სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით
"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ 17 ათა­სამ­დე „პი სი არ“ და სწრა­ფი ტეს­ტი ჩა­ტარ­და. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

„17 ათა­სამ­დე ავი­და ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გუ­შინ. ესაა რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გან­ცხა­დე­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ან­ტი­გე­ნის ტეს­ტე­ბით ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 1400 პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და.

მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პირს ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დე­ბა, ოჯა­ხის ექიმ­თან უნდა დარ­ე­კოს. 112-ს კი მა­შინ უნდა მი­მარ­თოს, რო­დე­საც მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და თვლის, რომ სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ჩარ­თვაა სა­ჭი­რო.

„გუ­შინ პირ­ვე­ლი დღე იყო, რო­დე­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა და­ვი­წყეთ ან­ტი­გენ ტეს­ტე­ბით. ან­ტი­გე­ნით ტეს­ტი­რე­ბულ­თა შო­რის და­დას­ტურ­და 1400 შემ­თხვე­ვა. ან­ტი­გე­ნით ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის პი­რე­ბი, ვი­საც სიმპტო­მე­ბი აქვთ, ტეს­ტი არის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის. ამ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი არის ოჯა­ხის ექი­მი, მისი რჩე­ვით მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწრა­ფი დი­აგ­ნოს­ტი­კა, რომ პა­ცი­ენ­ტმა თვი­თი­ზო­ლა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბი­ნა­ზე უნდა დარ­ჩნენ, და­უ­კავ­შირ­დე­ბათ ოჯა­ხის ექი­მი. პა­ცი­ენ­ტი სწრა­ფად იგებს პა­სუხს“, - აცხა­დებს გა­ბუ­ნია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით „პი სი არ“ ტეს­ტე­ბის მა­რა­გი 400 ათასს შე­ად­გენს, ხოლო 2 კვი­რა­ში ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნით შე­ივ­სე­ბა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში ტეს­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა.

“ამ მო­მენ­ტის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ჩვენს მა­რაგ­ში, ისე ქსელ­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 350-370 ათა­სად­მე “პი სი არ“ ტეს­ტი. დაკ­ვე­თი­ლია ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კი­დევ, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, მო­მა­ვალ 2 კვი­რა­ში შე­მო­ვა. გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სამ­დე “პი სი არ” ტეს­ტი მა­რაგ­ში, ვფიქ­რობთ, ტეს­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა. ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლია დღი­უ­რად ავი­დეთ 20 ათას ტესტზე, სა­ი­და­ნაც „პი სი არი“ იქ­ნე­ბა ნა­ხე­ვა­რი, ნა­ხე­ვა­რი კი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პუნ­ქტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, პირ­ველ ეტაპ­ზე, იმ 40 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ტეს­ტებს ახლა ატა­რებს, პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბი და­ე­მა­ტე­ბა, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი, აფ­თი­ა­ქე­ბის და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლიც.

„აფ­თი­ა­ქე­ბის და­მა­ტე­ბა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ ტეს­ტი­რე­ბის აღე­ბის­თვის სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე. თუ ვნა­ხავთ, რომ 40 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გაშ­ლი­ლია მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, არ ყოფ­ნის, რი­გე­ბია და ტეს­ტის გა­კე­თე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დი­დია, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ვა­რი­ან­ტიც იყოს გან­ხი­ლუ­ლი, მაგ­რამ არა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში. მხო­ლოდ იქ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სივ­რცის გა­მო­ყო­ფა. იქ უნდა იყოს ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი, რომ ტეს­ტი ჩა­ა­ტა­რო. ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს გან­ხი­ლუ­ლი იყოს, თუ ამ 40-მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ჩვენ კი­დევ ვზრდით ამ რი­ცხვს. თბი­ლის­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით, 120-მდე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ქსე­ლი თბი­ლის­ში სა­მა­ოდ დი­დია. ახლა, ამ ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლია 40, ვი­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან და ვინც აძ­ლევს მათ ტეს­ტებს და შემ­დგომ უხ­დის ფულს თი­თო­ე­უ­ლი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გამ­რავ­ლდე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის რი­ცხვი, ვინც კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მებს. თუ ეს არ ეყო, მა­შინ აფ­თი­ა­ქებ­ზეც და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზეც ვი­ფიქ­როთ, როცა ეს ძა­ლი­ან დაგ­ვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 068 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 152 704-ს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

რა ლოგიკითაც საქართველოს ჯანდაცვა აწარმოებს კოვდზე ტესტირებას, ეს მიუტევებელ შეცდომად მიმაჩნია, მას ყოველგვარი მიზანშეწონილობა აქვს დაკარგული და ქმნის საშინელ უარყოფით ნიშნებს ადამიანსათვის და საქმის მართვის გარემოებას. არ ვიცი ჟურნალისტიკას რა ლოგიკა გააჩნია, ხოლო საქართველოში კოვიდზე ტესტირებას ლოგიკა არ გააჩნია და კოვიდთან შეხებაში წარმოადგენს საქმიანობის უარყოფით ნიშანს. ყველა გაგებით უარყოფით ნიშანს. ამ გადასახედიდან ჯობდა ყოველგვარი გამყრელიძე, ცერცვაძე იმნაძის გარეშე ემართა საქართველოს კოვიდი, როგორც ჩვეულებრივი გრიპი, ეს შექმნიდა საქმის მართვაში გაცილებით მეტ ეფექტიანობას, ფსიქოლოგიურ გარემოს, რაც ასევე ფაქტორია კოვიდთან სეხებაში ჯამრთელობის ასპექტში, ვიდრე ის რასაც მართვაში აქვს ადგილი. არ შეიძლება კოვიდთან შეხებაში აკეთო საქმე, რომელსაც არაფერი დატვირთვა არ გააჩნია და შეუქმნა ფსიქოლოგიური ფაქტორი და ბარიერი ადამიანს, რაც დამღუპველია საქმეში. ასეთი მართვა პროცესისა და გაგება კატეგორიულად მიუღებელია. დანარჩენი ისტორიაა საქმისა.

ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
6

გრენლანდია გაიტანეთ თქოოო!!! მოაცილეთ ამის სიათი აქაურობას, ნუ ზაფრავთ ხალხს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით

"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„17 ათასამდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ. ესაა რეკორდული მაჩვენებელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, გაფართოებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ანტიგენის ტესტებით ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1400 პაციენტს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირს ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდება, ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოს. 112-ს კი მაშინ უნდა მიმართოს, როდესაც მდგომარეობა მძიმეა და თვლის, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვაა საჭირო.

„გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც გაფართოებული ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1400 შემთხვევა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვთ, ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის ოჯახის ექიმი, მისი რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რომ პაციენტმა თვითიზოლაცია უზრუნველყოს. დადასტურებული პირები ბინაზე უნდა დარჩნენ, დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს“, - აცხადებს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით „პი სი არ“ ტესტების მარაგი 400 ათასს შეადგენს, ხოლო 2 კვირაში ტესტების რაოდენობა კიდევ ნახევარი მილიონით შეივსება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ იქნება.

“ამ მომენტისთვის, ქვეყანაში, როგორც ჩვენს მარაგში, ისე ქსელში არის დაახლოებით 350-370 ათასადმე “პი სი არ“ ტესტი. დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე “პი სი არ” ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, პუნქტების რაოდენობა, სადაც თბილისში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, იმ 40 დაწესებულებას, რომელიც ტესტებს ახლა ატარებს, პოლიკლინიკები და ამბულატორიები დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, აფთიაქების და სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილიც.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში სამაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე