სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"
"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

მე პი­რა­დად გა­ვეც­ნო­ბი ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და დღე­ე­ბი ოჯა­ხის ექიმ­მა არ და­რე­კა პა­ცი­ენ­ტთან, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს, მის­თვის მსგავ­სი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­წო­დე­ბა სთხო­ვა და ამას­თა­ნა­ვე გან­მარ­ტა, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა, იმის­თვის, რომ არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტის ზარი უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩეს.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, შემ­თხვე­ვე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად მა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სის­ტე­მა ახლა ბევ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია.

„მე ვფიქ­რობ, ჩვენ ყვე­ლამ უფრო მეტი დე­ტა­ლი უნდა ვი­ცო­დეთ იმა­ზე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა და რამ­დე­ნი გა­და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ზა­რებ­ზე არ იყოს. მე პი­რა­დად გა­ვეც­ნო­ბი ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და დღე­ე­ბი ოჯა­ხის ექიმ­მა არ და­რე­კა პა­ცი­ენ­ტთან, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი თუ თქვენს ხელ­ში მოხ­ვდა, ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­მი­ზი­ა­რეთ, გა­ვეც­ნო­ბი პი­რა­დად. ამას ვა­კე­თებ პირ­ვე­ლი დღი­დან, რაც ჩვენ ეს სის­ტე­მა გა­ვუშ­ვით და არა მხო­ლოდ მე. რო­დე­საც თა­ვი­დან და­ი­წყო დიდი ნა­კა­დი პა­ცი­ენ­ტე­ბის, რა თქმა უნდა, ამან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­დატ­ვირ­თა 112-ის ხა­ზიც, ოჯა­ხის ექი­მე­ბის ხა­ზიც, მაგ­რამ დღეს ეს არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რო­გორც ოჯა­ხის ექი­მე­ბის დო­ნე­ზე, ასე­ვე სა­მი­ნის­ტრო­ში არის ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია არის, რომ აკონ­ტრო­ლოს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ზა­რე­ბი. ანუ ერთი სა­ა­თის შემ­დეგ თუ რო­მე­ლი­მე ზარი რჩე­ბა უპა­სუ­ხოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ფუნ­ქცი­აა ის, რომ აი­ღოს ეს ზარი, და­ურ­ე­კოს, და­ე­ლა­პა­რა­კოს და და­აბ­რუ­ნოს შემ­დეგ ისევ ოჯა­ხის ექიმ­თან. არის კი­დევ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხელ ხაზ­ზე ხვდე­ბა, ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და თუ მა­ინც დარ­ჩა უპა­სუ­ხო ზარი და ვი­ღაც მი­იჩ­ნევს, რომ უყუ­რა­დღე­ბო­დაა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არის ყო­ველ­თვის მზად, რომ ასე­თი ზა­რე­ბი პი­რა­დად გა­ი­ა­როს და ასეთ პა­ცი­ენ­ტებს გა­ე­წი­ოს შე­სა­ფე­რი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ამას ვამ­ბობ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით,“- გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, მან აღ­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლაფ­რის 100%-იანი სი­ზუს­ტით წი­ნას­წარ და­გეგ­მვა.

„რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცესს, ეს პრო­ცე­სი არის მიმ­დი­ნა­რე და რო­გორც იქ­ნე­ბა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს ბერ­კე­ტი, რომ მიმ­დი­ნა­რე სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვა და გაძ­ლი­ე­რე­ბა იმ სამ­სა­ხუ­რის, რაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. ამ­დე­ნად, 100%-იანი სი­ზუს­ტით ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვა ვე­რას­დროს ვერ ხდე­ბა, არის გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში ხდე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გა­და­გეგ­მვა შე­სა­ბა­მი­სად,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა ნაც­ნო­ბო­ბით ხდე­ბა. რო­გორც მან ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, თვით­დი­ნე­ბით და შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რა, 112-ის გავ­ლის გა­რე­შე იწ­ვევს იმას, რომ უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ბი­ნა­ზე უფრო დიდ­ხანს, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩე­ბო­და.

„მარ­თა­ლი გი­თხრათ, ნაც­ნო­ბო­ბის თემა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. 112 ჩვენ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ყვე­ლამ ერ­თი­ან სუ­რათ­ში ვი­მოძ­რა­ვოთ და ერთი ხაზი და­ვი­ნა­ხოთ. 112 -ს აქვს მომ­ლო­დი­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სია და მას­ვე შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, ვისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და ვინ უნდა გა­და­ვი­დეს სტა­ცი­ო­ნარ­ში. გარ­და ამი­სა, თვით­დი­ნე­ბი­თაც მი­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი კლი­ნი­კებ­ში. ეს არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბა რა­ღაც ტი­პის ზე­გავ­ლე­ნას ვი­ღა­ცის მხრი­დან. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაც­ნო­ბო­ბას ვგუ­ლიხ­მობ. ჩვენ კლი­ნი­კებს ვთხოვთ, რომ რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მო­დის და მი­აჩ­ნია, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, კარს არა­ვის გა­მო­უ­კე­ტავს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ა­ფა­სონ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ი­ღონ, თუ არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ თვით­დი­ნე­ბით მი­სუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა უფრო ადრე მოხ­ვდეს კლი­ნი­კა­ში და და­ი­კა­ვოს თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც დი­ლით ვი­ცო­დით, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და ამან გა­ა­ხან­გრძლი­ვოს 112-ის მო­ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი. ამ­დე­ნად, ყვე­ლას­თან გვაქვს თხოვ­ნა, თვით­დი­ნე­ბით და შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რა, 112-ის გავ­ლის გა­რე­შე იწ­ვევს იმას, რომ უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ბი­ნა­ზე უფრო დიდ­ხანს, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩე­ბო­და. ამი­ტომ, ამ ნა­კა­დის მოგ­ვა­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოკ­ლე ხან­ში მოგ­ვარ­დეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვუ­შა­ობთ, თუმ­ცა აქაც 100%-იანი გა­და­ზღვე­ვა რთუ­ლია, რად­გან ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს კლი­ნი­კას მი­მარ­თოს. მას უფ­ლე­ბა არ აქვს, რომ სერ­ვის­ზე უარი უთხრას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს ხდე­ბა იმის მი­ზე­ზი, რომ ყვე­ლა ნა­კა­დი 100%-იანი სი­ზუს­ტით ვერ რე­გუ­ლირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
4

ქ-ნ თა­მარ სამინისტროში წერილის ნომერი არა გაქვს შენახული, რომ დაგჭირდეს უკანა ციფრით ან რიცხვით წერილის გაშვება? მოდი გაუკეთოთ მონიტორინგი ამ ნიშნით არაადამიანური სახის ჯანსისტემას, მის ჰორიზონტალსა და ვერტიკალში მონიპოლიზებულ სისტემასა და მის შემქნელ საქპოლიმფრასტრუქტურას, ჯოჯოხეთს საქართველოს ისტორიაში და შევხედოთ რამდენი ასეთი საწოლი ექნება შენახული სისტემას პერსონალიებზე? რას ნიშნავს გაფანტული საწოლების თემატიკა კოვიდის მართვაში? ჟურნალისტიკას, საკორდინაციო საბჭოს, საქჯანსისტემას ადამიანის გაგება, ადამიანის სიცოცხლის გაგება გაგაჩნიათ? ქვეყანა მიდის ძალიან მძიმე ღონისძიებებზე სოცუალური ხარჯების გაგებით და სისტემას ადამიანის სიცოცხლის გაგება და ლოჯისტიკის გაგება გაგაჩნიათ? თუ ჩხოროწყუდან თბილისში მიზანშეწონილია პაციენტი გადაყვანილ იქნას, რატომ უნდა იყოს სხვა გარემოებაში კოვიდსაწოლი გამოუყენებელი გაფანტულ გაგებაში? ჩემთვის გაუგებარია რა ლოგიკა და უნარები გააჩნია დღეს ჟურნალისტიკას? ის რა უნარები გააჩნია საქმედიას, რა ფასეულობანი გააჩნია ჯურნალისტიკას იმას წარმოადგენს ქვეყანა და მისი მართვა. საქმედია ანი და ინი ხარ ამ საქართველოში ყველა გაგებითა და ასპექტში, ამ ქვეყნის ლოგიკას ქმნი თავად, რადგან ლოგიკა არ გაგაჩნია. ლოგიკა ეს უნარია გაგებისა. თუ გაგება, ან უნარი აღმოჩდება დეფიციტში, იქ ლოგიკა და აზროვნება ჩიხშია შესული. 

ლეილა
0

მართალი ხართ ქალაბტონო თამარ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ჟურნალისტებს, მისთვის მსგავსი კონკრეტული შემთხვევების მიწოდება სთხოვა და ამასთანავე განმარტა, თუ როგორ მუშაობს სისტემა, იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ზარი უყურადღებოდ არ დარჩეს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, შემთხვევების რადიკალურად მატების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, სისტემა ახლა ბევრად მოწესრიგებულია.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უფრო მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რამდენი გადაზღვევის მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ დაგვიანებული პასუხები ზარებზე არ იყოს. მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ, გავეცნობი პირადად. ამას ვაკეთებ პირველი დღიდან, რაც ჩვენ ეს სისტემა გავუშვით და არა მხოლოდ მე. როდესაც თავიდან დაიწყო დიდი ნაკადი პაციენტების, რა თქმა უნდა, ამან, გარკვეულწილად, გადატვირთა 112-ის ხაზიც, ოჯახის ექიმების ხაზიც, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული როგორც ოჯახის ექიმების დონეზე, ასევე სამინისტროში არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომლის მთავარი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს დაგვიანებული ზარები. ანუ ერთი საათის შემდეგ თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა ის, რომ აიღოს ეს ზარი, დაურეკოს, დაელაპარაკოს და დააბრუნოს შემდეგ ისევ ოჯახის ექიმთან. არის კიდევ ერთეული შემთხვევები, რომლებიც ცხელ ხაზზე ხვდება, ეს მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და თუ მაინც დარჩა უპასუხო ზარი და ვიღაც მიიჩნევს, რომ უყურადღებოდაა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არის ყოველთვის მზად, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაციენტებს გაეწიოს შესაფერისი მომსახურება, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სისტემის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს და შეუძლებელია ყველაფრის 100%-იანი სიზუსტით წინასწარ დაგეგმვა.

„რაც შეეხება დამატებითი გაძლიერების პროცესს, ეს პროცესი არის მიმდინარე და როგორც იქნება ამის საჭიროება, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ მიმდინარე საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდეს შესაბამისად აღჭურვა და გაძლიერება იმ სამსახურის, რაც პანდემიის პირობებში სხვადასხვა ეტაპზე გახდება საჭირო. ამდენად, 100%-იანი სიზუსტით ყველაფრის დაგეგმვა ვერასდროს ვერ ხდება, არის გარკვეული სივრცე, სადაც მიმდინარე პროცესში ხდება დამატებითი საჭიროებების გათვალისწინება და გადაგეგმვა შესაბამისად,“- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანა ნაცნობობით ხდება. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა.

„მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაც ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაცნობობას ვგულიხმობ. ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავს. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული და ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიკას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს