სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე Covid 19-ით რეინფიცირების შემთხვევებზე
"მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე Covid 19-ით რეინფიცირების შემთხვევებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ფიქ­სირ­და თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა. გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­კი­თხზე ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვის, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რე­ინ­ფექ­ცია გვქონ­და, არ არის. გვაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა, ანუ გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვა და ამა­ვე დროს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ე.წ სეკ­ვე­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს სა­ჭი­რო­ებს და ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აქვს მხო­ლოდ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რომ და­ვა­დას­ტუ­რო, ნამ­დვი­ლად იყო თუ არა რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა, ამას სჭირ­დე­ბა კარ­გად გან­ხილ­ვა პრო­ფე­სი­ულ საბ­ჭო­ზე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა იმ ლა­ბო­რა­ტი­უ­ლი კვლე­ვის, თუ სხვა არ­გუ­მენ­ტის, რო­მე­ლიც არის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც გა­ზა­ფხულ­ზე ჰქონ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„ეს იყო ძი­რი­თა­დად გა­ზა­ფხუ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი და ახლა ნო­ემ­ბერ­ში გან­მე­ო­რე­ბით. ახლა ვიკ­ვლევთ პირ­ვე­ლად ნი­მუ­შებს, ნამ­დვი­ლად იყო თუ არა, სად­მე ხომ არ მოხ­და შეც­დო­მა და ა.შ. ეს არ არის მარ­ტი­ვი, რომ და­ა­დას­ტუ­რო, გაქვს თუ არა ქვე­ყა­ნა­ში რე­ინ­ფი­რი­ცი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­წყვე­ტი­ლა, დას­ჭირ­დე­ბათ თუ არა იმ ადა­მი­ა­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცია, რომ­ლებ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნეს ვირუ­სი.

„არის ხალ­ხი, ვინც ემ­ხრო­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რომ ისი­ნი არ უნდა აიც­რან, მაგ­რამ არის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ, რომ რო­დე­საც მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმ დროს გარ­ჩე­ვა, ვინ გა­და­ი­ტა­ნა და ვინ არა, რთუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მადლობა თქვენ თავდაუზოგავი შრომისთვის 

ლევანი
0

იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი რა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე Covid 19-ით რეინფიცირების შემთხვევებზე

"მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე Covid 19-ით რეინფიცირების შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა. გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, არ არის. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ სეკვენირება, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს და ეს ტექნოლოგიები აქვს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ჩვენს ქვეყანაში. რომ დავადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული კვლევის, თუ სხვა არგუმენტის, რომელიც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ კორონავირუსი.

„ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებით. ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, ნამდვილად იყო თუ არა, სადმე ხომ არ მოხდა შეცდომა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, გაქვს თუ არა ქვეყანაში რეინფირიცირება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, დასჭირდებათ თუ არა იმ ადამიანებს ვაქცინაცია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი.

„არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი არ უნდა აიცრან, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც მიუთითებენ, რომ როდესაც მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს, იმ დროს გარჩევა, ვინ გადაიტანა და ვინ არა, რთულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე