი დედა და ორი ბავშვი. როგორც მეგობარი - გადასარევი, ტკბილი ადამიანია. მისი საქმიანობის მეორე მხარე არც ვიცოდით. სახლიც კი არ აქვს ბიჭს, შემიძლია შვილიშვილი დავიფიცო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რაიმე შემოსავალი თუ ჰქონდა, კეთილსინდისიერად მიხდიდა ჰონორარს და გასტროლებზეც წავუყვანივარ.

ქალი საერთოდ არ ვიცი ვინ არის, ჩვენი წრის არ არის. არც საკუთარმა დედამ და ცოლმა არ იციან. გუშინ დამირეკეს, რომ პოლიცია დაადგა და ჯიმი აიყვანესო. ჩვენი საქმიანობა იყო შოუბიზნესი, ბოლო დროს თავადაც დაიწყო სიმღერა. ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს მეგობრებში და ახლობლებში და გაოგნებულები ვართ, როგორ გაეხვა ამ მაქინაციებში".