სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვალება ფილტვის მძიმე დაზიანებას უკავშირდება" - რას ამბობს თამარ გაბუნია 31 წლის ქალზე, რომელიც კოვიდით მშობიარობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა
"გარდაცვალება ფილტვის მძიმე დაზიანებას უკავშირდება" - რას ამბობს თამარ გაბუნია 31 წლის ქალზე, რომელიც კოვიდით მშობიარობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ 31 წლის ქალს სხვა თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქო­ნია. რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სწავ­ლო­ბენ.

"ჯან­დაც­ვის სა­მინ­სიტ­რო ყვე­ლა შემ­თხვე­ვას სწავ­ლობს, აუ­დი­ტის ჯგუ­ფი მუ­შა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რად, ასე­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა შემ­თვე­ვას, აუ­დი­ტი შე­ის­წავ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბო შემ­თხვე­ე­ვებს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ორ­სუ­ლო­ბა და დე­დის და­ნა­კარ­გი არის დიდი ტრა­გე­დია, ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ კლი­ნი­კი­დან გვაქვს არის ის, რომ ის ეტა­პე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ი­ა­რა პა­ცი­ენ­ტმა, რე­ა­ლუ­რად არის პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. უფრო ჩაღ­რმა­ვე­ბულ ანა­ლიზს, რა თქმა უნდა, გა­ვა­კე­თებთ. გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ფილ­ტვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას. ქალ­ბა­ტონს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზი, რა­საც შე­საძ­ლოა გა­მო­ეწ­ვია მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, არ უფიქ­სირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ კლი­ნი­კებ­ში პა­ცი­ენ­ტებს სა­თა­ნა­დოდ არ ეპყრო­ბი­ან, გა­ბუ­ნია აცხა­დებს, რომ მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ებს და­დას­ტუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ვრცელ­დე­ბა, მას სჭირ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბა. პრე­ვენ­ცი­უ­ლად სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია ასე­თი ტი­პის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტთან და ბევ­რი სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­ნი­ტო­რინ­გი ტარ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იმის­თვის, რომ მსგავ­სი შე­ემ­თხვე­ვე­ბი არ იყოს. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­მოწ­მე­ბას. იმა­ზე, რაც ზო­გა­დად ხდე­ბა და ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, სა­მი­ნის­ტროს ყო­ველ­თვის აქვს რე­ა­გი­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ან გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლია ბრალ­დე­ბა. იმი­ტომ არის ეს სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მდეს და გვქონ­დეს შე­სა­ფე­რი­სი რე­ა­გი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 31 წლის რუ­სუ­დან კო­კო­ბი­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, იგი კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მკურ­ნა­ლობ­და. რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, პა­ცი­ენ­ტმა ერთი კვი­რის წინ ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად იმ­შო­ბი­ა­რა, შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მო­ა­თავ­სეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
LU CHAN
0

ეეჰ უყურადღებობით გარდაიცვალა საწყალი გოგო, ახლობლებს წერდა 24 საათში ერთხელ შემოდიან და მიყვირიანო :( ექიმებო! ვიცით რომ გაუსაძლისია და დაუფასებელია თქვენი შრომა, მაგრამ ძაღლის ხორცსაც ნუ გამოიბამთ, თუ არ გიყვართდა არ შეგიძლიათ ადამიანებად დარჩეთ (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება) წაბრძანდით სახლებში და ცოდვას ნუ დაიდებთ !

ნანა
0

თქვენ დაგიზიანდათ ეგ ტვინი, მაინც არ გჭირდებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გარდაცვალება ფილტვის მძიმე დაზიანებას უკავშირდება" - რას ამბობს თამარ გაბუნია 31 წლის ქალზე, რომელიც კოვიდით მშობიარობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა

"გარდაცვალება ფილტვის მძიმე დაზიანებას უკავშირდება" - რას ამბობს თამარ გაბუნია 31 წლის ქალზე, რომელიც კოვიდით მშობიარობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ 31 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ინფიცირებული ფილტვის დაზიანებით გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვალების ყველა შემთხვევას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

"ჯანდაცვის სამინსიტრო ყველა შემთხვევას სწავლობს, აუდიტის ჯგუფი მუშაობს სპეციალურად, ასევე რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთვევას, აუდიტი შეისწავლის საყურადღებო შემთხვეევებს. ძალიან სამწუხაროა, ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალება, მხედველობაში მაქვს ორსულობა და დედის დანაკარგი არის დიდი ტრაგედია, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ კლინიკიდან გვაქვს არის ის, რომ ის ეტაპები, რომლებიც გაიარა პაციენტმა, რეალურად არის პროტოკოლით გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკებში პაციენტებს სათანადოდ არ ეპყრობიან, გაბუნია აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციებს დადასტურება სჭირდება.

"ინფორმაცია სხვადასხვა ვრცელდება, მას სჭირდება დადასტურება. პრევენციულად სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის შეუფერებელი დამოკიდებულება პაციენტთან და ბევრი სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შეემთხვევები არ იყოს. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ექვემდებარება გადამოწმებას. იმაზე, რაც ზოგადად ხდება და ზოგჯერ შეიძლება იყოს აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ გაჟღერებული, სამინისტროს ყოველთვის აქვს რეაგირება, მიუხედავად იმისა, რამდენად დაუჯერებელი ან გადაუმოწმებელია ბრალდება. იმიტომ არის ეს სამსახურები, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია გადამოწმდეს და გვქონდეს შესაფერისი რეაგირება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა, იგი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შედეგად იმშობიარა, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა "მედინაში" მოათავსეს.

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ

"სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ" - ამირან გამყრელიძე ეკლესიის წინამძღვრებსა და მრევლს თხოვნით მიმართავს